მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
სკოლის დირექტორისაგან 

ძვირფასო სტუდენტებო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ საქართველოში დღეს არსებული მრავალ უნივერსიტეტს შორის სწორედ საქართველოს უნივერსიტეტზე გააკეთეთ არჩევანი. პირობას გაძლევთ, რომ თქვენი ამ გადაწყვეტილებით ყოველთვის იამაყებთ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა მიმართულება და საგანი, რომელსაც თქვენ ეუფლებით, თანამედროვე განათლების სისტემაზე და საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რადგან სწორედ თანამედროვე მოთხოვნებზე დაყრდნობითა და მათი გათვალისწინებითაა შესაძლებელი კარგი  ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, საერთაშორისო ურთიერთობების  და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების აღზრდა.

 21-ე საუკუნე  პოლიტიკის და კომუნიკაციის ათასწლეულია. საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებათა სკოლის პოლიტიკის და ჟურნალისტიკის პროგრამები  საუკეთესო ცოდნას შეგძენთ საქართველოში და შესაბამისად, თანამედროვე ეპოქის ყველაზე საჭირო და აუცილებელ ადამიანებად გაქცევთ. მხოლოდ თეორიისა და პრაქტიკის სინთეზის მეშვეობითაა შესაძლებელი ისეთი სპეციალისტების აღზრდა, რომლებიც საქართველოს მომავალს დააკმაყოფილებენ.

იმის დასტურად, რომ ჩვენი სკოლა პოლტიკისა და მედიის ყველაზე მიშვნელოვან ღირებულებებს ეყრდნობა და თანამედროვე ქართულ რეალობას ქმნის, რომლის პრიორიტეტი არის დაბალნსებული მუშაობა, გადავწყვიტეთ ხელიშეგვეწყო სტუდენტური პროდუქციების წარმოებისთვის, როგორიცაა მაგალითად გაზეთი „ობზერვერი“, რომელიც ყოველ კვარტალში ერთხელ გამოდის და საზოგადოებისთვის საინტერესო ისტორიებს უყვება ადამიანებს, იმ ისტორიებს, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვაინტერესებს და გვაწუხებს, იმ ისტორიებს, რომლებიც ღრმა კვლევას და ანალიზს საჭიროებენ. ჩვენ არ ვზრდით თაობას, რომლის პრიორიტეტიც სენსაციაა, ჩვენ ვზრდით თაობას, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას შეასრულებს და იქნება ორიენტირებული მხოლოდ საზოგადოების მოთხოვნასა და ინტერესზე.  

თანამედროვე სპეციალობების შემოტანა ქართულ საგანამანათლებლო სივრცეში, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ახალს ვნერგავთ და ახლებურად ვუყურებთ ქართული სახელმწიფოს მომავალს.        

 
 
სკოლის დირექტორი,
ნათია კალაძე   
   

 
 
 
 
 
 
 
 
  
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 13.03.2010
best tracker