მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა სტუდენტები

ნათია გოლიაძე

"ჩემი უნივერსიტეტი მაძლევს საფუძვლიან განათლებას და მიჩვენებს შეძენილი ცოდნის პრაქტიკული რეალიზაციის გზებს. აქ მიღებული გამოცდილება მეხმარება ვიყო პროფესიონალი საკუთარ საქმეში, არ შევუშინდე სირთულეებს და დავიმკვიდრო თავი ჩემი პროფესიის კუთხით. სწავლების მეთოდი, რომელსაც "საქართველოს უნივერსიტეტის" სისტემა გვთავაზობს, აძლევს ყველა სტუდენტს საფუძველს მიაღწიონ წარმატებას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე."

მარიამ გიორგაძე
"საქართველოს უნივერსიტეტში, ბიზნესის სკოლის სტუდენტებს, საშუალება გვეძლევა მივიღოთ არამარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული კარიერის შექმნისთვის. ამაში გვეხმარებიან, როგორც ლექტორები, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. საქართველოს უნივერსიტეტი ყოველგვარ პირობას უქმნის თავის სტუდენტებს მაღალი დონის განათლების მიღებისთვის."
ნატა აფხაზავა
"როგორც ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის სტუდენტს, საქართველოს უნივერსიტეტში შესაძლებლობა მომეცა მიმეღო პრაქტიკული ცოდნა აქ არსებული ორგანიზაციების საქმიანობაში აქტიური მონაწილეობით. სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, ასეთი ცენტრების ჩამოყალიბებით სუ ხელს უწყობს თავის სტუდენტებს მყარი საფუძველი შეიქმნან თავიანთ მომავალ წარმატებულ საქმიანობაში."
ნიკა ჯანგავაძე
ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის სტუდენტი საქართველოს ორგზის ჩემპიონია წყალბურთში და საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრია. ნიკას თქმით - "საქართველოს უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებას."
არჩილ დალაქიშვილი
არჩილი ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის სტუდენტია. ის იყო საქართველოს რაგბის 17 და 18 წლამდე რაგბის ნაკრებების წევრი, ამჟამად არის გუნდ "Wissol-ყოჩების" წევრი.
არჩილის აზრით - "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის დატვირთული გრაფიკია, მაინც მეძლევა იმის საშუალება რომ ვიყო წარმატებული სპორტსმენი წარმატებული სტუდენტის პარალელურად."
ლუკა ჭოხონელიძე
ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის სტუდენტი. ლუკა იყო კადეტთა ნაკრების წევრი და ამჟამად არის 20 წლამდელთა კალათბურთის გუნდ "ნიკე"-ს წევრი.
საქართველოს უნივერსიტეტთან დაკავშირებით ლუკამ გვითხრა - "იმის და მიუხედავად, რომ საქართველოს უნივერსიტეტში გაძლიერებული სწავლაა, უნივერსიტეტი ყველანაირად ხელს მიწყობს აქტიურად ვიყო დაკავებული სპორტითაც."
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 14.06.2013
best tracker