მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი

სოციალური დაცვა და დაზღვევა

სტუდენტთა სოციალურ დაცვასა და სამედიცინო დაზღვევას უძღვება სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი. ამ მიზნით, დეპარტამენტი კავშირს ამყარებს სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან, მოიძიებს სხვადასხვა პროგრამების შესახებ ინფორმაციას, ახდენს ანალიზს და ამ ინფორმაციასა და რეკომენდაციებს წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს.
უნივერსიტეტის მიერ კონკურსით შეირჩა სადაზღვევო კომპანია „იმედი L“. კომპანია ფლობს სრულ ლიცენზიას დაზღვევის ყველა სფეროში და ემსახურება ყველას ქვეყნის მაშტაბით. კომპანიას გააჩნია ერთი სათაო ოფისი და 9 რეგიონული ფილიალი.
ჩვენი უნივერსიტეტი უკვე 3 წელია აზღვევს სტუდენტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ხდები საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი, ავტომატურად ხდები დაზღვეული.

 

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 24.01.2012
best tracker