მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

ადამიანური რესურსების მართვის უმთავრესი მიზანია ორგანიზაციის მისიის, სტრატეგიული მიზნებისა და კონკრეტული ამოცანების შესაბამისად, უნივერსიტეტის ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა.

განყოფილებას  ხელმძღვანელობს  ადამიანური რესურსების განყოფილების  უფროსი.
განყოფილების ფუნქციებია:
  • ვაკანტურ თანამდებობებზე საჭირო სპეციალისტების მოძიება და სამუშაოზე მოზიდვა;
  • პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის პროცედურების ჩატარება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტში დასაქმებული პერსონალის მონიტორინგის (სტაბილურობის, მოძრაობის და დენადობის მიხედვით) საფუძველზე, მიმდინარე და პერიოდული სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და ანალიზი;
  • საკონკურსო–საასტესტაციო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ატესტირების შედეგების სისტემატიზება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
  • პერსონალის მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების გეგმის მომზადება;
  • უნივერსიტეტში აღიარებული ქცევის წესების და ფასეულობების დაცვის ხელშეწყობა და კონტროლი;
  • პერსონალის მოტივირების სისტემის შექმნა და მომუშავეთა სოციალურ დაცვაზე ზრუნვა;
  • ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების და იურიდიულ საკითხთა სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიმართოს ადამიანური რესურსების განყოფილებას სამუშაო საათებში ვაკანსიებთან, სამუშაო გრაფიკთან, საჯარო ინფორმაციასთან და სხვა სამსახურეობრივ საკითხებთან დაკავშირებით პირადად ან Onlne UG სისტემის საშუალებით.

თქვენთვის საჭირო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების  უფროსი მარიამ ჯანჯარია

ელ. ფოსტა: m.janjaria@ug.edu.ge
ტელ: 24 11 44 (140)
III სასწავლო კორპუსი, ოთახი № 511

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 24.01.2012
best tracker