ანა ბერძენიშვილი
ანა ბერძენიშვილი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრია. ი
გი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტია. ანას აზრით, განათლების მიღება საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელ პერიოდში განათლების დონის ამაღლების თვალსაზრისით არაერთი რეფორმა გატარდა, შეიქმნა არაერთი სასწავლო დაწესებულება, მაინც უამრავი საკითხი საჭიროებს გადაწყვეტას, რათა საქართველოში განათლების მიღების დონე სრულ შესაბამისობაში მოვიდეს განათლების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან და მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ შეავსო თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ვაკუუმი უმნიშვნელოვანესი პრობლემის - იურიდიული განათლების მიღების სფეროში. საქართველოს უნივერსიტეტისთვის განათლების მაღალი სტანდარტის სრულყოფა და მის დანერგვაზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ დაუსრულებელი პროცესი.
გი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტია. ანას აზრით, განათლების მიღება საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელ პერიოდში განათლების დონის ამაღლების თვალსაზრისით არაერთი რეფორმა გატარდა, შეიქმნა არაერთი სასწავლო დაწესებულება, მაინც უამრავი საკითხი საჭიროებს გადაწყვეტას, რათა საქართველოში განათლების მიღების დონე სრულ შესაბამისობაში მოვიდეს განათლების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან და მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ შეავსო თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ვაკუუმი უმნიშვნელოვანესი პრობლემის - იურიდიული განათლების მიღების სფეროში. საქართველოს უნივერსიტეტისთვის განათლების მაღალი სტანდარტის სრულყოფა და მის დანერგვაზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ დაუსრულებელი პროცესი. ანა თვლის, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სამაგისტრო კურსის გავლამ საშუალება მისცა შექმნოდა სრული წარმოდგენა და გაეღრმავებინა ცოდნა, როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში არსებულ სამართლის ინსტიტუტებზე, პრინციპებზე და ჩამოყალიბებულ პრაქტიკაზე. კერძო და საჯარო სამართლის ინსტიტუტების, ასევე სამართლის სხვა დარგების ინსტიტუტების პრობლემების სიღრმისეული შესწავლა და საბაკალავრო პროგრამის დროს მიღებული თეორიული ცოდნა, დაეხმარა სამართლის ნორმის სწორ გამოყენებასა და განმარტების უნარის გამომუშავებაში, შემოქმედებითი მიდგომისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
ანა მიიჩნევს, რომ სწორედ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლის მაღალი ხარისხისა და ამავე დროს სწავლების სასიამოვნო პროცესის დამსახურებაა, ის, რომ გაუჩნდა დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების სურვილი.
ანას აზრით, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლის მაღალმა დონემ და მიღებულმა ცოდნამ გაზარდა მისი, როგორც იურისტის როლი, არა მხოლოდ სამართლის განვითარებაში, არამედ, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში.
P.S. “რაც მთავარია, ამ უნივერსიტეტმა მომცა ფუფუნება, იმისა, რომ ჩემი ცხოვრების გზაზე თან მახლდნენ საუკეთესო ადამიანები.”

