მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

იურიდიული განყოფილება

იურიდიული განყოფილების ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს უნივერსიტეტის, მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, უნივერსიტეტის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების კონტროლი და კოორდინაცია. იურიდიული განყოფილებს ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების და იურიდიულ საკითხთა სამსახურის უფროსი.

იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:

  • უნივერსიტეტის დოკუმენტაციის მოწესრიგება (ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული აქტების პროექტების, წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის შემუშავება);
  • უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის ადმინისტრაციული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
  • უნივერსიტეტის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების კონტროლი და კოორდინაცია;
  • განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ შესაბამისი სტრუქტურის ინფორმირება, საუნივერსიტეტო დოკუმენტაციის ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • უნივერსიტეტის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოებში;
  • კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების განხილვა, მათ განხილვაში მონაწილეობა;
  • საჯარო ინფორმაციის გაცემისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის უფასო კონსულტაციების მიცემა;
  • ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების და იურიდიულ საკითხთა სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

იურიდიულ განყოფილებას შეგიძლიათ მიმართოთ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე. იურიდიული განყოფილების უფროსი ეცდება უმოკლეს ვადაში გაგცეთ ამომწურავი პასუხი თქვენს კითხვებზე.

 სამსახურის უფროსი ანა ხურციძე
III სასწავლო კორპუსი, ოთახი № 511
ტელეფონი: 24 11 44 (104)
ელ-ფოსტა: a.khurtsidze@ug.edu.ge
იურისტი, დავით სივსივაძე
III სასწავლო კორპუსი, ოთახი № 511
ტელეფონი: 24 11 44 (104)
ელ-ფოსტა: davit.sivsivadze@ug.edu.ge

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 24.01.2012
best tracker