მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

სარეგისტრაციო პროცედურა დოქტორანტებისათვის


პროგრამის მოთხოვნებიდან და დოქტორანტის პირადი გარემოებებიდან გამომდინარე, მას ეძლევა ორი შესაძლებლობა: პროგრამაში დარეგისტრირდეს სრული განაკვეთით – სწავლების 3 წელი, ნაწილობრივი განაკვეთით – სწავლების 6 წელი.
სრული განაკვეთით სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაცია გულისხმობს, რომ სტუდენტმა: რეგისტრაციის მომენტში უნდა გადაიხადოს პროგრამის ღირებულების მესამედი – ანუ I სასწავლო წლის ღირებულება; I სასწავლო წლის დასრულებიდან (16 კვირა + 16 კვირა = 32 კვირა) ერთი თვის განმავლობაში დარეგისტრირდეს II სასწავლო წელზე და გადაიხადოს თანხის მეორე მესამედი ანუ II სასწავლო წლის ღირებულება; II სასწავლო წლის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში დარეგისტრირდეს მესამე სასწავლო წელზე და გადაიხადოს თანხის დარჩენილი მესამედი, ანუ III სასწავლო წლის ღირებულება;
ნაწილობრივი-განაკვეთით სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაცია გულისხმობს, რომ სტუდენტმა: 6 წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს პროგრამის საფასური, შესაბამისად, გადანაწილდება მისი პროგრამით მოსაპოვებელი კრედიტები და მათ მოსაპოვებლად გამოყოფილი დრო.
საკვალიფიკაციო ნაშრომების მენეჯერთან განაცხადის შეტანის შემდეგ, დოქტორანტი ორი კვირის განმავლობაში უნდა დარეგისტრირდეს პროგრამაზე და, შესაბამისად, გადაიხადოს პროგრამის ღირებულების მესამედი, ანუ ერთი წლის სწავლის საფასური. ოფიციალური განაცხადის შემოტანიდან ორი კვირის შემდეგ დაიწყება პირგასამტეხლოს ათვლა. სტუდენტმა უნივერსიტეტში რეგისტრაცია უნდა შეინარჩუნოს პროგრამის დასრულებამდე / ხარისხის დაცვამდე. თუ სტუდენტი დააკმაყოფილებს პროგრამის ყველა მოთხოვნას, მაგრამ ვერ მოასწრებს განსაზღვრულ ვადებში საკვალიფიკაციო ნაშრომის მომზადება / დაცვას, პროგრამიდან არ ამორიცხვის მიზნით, უნდა გაიაროს ერთკრედიტიანი რეგისტრაცია არაუმეტეს 2 სემესტრისა, ერთკრედიტიანი რეგისტრაციის შემთხვევაში, სტუდენტს გადასახდელი ექნება თანხა, რომელიც გამოიანგარიშება უნივერსიტეტში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროგრამის ღირებულების გაყოფით პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობაზე. 

  • დარეგისტრირების ვადის ერთი დღით გადაცილებასაც კი, მოსდევს სტუდენტისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება (სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანების გამო): რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგი დღიდან პირველი 4 კვირის განმავლობაში პირგასამტეხლო შეადგენს: ყოველ გადაცდენილი კვირის განმავლობაში სტუდენტის წლიური გადასახადის 1%-ს. (წლიურ გადასახადად ითვლება სასწავლო წელზე რეგისტრაციის საფასური, რომელიც სტუდენტის კონტრაქტითაა განსაზღვრული).
  • სარეგისტრაციო თანხის (და შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს) გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი გაირიცხება უნივერსიტეტიდან.
  • განსაკუთრებულ შემთხვევებს განიხილავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელსაც უნდა მიმართოთ განცხადებით
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 18.05.2012
best tracker