სკოლის დირექტორისგან:
მოგესალმებით!

ჩვენთან სტუმრობით თქვენ შეძლებთ გაეცნოთ საუნივერსიტეტო ცხოვრების საინტერესო მხარეებს, გახდეთ სტუდენტთა ერთობის წევრი.
გახსოვდეთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი წარმატების გზაზე. სამართლის სკოლაში თქვენ აღმოაჩენთ უწინ უცნობ სამყაროს, სადაც თქვენს მეგზურობას გასწევენ საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები.
ჩვენთან მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენს მომავალს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით თქვენ იქცევით კონკურენტუნარიან, სასურველ სპეციალისტად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, იქნებით არა უბრალოდ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, არამედ კვალიფიციური სამართლამცოდნე.
სამართლის სკოლა გთავაზობთ უსაზღვრო შესაძლებლობებს სამეცნიერო ასპარეზზე.
გისურვებთ სწორი არჩევანის გაკეთებას
დაე ცოდნა ყოფილიყოს თქვენი წარმატების საწინდარი
სამართლის სკოლის დირექტორი
ნუკრი გელაშვილი

