სტუდენტის უნივერსიტეტში აღდგენისა და სწავლის განახლების შემთხვევები
-
სტუდენტი, რომელიც გაირიცხა / ამოირიცხა უნივერსიტეტიდან, მისი სურვილის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლოა აღდგეს უნივერსიტეტის სტუდენტად. ასეთ შემთხვევაში მასთან უნივერსიტეტი აფორმებს ახალ კონტრაქტს სწავლების იმ საფასურით, რომელიც არის დადგენილი კონტრაქტის გაფორმების პერიოდისათვის.
-
სასწავლო წელზე აღდგენა და სწავლის განახლება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეწყვიტათ სწავლა უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის, სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში, თუ მათ დაწერეს თავის დროზე (სწავლის შეწყვეტის პერიოდში) განცხადება და ოფიციალურად მოითხოვეს დროებით სწავლის შეწყვეტა - აკადემიური შვებულება.
სტუდენტ-დოქტორანტს, თუ მას რეგისტრაცია და კონტრაქტი შეუწყდა GRE, GMAT, ან LSAT საერთაშორისო სერთიფიკატის აუღებლობის გამო, კონტრაქტის შეწყვეტიდან 1 სასწავლო წლის განმავლობაში, აღნიშნული სერთიფიკატის წარმოდგენის შემდეგ, უფლება ეძლევა კვლავ აღდგეს პროგრამაზე. ასეთ შემთხვევაში სტუდენტი-დოქტორანტი უნივერსიტეტთან დარჩენილ 2 სასწავლო წელზე აფორმებს ახალ კონტრაქტს. ახალ კონტრაქტში დაფიქსირდება სწავლის ის საფასური, რომელიც დადგენილია უნივერსიტეტში აღნიშნული პროგრამისათვის კონტრაქტის განახლების პერიოდისათვის. დოქტორანტს შეუძლია აღდგეს პროგრამაზე და დაასრულოს თავისი სადოქტორო დისერტაცია უნივერსიტეტიდან წასვლის შემდეგ 5 წლის განმავლობაში. 5 წლის გასვლის შემდეგ პროგრამაზე აღდგენის სურვილის შემთხვევაში, ყოველ გადაცდენილ წელზე დოქტორანტი კარგავს 15 კრედიტს, შესაბამისად, 12 წლის გასვლის შემდეგ პროგრამაზე აღდგენისა და სადოქტორო დისერტაციის გასრულების სურვილის შემთხვევაში, დოქტორანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას აღსადგენი ექნება უკვე 120 კრედიტი.
-
სტუდენტს აკადემიური შვებულება ეძლევა სემესტრულად – არა უმეტეს 2 სემესტრისა, ანუ ჯამურად არაუმეტეს 1 აკადემიური წლისა შემდეგ შემთხვევებში:
- უცხოეთში სწავლის გაგრძელების მიზნით;
- მძიმე ავადმყოფობის მიზეზით;
-
ოჯახის ავადმყოფ წევრებზე მეურვეობის მიზნით, ორსულობისა და ახალშობილთა მოვლის გამო;
-
სხვა საპატიო მიზეზით, სკოლის საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე, რექტორის მიერ კონკრეტული განცხადების განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად;
-
აკადემიური შვებულებით სარგებლობის მოსურნე სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტისათვის სწავლის საფასურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს მხოლოდ სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადის განმავლობაში. სემესტრის დაწყების შემდეგ აკადემიური შვებულების აღების შემთხვევაში სტუდენტს სემესტრზე გადახდილი თანხა არ ენახება და საგნების ხელმეორედ გავლის შემთხვევაში თანხა ხელახლა ექნება გადასახდელი.

