მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

დოქტორანტის მიერ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმება
 
სტუდენტი დოქტორანტი საბუთებისა და განაცხადის შემოტანისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის შემდეგ  აფორმებს უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას.   
უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას სტუდენტი აფორმებს უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილში.
  • ხელშეკრულება სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის იდება ერთხელ და ის მოქმედებს უნივერსიტეტში სტუდენტის სადოქტორო სწავლების  განმავლობაში  (იგულისხმება პროგრამის ხანგრძლივობა). შესაბამისად, არ ექვემდებარება გადასინჯვას არც სწავლების ის ღირებულება, რომელიც აღნიშნულია ხელშეკრულებაში მისი ხელმოწერის დროს, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
  • განსაკუთრებულ  შემთხვევებში , როგორიცაა «აკადემიურის აღება», სწავლიდან ხანგრძლივი დროით გამოთიშვა, კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებში არ თავსდება და მათ არეგულირებს საუნივერსიტეტო წესდების შესაბამისი მუხლები.
დოქტორანტურაში სწავლის (რეგისტრაციის) შეწყვეტა, კონტრაქტის გაუქმება

  • სწავლის შეწყვეტის დღედ ითვლება დღე, როდესაც შესაბამისი სწავლების მენეჯერი მიიღებს სტუდენტისგან  წერილობით განცხადებას სწავლის შეწყვეტის შესახებ.
  • უნივერსიტეტი შეუწყვეტს სტუდენტს რეგისტრაციას და გაუუქმებს კონტრაქტს, თუ სტუდენტი შესაბამის ვადებში არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებას. 

დოქტორანტი, რომელიც გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, რეგისტრაციიდან პირველი რვა კვირის განმავლობაში, ანუ მოსამზადებელ პერიოდში, უნაზღაურდება სწავლის საფასურის ნახევარი, იმ შემთხვევაში, თუ მას გადახდილი ჰქონდა I სასწავლო წლის სრული ღირებულება. დოქტორანტს, რომელიც გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას სასწავლო წლის დაწყებიდან პირველი რვა კვირის, ანუ მოსამზადებელი პერიოდის გასვლის შემდეგ, სწავლის საფასური აღარ უნაზღაურდება (იმ შემთხვევაში თუ მას გადახდილი ჰქონდა მხოლოდ I სასწავლო წლის ღირებულება). 
უნივერსიტეტი შეუწყვეტს დოქტორანტს რეგისტრაციას და რეგისტრაციის შეწყვეტიდან ერთი სასწავლო წლის გასვლის შემდეგ გაუუქმებს კონტრაქტს, თუ იგი არ ასრულებს სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნას: პროგრამაზე სწავლის პირველი წლის ბოლოს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სწავლების მენეჯერს არ წარმოუდგენს საერთაშორისო სერთიფიკატს GRE-ში, GMAT-ში, ან LSAT, რომლის მისაღები ქულები სუ-ს მიერ წინასწარ იქნება დადგენილი.

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 18.05.2012
best tracker