ისტორია

2004 წლის ნოემერში საქართველოს უნივერსიტეტმა (მაშინდელი საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა) გახსნა მედია მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელის ფარგლებშიც იმავე წელს მედია მენეჯმენტი სამაგისტრო პროგრამაზე მიიღო პირველი სტუდენტები . მომდევნო წელს აღნიშნული დეპარტამენტი საგრძნობლად გაფართოვდა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამა დაემატა. ხოლო, 2006 წელს მას ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციების სკოლა ეწოდა და ჟურნალისტიკის სპეციალობით პირველი ბაკალავრები მიიღო. 2009 წელის სკოლისთვის რადიკალური ცვლილებების და განვითარების წელი იყო, რადგან ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციების სკოლა და პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა გაერთიანდა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ეწოდა. სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რაოდენობა გაზარდა და მას საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამა და რეკლამაში სამაგისტრო პროგრამები დაამატა.
მიზანი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიზანია, მის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, ხელი შეუწყოს პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტების განვითარების პროცეს საქართველოსა და რეგიონში. შექმნას ყველა საჭირო პირობა სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობისთვის, მიიღოს მონაწილეობა და განახორციელოს ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტები, კერძოდ:
- უზრუნველყოს სასწავლო პროცესი თანამედროვე, მაღალპროფესიული აკადემიური პერსონალით, პრაქტიკული სამუშაოებით და უახლესი ტექნიკური აღჭურვილობით;
- საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მუდმივი მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით;
- განსაზღვროს სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტები და მათი განხორციელების ინდიკატორები;
- შეისწავლოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნები და მასთან შესაბამისად განსაზღვროს პროფესიული კრიტერიუმები;
- იზრუნოს პროფესიული თვალსაზრისით მაქსიმალურად კონკურენტუნარიან სპეციალისტთა და მკვლევართა მომზადებაზე;
- მოამზადოს ინტერდისციპლინური და საერთაშორისო საბაკალავრო, სამაგისტრო დასადოქტორო პროგრამები.
მისია
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მისიაა აღზარდოს თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის და რეკლამის, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის, ფსიქოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებების მკვლევარები და პროფესიონალები, რომლებსაც ექნებათ შემოქმედებითი აზროვნება და მეცნიერების შესაბამის დარგებში კვლევების წარმოებისა და ცოდნის გაფართოვების უნარ-ჩვევები. ადამიანები, რომელთა სამეცნიერო თუ პროფესიული საქმიანობა მიმართული იქნება საკუთარი ქვეყნისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ და რომლებიც შექმნიან საქართველოში პატიოსან, პატრიოტ და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა ახალ თაობას.
სოციალურ მენციერებათა სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში. ბოლო პერიოდის განმავლობაში სკოლას აქვს მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობა. მაგალითად, UNICEF –ის პროექტში, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა სასწავო კურსი სახელწოდებით "ბავშვის უფლებები და ჟურნალისტური პრაქტიკა"; ბოშებისა და მოლდაველთა ეთნიკური ჯგუფები საქართველოში – ინტეგრაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემები. OSGF-ის დაფინანსებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა კვლევის ჩატარებას მარგინალურ ეთნიკურ ჯგუფებზე; USAID-ის პროექტი ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შეფასება საქართველოში წიგნის

გამოცემა "ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შეფასება საქართველოში"; IFES (საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი) სამოქალაქო განათლების პროგრამა (საბაკალავრო კურსის სტრუქტურა). სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, სატელევიზიო სტუდია "დღე–"სთან ერთობლივად სხვადასხვა ნაციონალური ტელე–არხებისთვის სატელევიზიო გადაცემებს ამზადებს და ყოველთვიურად უშვებს სტუდენტების მიერ მომზადებულ გაზეთ "ობზერვერს."
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სასწავლო პროგრამებში.
კონტაქტები
სოციალურ მენციერებათა სკოლას თავისი არსებობის მანძილზე პროფესიული კავშირები აქვს დამყარებული მრავალ ორგანიზაციასა თუ ინსტიტუციებთან. მას აქვს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი შემდეგ საჯარო და კერძო უწყებებთან, რომლიც ფარგლებშიც სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ახორციელებს სამეცნიერო კონფერენციებს, სემინარებს, პროფესიულ მასტერ კლასებსა და თრენინგებს. ასევე, ამ თანამშრომლობის საფუძველზე ხდება სტუდენტების სტაჟირება და დასაქმება.

ჩვენი ვთანამშრომლობთ:
- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო;
- უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი (ECMI);
- საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი;
- თავდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი;
- კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი;
- საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი;
- გაზეთი "24 საათი";
- ახალი ამბების სააგენტო "პრაიმ–ნიუსი";
- რადიო "კომერსანტი";
- რადიო "უცნობი";
- ტელეკომპანია "რუსთავი 2";
- და სხვა.

