მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
ჯანმრთელობის დაცვის სკოლა

 სკოლის დირექტორისგან

  
 მოგესალმებით ყველას, ვინც ისურვეთ და მობრძანდით ჯანრთელობის სკოლის საინფორმაციო გვერდზე
 
     საქართველოს  უნივერსიტეტში 2005  წლიდან ფუნქციონირება დაიწყო  პირველმა  საზოგადოებრივმა ჯანდაცვის უმაღლესმა სკოლამ, რომლის ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ჯანრმთელობის დაცვის ღვაწლმოსილმა  პირებმა, აშშ სკრენტონის და ცენტრალური ფლორიდის, ნორვეგიის ტრომსოს უნივერსიტეტებმა, ამერიკის ჯანმრთეობის საერთაშორისო კავშირმა. დღეს იგი წარმოადგენს უკვე განივთარებული ინფრასტრუქტურისა და საგანმანთლებლო პროგრამების  მქონე სკოლას.
     
შესაძლებლობები, რომელიც შექმნილია  თქვენთვის:
 
  1. სამაგისტრო პროგრამები:  საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის,  ჯანდაცვის ადმინისტრირების, ჯანრმთელობის  დაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის სამართლის, აგრეთვე ჰოსპიტალური და სადაზღვევო სისტემების მართვის მიმართულებით;
  2. 2010 წლიდან  დაიწყება მიღება საბაკალავრო პროგრამაზე  „ ჯანდაცვის ადმინისტრირება“,  რომელიც შეიქმნა ცენტრალური ფლორიდისა და სკრენტონის უნივერსიტეტების ხელშეწყობით;
  3. კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასერთიფიკატო  მოდულები: ჯანდაცვის ადმინისტრირება და დაზღვევა,  ჰოსპიტალური მენეჯმენტი, ჯანმრლთეობის დაზღვევის სისტემების მენეჯმენტი,  სამედიცინო  მომსახურების ხარისხის მართვა,  კომუნიკაციები ჯანდაცვაში, კონტრაქტირება ჯანდაცვის სისტემებში, ადამინაური რესურსების მართვა ჯანდაცვაში, ჯანმრთელობის პროდუქტების მარკეტინგი და სხვა;
  4. კონსალტინგ  ცენტრი  – ჯანდაცვის ადმინისტირიების სხვადასხვა მიმართულებით;
  5. სადოქტორო პროგრამები;
  6. ბიბლიოთეკა კარგი ელექტრონული და ბეჭვდითი საშუალებებით;
  7. სამეცნიერო კვლევები.
 
პერსპექტივები  –  წარმატებული სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძლების საშუალება  აშშ-სა და ევროპის უნივერსიტეტებში, დასაქმების მაღალი შესაძლებლობა, გახდეს პროფესიონალიზმი მაღალი კომპეტენციებით.
 
მობრძანდით, გაეცანით სამაგისტრო პროგრამებს, სხვა სერვისებს და გააკეთეთ არჩევანი
 
 
 
 
 
 
 
 
სკოლის დირექტორი თამარ ლობჟანიძე

ტელ.: 241144 (168)
ელ. ფოსტა: t.lobjanidze@ug.edu.ge
კაბინეტი: IV სართული, 401

სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი: 9:00 - 17:00

 
  



 

  

 

 




 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 13.03.2010
best tracker