მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
 

      
კავკასიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჟურნალი
 
ISSN 1512-3677
 

 

კავკასიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების აბსტრაქტები

 
  • კასპიის ენერგო-თამაშის მნიშვნელობა ცენტრალური აზიის ისტორიაში
სავაშ გენჩი
სტამბოლის ფათიჰის უნივერსიტეტი საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შედეგი იყო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახლად დამოუკიდებელ და დაუცველ სახელმწიფოებში, ენერგო რესურსების კონტროლზე პოლიტიკური და კომერციული კონკურენციის ზრდა. კომუნისტური წყობის რღვევის შემდეგ, ცენტრალური აზიის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, განსაკუთრებით აზერბაიჯანი და ყაზახეთი, შეეცადნენ თავიანთი ენერგო რესურსები მაქსიმალურად გამოეყენებინათ, რამდენადაც ნავთობში ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიას ხედავდნენ. ნაშრომი წარმოადგენს დამოუკიდებელ კვლევას ყოფილი საბჭოთა კავშირის, ნავთობით მდიდარ ქვეყნებში გაზისა და ნავთობის სფეროში მიმდინარე მოვლენების განვითარების შესახებ: ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი. ძირითადი საკითხები, რასაც ნაშრომი განიხილავს არის ის, თუ რა ცვლილებებს შეიტანს კასპიის ნავთობი გლობალურ ენერგო რუკაზე. რამდენად მნიშვნელოვანია კასპიის ნავთობი მსოფლიო ბაზრისთვის და რა პოტენციალი გააჩნია კასპიის ენერგო რესურსს ცენტრალური აზიის ისტორიაში.
  • საინვესტიციო კლიმატი საქართველოში. უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა
ფარუკ გურსო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაშრომი იკვლევს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოსვლის პირობებს საქართველოში. მთავარი საკითხებია: საქართველოს ეკონომიკაში საინვესტიციო კლიმატის შექმნა და შესაძლო უცხოური პირდაპირი ინვესტიციების (FDI) შემოსვლის მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკაში. ნაშრომის მიზანია, ხელი შეუწყოს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების კვლევას. შედარებითი ანალიზის საფუძველზე  უცხოური პირდაპირი ინვესტიციების (FDI) მნიშვნელობა განხილულია იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც ინვესტორებმა მიიღეს და იმ სირთულეების ანალიზის საფუძველზე, რომელთა წინაშეც დგანან FDI ფირმები საქართველოში. კვლევის შედეგებით ნათელი ხდება, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას განაპირობებს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, თავისუფალი ბაზრის პირობები და სტიმულები: სახელმწიფო გარანტიები, გადასახადები, პოლიტიკური სტაბილურობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და რეკლამა. კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თავისუფალი ბაზრის პირობების შექმნას და არ ერევა ქვეყნის ეკონომიკაში. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ინვესტორებისათვის უსაფრთხოება წარმოადგენს. ფირმებისათვის მთავარ წინააღმდეგობად კი არასაკმარისად კვალიფიციური და განათლებული სამუშაო ძალა რჩება, ამას ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გაურკვევლობაც ემატება. სირთულეების მიუხედავად, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ხელს უწყობს შედარებით მსუბუქი კონკურენცია და ქვეყნის ბაზარზე არსებული რამდენიმე ნიშა.
  • ბავშვთა სიღარიბე სომხეთში
გოჰარ ჯერბაშიანი
არეგ ჯერბაშიანი
თითქმის ნებისმიერ ქვეყანაში ბავშვები სიღარიბის მაღალი საფრთხის წინაშე დგანან. სიღარიბე ზოგიერთ ბავშვს იმ შესაძლებლობებს ართმევს, რომელიც გარკვეული ფენისთვის ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია. პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით სასურველია, შემუშავდეს პოლიტიკა, რომელიც საგრძნობლად შეუწყობს ხელს არსებული ვითარების გამოსწორებას სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზით.
 
  • ეკონომიკური ზრდის 3 იმპერატივი
ედუარდ რაუპი
საქართველოს უნივერსიტეტი
ნაშრომი წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის განმაპირობებელ 3 ფაქტორს: განათლება, ჯანმრთელობა, ტექნოლოგია. განათლებული საზოგადოება ეროვნული საქმის სამსახურში წარმატებული ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელია, მოქალაქეების ჯანმრთელობის ხარისხი კი პროდუქტიულობისა და სამუშაოს ეფექტურად შესრულების პირდაპირპროპორციული. თუმცა დღეს, მხოლოდ ადამიანური რესურსი და ჯანმრთელობა არ არის საკმარისი დასახული მიზნის მისაღწევად. განათლება და ჯანმრთელობა უნდა გამყარდეს ტექნოლოგიური უზრუნველყოფით. ხელისუფლებამ მიზნად უნდა დაისახოს ზემოხსენებული სამი მიმართულების განვითარება. პროგნოზირების ახალი მოდელები, THE GEORGIA FORECASTTM, მიანიშნებენ, რომ საქართველოს ახლო და გრძელვადიან გეგმებს ნათელი მომავალი აქვს. სასურველი შედეგი მიიღწევა პოლიტიკაში ეროვნული, ეკონომიკურად სწორი და რაციონალური ცვლილებების შეტანით.
 
  • მცირე ბიზნესის მენეჯმენტის პრიორიტეტები
თემურ ხომერიკი
საქართველოს უნივერსიტეტი
საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში მცირე ბიზნესის განვითარება ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური  სტაბილურობის უმთავრესი საყრდენია. მიკრომეწარმეობა ხასიათდება რიგი დადებითი თვისებებით, თუმცა არასათანადო მენეჯმენტის გამო, სრულად ვერ რეალიზდება ბიზნესის ორგანიზაციის ამ ფორმის უპირატესობები. მცირე სამეწარმეო სტრუქტურებს უპირატესად მათი მეპატრონეები მართავენ, რაც ყოველთვის გამართლებული არაა. მცირე ბიზნესის მართვის უპირატესად არაიერარქიული სტრუქტურა იწვევს არაფორმალური ურთიერთობების პრიმატს, რაც შესაბამისი ხელმძღვანელობის სტილის არარსებობისას განაპირობებს არაადეკვატურ ორგანიზაციულ ქცევას, ხოლო მენეჯმენტი წარმოებს პრიმიტიული ფორმით. დაუსაბუთებელი ბიზნეს-სტრატეგიების პირობებში შემცირებულია ეფექტიანი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები. მმართველობითი გადაწყვეტილებების არაკომპეტენტურობის გამო, დიდია გაკოტრების რისკი. ჯერ კიდევ დაბალია ბიზნეს-კონსალტინგის გამოყენების ხარისხი, ხოლო საქართველოში არსებული ბიზნეს-განათლების სისტემა ვერ აკმაყოფილებს მცირე ბიზნესის მოთხოვნებს. მენეჯერებისა და მეწარმეების უმეტესობა მცირე ბიზნეს-სტრუქტურების მართვისას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სტრატეგიულ მიდგომებს. მცირე სტრუქტურების მენეჯერებს სტრატეგიული ალტერნატივების შეფასებისას მოეთხოვებათ მოქნილი აზროვნება და ბაზარზე დინამიკური ქმედება, რათა კომპლექსური გამოკვლევების გარეშე გარემოზე დაკვირვებით შეიმუშავონ ყველაზე მისაღები სტრატეგია. ისინი უნდა ატარებდნენ SWOT ანალიზს, კონკურენტუნარიანობის შეფასებას, აუტსორსინგის შესაძლებლობების დაზვერვას, ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს, ბიზნეს-ოპერაციების დაგეგმვას, ორგანიზაციული პროცესების დაპროექტებას და ა.შ. აღნიშნულის განხორციელებისთვის აუცილებელია ხელმძღვანელობის განსაკუთრებული სტილის გამომუშავება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მცირე ბიზნესის ისეთი უპირატესობების რეალიზაცია, როგორებიცაა: მაღალი მანევრულობა, მოქნილობა, ეფექტური ინფორმაციულ-კომუნიკაციური კავშირები, მეწარმულ-ინოვატორული პოტენციალი და სხვ. ხელმძღვანელის დროის ბიუჯეტი კი თანაბრად უნდა ეთმობოდეს როგორც საქმიანობის დაგეგმვა-ორგანიზაციასა და კონტროლს, ასევე თანამშრომლებისადმი დახმარებას და მათ მოტივაციას.
  • სცენარის ლოგიკა და ქრთამის ალბათობითი მოდელები
ე.დ. სოლოჟენცევი
სამყაროს ჭეშმარიტი ლოგიკა ალბათობების გამოთვლა არის.
დ.კ. მაქსველი
ეკონომიკური დანაშაულების საქალაქო დეპარტამენტისთვის სცენარის ლოგიკასა და ქრთამის ალბათობითი მოდელების წარმოდგენა მიზნად ისახავს ქრთამის აღების გამოაშკარავებას, შეფასებასა და ანალიზს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. ქრთამის ლოგიკური და ალბათობითი LB მოდელის აღწერა წარმოდგენილია:
  1. ორგანიზაციებში, მათი ფუნქციონირების შედეგების მიხედვით:
  2. მაღალჩინოსნების მიერ მათი ქცევის აღწერისა და ანალიზის საფუძველზე:
  3. ორგანიზაციების და მაღალჩინოსნების მომსახურების პარამეტრების გაანალიზების საფუძველზე.
ნაშრომში მოყვანილია სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ქრთამის აღების ლოგიკურ-ალბათობითი მოდელების ამოცნობის და გაანალიზების მაგალითები. ქრთამის აღება და კორუფცია თავისი ხასიათით გამოირჩევა გამოთვლითი სირთულით. დღევანდელ სინამდვილეში ამ პრობლემის გადაჭრა ხდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამების საშუალებით.
  • მასმედიის გავლენა საზოგადოებაზე და ახალი ამბების როლი
ნათია კალაძე, საქართველოს უნივერსიტეტი
მასმედია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ი_რაღია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. დღის განმავლობაში ადამიანი მრავალმხრივ ექცევა მედიის გავლენის ქვეშ. გაშუქებულ თემატიკაზე დაყრდნობით განისაზღვრება, რა აინტერესებს მსმენელს და რა აწუხებს. მეცნიერები აანალიზებენ, რა სიხშირითაა მედია კითხვადი, თუ სმენადი. მიღებული შედეგების გაფილტვრის შედეგად ხდება ცნებებისა და ღირებულებების შედარება. მედია ცდილობს, მოერგოს თავის აუდიტორიას. ორივე შემთხვევაში, იქნება ეს ინფორმაციის მიღების არხი თუ აუდიტორია, მედია არის სტაბილურობისა და ცვლილებების განმაპირობებელი.
  • რელიგიური დატვირთვის ახალი ამბების გაშუქების გზები და კონფლიქტები კავკასიაში
ერიკ ფრიდმანი, უანგ-კუო ჩანგი, რიჩარდ შაფერი
ნაშრომი შეისწავლის, თუ როგორ აშუქებს დასავლური პრესორგანიზაცია რელიგიური დატვირთვის სიახლეებს კავკასიაში. 2005 წელს საინფორმაციო  ინტერესი   ფოკუსირდებოდა
 ქრისტიანობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციის წყაროდ გამოყენება უფრო ხშირად ხდება, ვიდრე საეკლესიო წარმომადგენლებისა, მათი კომენტარები დიდ მნიშვნელობას იძენს. ნაშრომი
ამასთანავე შეისწავლის დაუსახელებელი წყაროებით_, ტერორიზმისა და ძალადობის შემთხვევაში გამოსაყენებელ საკვანძო სიტყვათა საკითხს.
 
  • ახალი აღმოჩენები ალანდის კუნძულებზე
ულრიკა სოდერლინდი,
სტოქჰოლმის უნივერსიტეტი, შვედეთი.
ნიკოლოზ ცქვიტინიძე
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წინამდებარე სტატია ეძღვნება, რთულ საზღვაო არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც  ფინეთში, Еland-ის არქიპელაგზე მდებარეობს. ძეგლი ხასიათის მიხედვით საკმოდ რთულია და განლაგებულია ორ კუნძულზე, კერძოდ კუნძულ Rцdцn-ზე და კუნძულ Gloskдr-ზე. ძეგლი, სავარაუდოდ, თარიღდება სკანდინავიის უახლესი ისტორიის ადრეული ეტაპით. ზემოხსენებული ძეგლის გამოკვლევა შეადგენს Uleеborgის უნივერსიტეტის (ფინეთი) პროექტის ნაწილს. ძეგლზე გათხრები წარმოებს 2005 წლიდან. 2007 წელს ექსპედიცია პირველად იყო დაკომპლექტებული როგორც შვედი, ასევე ქართველი წარმომადგენლებით. წინა გამოკვლევების მიხედვით, ძეგლი წარმოადგენს სკანდინავიის შუა საუკუნეების სამლოცველოს (ჩ.ვ. წ. 13-14 საუკუნეები). ახალ აღმოჩენებზე დაყრდნობით, ავტორები მსჯელობენ, რომ წინათ გაკეთებული დასკვნები უნდა შეიცვალოს და განისაზღვროს ძეგლის თავდაპირველი დანიშნულება, ახალი მასალებიდან გამომდინარე, ძეგლი არ წარმოადგენდა შუა საუკუნეების სამლოცველოს.
 
  • თბილისი უცხოური წყაროების მიხედვით
გიული ალასანია
საქართველოს უნივერსიტეტი
მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის მეფემ, ვახტანგ გორგასალმა, სხვა ქალაქებთან ერთად თბილისიც გააფართოვა, გააშენა და ქართლის მთავარ ქალაქად აქცია. იმ დროიდან თბილისის მნიშვნელობა გაიზარდა და მსოფლიოს სხვა გამორჩეულ ქალაქებთან ერთად ხშირად იხსენიებოდა უცხოელ მოგზაურთა და სწავლულთა ნაშრომებში. წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია თბილისის შესახებ უცხოური წყაროების ცნობები, დაწყებული IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ლათინურ, ბერძნულ, სომხურ, არაბულ, სპარსულ, თურქულ, რუსულ და ევროპულ ენებზე. წყაროებში გამახვილებულია ყურადღება ქალაქის მდებარეობაზე, მის განაშენიანებაზე, მოსახლეობაზე, მათ საქმიანობაზე, ქალაქის დამპყრობლებზე, მათთან ბრძოლაზე. ირკვევა, რომ მიუხედავად ეთნიკური შემადგენლობისა, რომელიც განსხვავებული იყო სხვადასხვა დროს, ქალაქი საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებდა სახეს და ერთსა და იმავე ნიშნებს: თავისუფლებისათვის მებრძოლ სულს, ტოლერანტობას, სტუმართმოყვარეობას. ყველა მნახველი აღფრთოვანებულია გოგირდის აბანოებით, ქალაქის არქიტექტურით, მოსახლეობის განსწავლულობით, მათი გემოვნებით, ქალების სილამაზით. რადგან თბილისი დიდი ხნის მანძილზე იყო ქვეყნის მთავარი ქალაქი, სტატიაში გარკვეული კუთხით წარმოდგენილია საქართველოს ისტორია.
 
  • აქემენიანთა პირველი მბრძანებელი კიროსი და “ქართლის ცხოვრების” ნებროთი
მანანა სანაძე
საქართველოს უნივერსიტეტი
წყაროების დეტალური ანალიზის შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ ძველ მსოფლიოში ცნობილ ბრძოლას მასაგეტების სკვითურ ტომებსა და აქემენიანთა სპარსეთის პირველ მბრძანებელ კიროსს შორის, რომელიც კიროსის დაღუპვით დამთავრდა, ადგილი ჰქონდა არა შუა აზიაში, მდ. ამუ-დარიის მიდამოებში, როგორც ეს აქამდე ისტორიოგრაფიაში საყოველთაოდ იყო აღიარებული, არამედ ჩრდილოეთ ადარბადაგანში, სადღაც სევანისა და ურმიის ტბებს შორის. კიროსის მოკვლა, ძველი მსოფლიოსათვის სრულიად არაორდინალური მოვლენების რიგს განეკუთვნებოდა და მას, ბუნებრივია, წინა აზიის ხალხებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამიტომ ეს ამბავი მრავალრიცხოვანი ვერსიის სახით იყო შემორჩენილი ჯერ კიდევ ჰეროდოტეს ხანაში. აღნიშნული ბრძოლის თავისებური ვერსია შემოგვინახა “ქართლის ცხოვრებამ” თარგამოსიანთა ნებროთთან ბრძოლისა და ძველმა სომხურმა ისტორიოგრაფიამ თარგამოსიანთა (ჰაიკიანთა) ბელთან ბრძოლის სახით.
 
  • “წმინდა სახეთა თაყვანისცემის პრაქტიკიდან: შუა საუკუნეებისქართულ ფერწერულ ხატთა ძვირფასი ლითონის შესამოსელი“
ნინო ჭიჭინაძე
ქრისტიანულ წმინდა სახეთა ძვირფასი ლითონით მოჭედვა-შემკობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ფერწერულ სახეთა ჭედურ შესამოსელს მრავალგვარი პრაქტიკული, მხატვრულ-ესთეტიკური და სიმბოლურ-თეოლოგიური დატვირთვა ენიჭება. ჭედურობა ხატის ღვთისმეტყველების სიმბოლური გააზრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც ფერწერასთან ერთად ერთ, მთლიან ანსამბლს ქმნის. წმინდა სახეთა ჭედური და ფერწერული ნაწილების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით გასათვალისწენებელია იდეური, საკრალური და მხატვრული ასპექტების ერთიანობა. წმინდა სახეთა ძვირფასი ლითონით შემკობის ძირები საღვთო წერილსა და ხალხურ ღვთისმოსაობაში მოიძიება. ძვირფას ლითონთა შუქმფენობის, ბრწყინვალებისა და ელვარების გამო, მათ სხვადასხვა ხალხთა კულტურაში საკრალური მნიშვნელობა ენიჭებოდა. ქრისტიანულ გნოსეოლოგიაში ოქროს გამორჩეული მნიშვნელობა აქვს და სინათლის, ღვთაებრივი ნათლის სიმბოლოდ წარმოგვიდგება. მეტაფორული გააზრებით ოქრო ნათლის “ხატია”, ხოლო ნათელი უფლის “ხატია”. ქრისტიანულ პრაქტიკაში ფერწერული სახეების ჭედურობით შემოსვა ღვთისმოსაობის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. ჭედურშესამოსლიანი ფერწერული ხატები, როგორც ამას მათი წარწერები მოწმობს, უმეტესწილად შესაწირავ ხატებს წარმოადგენს, რომლებიც ღვთაებრივი მფარველობისა და მეოხებისათვის, ან სულის მოსახსენებლადაა შექმნილი. მოჭედილ წმინდა სახეთა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, წინა პლანზე იწევს მათი კავშირი სანაწილეებთან, რომლებიც ძვირფასი ლითონისგან იქმნებოდა. სტატიაში განხილულია შუა საუკუნეების ქართული ჭედურშესამოსლიანი ფერწერული ხატები და მათი მნიშვნელობა, ზოგადად, მართლმადიდებლური სახის თაყვანისცემის სურათის აღდგენაში.
 
  • მორწყვის რეჟიმის ოპტიმიზაციის ამოცანის დადგენა და განხილვა
ელისაბედ ასაბაშვილი
საქართველოს უნივერსიტეტი
საქართველოს ცალკეული რაიონების და რეგიონების განვითარების პერსპექტიული დაგეგმარების მიზნით აუცილებელია სხვა ფაქტორების გვერდით გათვალისწინებული იქნეს წყლის საჭირო რაოდენობისა და ხარისხის მიღების შესაძლებლობები. წყლის რესურსების განაწილების ამოცანა ფორმულირდება შემდეგი სახით: განსახილველი მდინარის აუზში წყლის დეფიციტის არსებობის დროს აუცილებელია მოცემულ აუზში მდებარე მომხმარებლებისათვის წყლის მიუწოდებლობის ოპტიმალური ზომის მოძებნა, თანაც ოპტიმალურობა გაგებულ უნდა იყოს როგორც სახალხო სამეურნეო დანაკარგების ჯამის მინიმუმი, მოცემული დეფიციტის სიდიდის პირობებში. წყალგანაწილების საკითხების მიმართ ახალი მიდგომა უნდა იყოს პროექტირებაში ტენდენციების და მცენარეთა სიცოცხლის ფაქტორების ავტომატიზირებული სარწყავი სისტემების კომპლექსური მართვის შექმნის განმსაზღვრელი, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მათ ბიოლოგიურ პოტენციალთან ახლოს მდგომ, სტაბილურად მაღალი მოსავლიანობის მიღებას. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევები მელიორაციული სისტემების ტექნიკური სრულყოფისათვის ტარდება განუწყვეტლივ. მეცნიერების განვითარებასთან ერთად ხორციელდება კონსტრუქციების გაუმჯობესება როგორც სისტემებისა მთლიანობაში, ასევე მათი ცალკეული ელემენტების. სარწყავი სისტემების ექსპლუატაციის ერთ-ერთ უმნიშვნელო-ვანეს ამოცანას წყლის რესურსების განაწილებისას წარმოადგენს ოპტიმალური მართვის ორგანიზაცია მათი დეფიციტის დროს. ასეთი მართვა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ წყალგანაწილების მართვის ავტომატიზირებული სისტემების შექმნით. საწარმოო ფუნქცია, რომელიც ასახავს სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლიანობის სიდიდის დამოკიდებულებას მის სარწყავად გამოყოფილი წყლის მოცულობაზე, იცვლება წლიდან წლამდე და მინდვრიდან მინდორზე, რადგან ის დაკავშირებულია ნიადაგის მოსავლიანობაზე და მეტეოროლოგიურ პირობებზე. გარდა ამისა, გარემოს წინასწარ ფიქსირებული პირობების და წყლის რესურსების დეფიციტის არსებობის დროსაც კი მოსავალზე არსებით გავლენას ახდენს მორწყვის რეჟიმი, ანუ მორწყვის ვადები და ნორმები, რაც წყლის რესურსების დეფიციტის დროს მორწყვის რეჟიმის ოპტიმიზაციის ამოცანის დაყენების და გადაწყვეტის აუცილებლობას იწვევს.
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 24.01.2012
best tracker