სადოქტორო პროგრამებზე მიღების დრო არ არის განსაზღვრული. მსურველს შეუძლია წელიწადის ნებისმიერ დროს, ყოველი თვის მეორე ნახევაში (15-30), სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, მიაკითხოს საკვალიფიკაციო ნაშრომების მენეჯერს.
სადოქტორო პროგრამებზე მიღება ითვალისწინებს შემდეგ სამ ეტაპს:
- საბუთების შემოტანა;
- სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაცია;
- უნივერსიტეტთან ხელშეკრულების/კონტრაქტის გაფორმება.
სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა: წარმოადგინონ:
- მაგისტრის დიპლომის დედანი და ასლი,
- ორი სარეკომენდაციო წერილი დოქტორის ხარისხის მქონე მოქმედი მეცნიერ-სპეციალისტისაგან;
- ორი ფოტოსურათი 3X4; ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სულ მცირე 1 სამეცნიერო პუბლიკაცია, გამოქვეყნებული საერთაშორისო ჟურნალებში, რომელთა ჩამონათვალს ცნობს სუ-ის ის სკოლა, სადაც აპირებს დოქტორანტი სადოქტორო პროგრამაზე მუშაობას. პუბლიკაციის წარმოდგენა შესაძლოა ქსეროასლის სახით.
- შეავსონ: სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია. განაცხადის ფორმა ინახება საკვალიფიკაციო ნაშრომების მენეჯერთან და განთავსებულია საუნივერსიტეტო ვებ-გვერდზე აქ
თუ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველს არა აქვს სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული არცერთი ნაშრომი, მას შეუძლია დაცვის საბჭოს წარმოუდგინოს სამაგისტრო ნაშრომი, ან სამაგისტრო ნაშრომის, მისი აზრით, ყველაზე ღირებული მონაკვეთი. დაცვის საბჭო გაეცნობა სამაგისტრო ნაშრომს, გაესაუბრება კანდიდატს და დაასკვნის შეიძლება მისი მიღება პროგრამაზე თუ არა.
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია სს ”ბაზისბანკი”-ს ნებისმიერ ფილიალში.
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ბაზისბანკი“ბანკის კოდი: 220101956ანგარიში: 8736082მიმღები: საქართველოს უნივერსიტეტი (ბაკალავრიატი)დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი!
დამატებითი ინფორმაციის მოგვმართეთ:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას გამზ. 77 ა, III კორპუსი, ოთახი 507
ტელეფონი: 24 11 44 (შიდა 142)
ელ-ფოსტა: t.chitorelidze@ug.edu.ge

