საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაციას შემდეგ პროგრამებზე:
| ბიზნესის ადმინისტრირება | 100 ადგილი | |
მენეჯმენტი |
||
| ოპერაციათა მენეჯმენტი | 30 ადგილი | |
| საჯარო მმართველობა | 25 ადგილი | |
| მედია მენეჯმენტი | 10 ადგილი | |
| რეკლამა | 10 ადგილი | |
| საზოგადოებასთან ურთიერთობა | 15 ადგილი | |
| სამოქალაქო სამართალი | 35 ადგილი | |
| სისხლის სამართალი | 25 ადგილი | |
| საჯარო სამართალი | 25 ადგილი | |
| საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა | 8 ადგილი | |
| ჯანდაცვის ადმინისტრირება | 10 ადგილი | |
| საერთაშორისო ურთიერთობები | 20 ადგილი | |
| ენა და კომუნიკაცია (ინგლისური ენა ბიზნესკომუნიკაციისთვის) | 10 ადგილი | |
| ენა და კომუნიკაცია (გერმანული ენა ბიზნესკომუნიკაციისთვის) | 10 ადგილი | |
| კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია | 5 ადგილი | |
| საქართველოს ისტორია | 5 ადგილი |
საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა ა.წ. 1 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77ა, მესამე სასწავლო კორპუსი, პირველი სართული, ოთახი #101;
მსურველებმა აღნიშნულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის პლასტიკური ბარათი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმ გვერდების ასლი და ელექტრონული ვერსია, სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული; იმ შემთხვევაში, თუ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის გაცემული საქართველოში, მას თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
- ბაკალავრის დიპლომის დედანი, ასლი, და ელექტრონული ვერსია; იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი არ არის გაცემული საქართველოში, დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ, რომლის მიღება შესაძლებელია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. დედანი რჩება უნივერსიტეტში და ინახება სტუდენტის პირად საქმეში;
- დიპლომის დანართის დედანი, ასლი, და ელექტრონული ვერსია; დედანი რჩება უნივერსიტეტში და ინახება სტუდენტის პირად საქმეში;
- ნაბეჭდი ფოტოსურათი (3X4) და ელექტრონული ვერსია;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმ გვერდების ასლი და ელექტრონული ვერსია, სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული (ვაჟების შემთხვევაში);
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები წარმოდგენილ უნდა იქნას CD-ზე.
| მიმღების დასახელება: | შ.პ.ს "საქართველოს უნივერსიტეტი |
| ს/კ: | 205037137 |
| მიმღები ბანკი: | სს "ბანკი ქართუ" |
| ბანკის კოდი: | 220101081 |
| ა/ა: | GE36CR0000000010413602 |
ნაღდი ანგარიშსწორება შესაძლებელია
საქართველოს უნივერსიტეტის საფინანსო განყოფილებაში (III კორპუსი, ოთახი 505).
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ყველა პროგრამისთვის ჩატარდება ინგლისურ ენაში, გარდა სამართლისა და ჯანდაცვის მიმართულების, სადაც გამოცდა იქნება ინგლისურ, ფრანგულ ან გერმანულ ენაში სტუდენტის სურვილისამებრ. ენა და კომუნიკაცია (გერმანული ენა ბიზნესკომუნიკაციისთვის) პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა ჩააბაროს გერმანული ენა.
უცხო ენაში ტესტირება ჩატარდება 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, მესამე სასწავლო კორპუსში, ოთახი 602;
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაში დადებითი შეფასების მქონე სტუდენტებმა 16 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაიარონ პირველადი ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ:
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას გამზ. 77 ა
ტელეფონი: 24 11 44 (142)
ვებ-გვერდი: www.ug.edu.ge
ელ-ფოსტა: t.lagvilava@ug.edu.ge

