სადოქტორო პროგრამებზე სხვა სასწავლებლებიდან სუ-ში დოქტორანტთა გადმოსვლის პროცესს წარმართავს საკვალიფიკაციო ნაშრომების მენეჯერი. პირველი ეტაპი – თანხმობის მიღება სუ-ში გადმოსვლაზე: დოქტორანტი წერს განცხადებას რექტორის სახელზე, სადაც აღნიშნულია, თუ რომელი უნივერსიტეტიდან სურს დოქტორანტს გადმოსვლა სუ-ის სადოქტორო პროგრამაზე და გადმოსვლის მოტივი. განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ დაინიშნება დღე, რომელზედაც დოქტორანტმა შესაბამისი სკოლის სადოქტორო დისერტაციების დაცვის საბჭოს უნდა წარუდგინოს სადოქტორო ნაშრომის წინასწარი განაცხადი, რომელშიც დამსწრეთ გააცნობს როგორც მის მიერ უკვე ჩატარებული, ისე ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობას. თუ დაცვის საბჭო დამაკმაყოფილებლად ჩათვლის დოქტორანტის წინასწარ განაცხადს და კრედიტების რაოდენობას, მას მიეცემა უნივერსიტეტში შესაბამის პროგრამაზე გადმოსვლის უფლება. უნდა იქნეს გათვალისწინებული შემდეგი: დოქტორანტის გადმოყვანა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მას სადოქტორო პროგრამის 180 კრედიტიდან ასაღები დარჩა მინიმუმ 60 კრედიტი, ანუ 1 სასწავლო წელი. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე სწავლისას დაგროვილი კრედიტებიდან დოქტორანტს ჩაეთვლება მაქსიმუმ 120 კრედიტი. იმის მიხედვით, თუ რა მოცულობის სამუშაო დარჩა დოქტორანტს ჩასატარებელი., დაცვის საბჭო განუსაზღვრავს მას სწავლის ვადას: 1 წელი (მინიმალური ვადა), წელიწად- ნახევარი, ორი წელი.
მეორე ეტაპი - პროგრამაზე დარეგისტრირება და ხელშეკრულების გაფორმება. თანხმობის მიღების შემდეგ დოქტორანტი დარეგისტრირდება პროგრამაზე და გააფორმებს ხელშეკრულებას უნივერსიტეტთან.
მესამე ეტაპი – მოსამზადებელი პერიოდი: კონსულტანტ-ხელმძღვანელის შერჩევა, დისერტაციის სათაურის დაზუსტება და სხვ. მოსამზადებელი პერიოდის გასვლის შემდეგ (2 თვე), იწყება პროგრამა.

