მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

2010 წელს, საქართველოს უნივერსტეტის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბათუმის ფაკულტეტის გახსნა. ახალი ფაკულტეტის მიზანია უფრო მისაწვდომი გახადოს აჭარის და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდებისთვის ყოველივე ის ახალი და პროგრესული, რასაც ამკვიდრებს საქართველოს უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში და რამაც მას მოუხვეჭა დიდი ავტორიტეტი არსებობის პირველივე წლებში.

ბათუმის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები და სწავლების ხარისხი სრულიად შეესაბამება საქართველოს უნივერსიტეტის მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები კი, როგორც ეს ბევრისთვისაა ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოში და არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოს ბევრ წამყვან უნივერსიტეტის მოთხოვნებს.

ეს კი არის იმის გარანტია, რომ ჩვენი კურსდამთვარებულები მიიღებენ ისეთ განათლებას, რომ შეძლებენ იყვნენ წარმატებული სპეციალისტები თავიანთ სფეროში, როგროც ჩვენს ქვეყანაში ისე მის ფარგლებს გარეთ. ბათუმის ფილიალის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს უნივერსიტეტისთვის განპირობებულია იმით, რომ ჩვენთან მოხდება ჩვენი ქვეყნისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.

სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის ფაკულტეტზე მოვიწვიოთ ნიჭიერი და მოტივირებული აბიტურიენტები. ჩვენს უნივერისიტეტში თქვენ მიიღებთ ხელმისაწვდომ, მაღალი დონის განათლებას, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმებაში, როგროც ბათუმში, ისე ნებისმიერ სხვა ადგილას. ჩვენი განათლება არის თანამედროვე და თქვენი სამომავლო კარიერული საქმიანობის შესაბამისი. გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს პრაქტიკა/სტაჟირების გავლაში, რაც საგრძნობლად ზრდის მათ შანსებს იპოვნონ პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო უმაღლესის დამთავრების შემდეგ.

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 18.05.2012
best tracker