პროცედურა:
გადმოსვლის მოსურნე სტუდენტი, სარეგისტრაციო ვადებში, წერილობითი განაცხადით მიმართავს ადმინისტრაციას. განცხადებას განიხილავს სასწავლო კურსების/კრედიტების აკადემიური ცნობის კომისია, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების გზით, ადგენს საქართველოს უნივერსიტეტში გადმოსული სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების/კრედიტების შესაბამისობას საქართველოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებთან. კომისიის შემადგენლობაში შედიან სასწავლო ნაწილის უფროსი, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი და იმ სკოლების დირექტორები / დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სადაც ხდება სტუდენტთა გადმოსვლა;
კომისია აჯერებს გადმოსვლის მსურველი სტუდენტების მიერ გავლილი პროგრამისა და მოპოვებული კრედიტებისა შესაბამისობას;
სასწავლო ნაწილი აგზავნის განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას მობილობის პროცესში ჩართულ სტუდენტებზე; განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის თანხმობის წერილის მიღებისა და სტუდენტთა მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, უზრუნველყოფს მათ უნივერსიტეტში ჩარიცხვას.
პროცედურა:

