მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობა

სწავლების სხვადასხვა საფეხურზე (პროფესიული სწავლება, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა) უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობა სხვადასხვაა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლების ხანგრძლივობაა 2-2,5 წელი, ანუ 4-5 სემესტრი;

  • საბაკალავრო სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადაა 4 წელი, ანუ 8 სემესტრი;
  • სამაგისტრო სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადაა 2 წელი, ანუ 4 სემესტრი;
  • სადოქტორო სწვლების პროგრამით განსაზღვრული ვადაა 3 წელი, ანუ 6 სემესტრი;

პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო სწავლება შეიძლება გახანგრძლივდეს, თუ: სტუდენტმა ვერ ჩააბარა რომელიმე საგანი და მას მოუწია კურსის ხელახლა აღება; მაგისტრანტმა ან დოქტორანტმა, სამსახურის თუ სხვა მიზეზის გამო, აიღო სემესტრში განსაზღვრულზე ნაკლები საგნები, ანუ პროგრამაზე ან სემესტრზე დარეგისტრირდა ნახევარი განაკვეთით. სტუდენტი იძულებულები გახდა აეღო აკადემიური შვებულება.

სწავლების გახანგრძლივებასაც თავისი ვადა აქვს. უნივერსიტეტში სწავლის მაქსიმალური ვადაა:

  • ბაკალავრიატში - 6 წელი.;
  • მაგისტრატურაში – 5 წელი;
  • დოქტურანტურაში– 6 წელი.

საკრედიტო სისტემა

კრედიტი აღნიშნავს, თუ რა სიღრმით გაიარა სტუდენტმა ესა თუ ის კურსი, ანუ რა დრო იქნა დახარჯული სალექციო, სასემინარო თუ დამოუკიდებელ მუშაობაზე. საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს თანამედროვე საკრედიტო სისტემა, რომელიც ეფუძნება ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას.

კრედიტების დაანგარიშების საფუძვლად აღებულია ევროპული სისტემა (ECTS):

  • 1 კრედიტი = 25 სთ.
  • აქედან: 5 სთ - სალექციო;
  • 14/16 სთ - სტუდენტის ინდივიდუალური და პრაქტიკული მუშაობა, პრეზენტაციების, რეფერატების მომზადება;
  • 4/6 სთ. – საგამოცდო: შუალედური გამოცდა (ერთი, ან ორი), ფინალური გამოცდა.
  • საგნების უდიდესი ნაწილი სუ-ში 6 კრედიტიანია, მაგრამ არის 1, 2, 3, 4 და 5 კრედიტიანი საგნებიც.

საბაკალავრო კურსი-240 კრედიტი

  • ხანგრძლივობა: 4 წელი, ანუ 8 სემესტრი;

მოცულობა:

  • ზოგადი კურსები: 120 კრედიტი;
  • ძირითადად – I-IV სემესტრები;
  • სპეციალური კურსები: 102, 108 ან 114 კრედიტი (იმისდა მიხედვით პროგრამა ითვალისწინებს დასრულებას საგანებით, საბაკალავრო ნაშრომით თუ პრეზენტაციით). ძირითადად - V-VIII სემესტრები
  • სტაჟირება-პრაქტიკა: 6 კრედიტი
  • საბაკალავრო ნაშრომი-12 კრედიტი,
  • პროექტის პრეზენტაცია-6 კრედიტი

საგნებით, ან პრეზენტაციით სასწავლო პროგრამა ძირითადად სრულდება ისეთ პრაქტიკულ მიმართულებებზე, როგორიცაა საჯარო ადმინისიტრირება, ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება, მედია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვ.

სამაგისტრო კურსი-120 კრედიტი

  • ხანგრძლივობა: 2 წელი, ანუ 4 სემესტრი

მოცულობა:

  • ზოგადი კურსები - 30 კრედიტი;
  • სპეციალური კურსები - 60 კრედიტი
  • სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი
  • აქედან: ინდივიდუალური ლექცია-სემინარი ხელმძღვანელთან - 6 კრ.
  • კვლევა-სამაგისტრო ნაშრომის გაფორმება-დაცვა - 24 კრ.

სადოქტორო კურსი – 180 კრედიტი

  • ხანგრძლივობა: 3 წელი;

მოცულობა:

  • ლექცია-სემინარები - 30 კრედიტი - 10 კრედიტი წელიწადში;
  • პედაგოგიური პრაქტიკა - 18 კრედიტი - 6 კრედიტი წელიწადში;
  • კონფერენცია/პროექტები - 12 კრედიტი - 4 კრედიტი წელიწადში;
  • პუბლიკაციები - 12 კრედიტი - 4 კრედიტი წელიწადში;
  • კვლევა/დისერტაცია - 108 კრედიტი - 36 კრედიტი წელიწადში;
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი:
best tracker