მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

მაგისტრანტის სასწავლო წელზე რეგისტრაცია

სემესტრზე ან საგანებზე დარეგისტრირება გულისხმობს:
  • დარეგისტრირებას საგანზე, ანუ სემესტრში განსაზღვრული საგნების მთლიანად, ან ნაწილობრივ აღებას.
  • სწავლის საფასურის გადახდას სემესტრის, ან აღებული (დარეგისტრირებული) საგნების მიხედვით.
  • დარეგისტრირება წარმოებს სასწავლო ნაწილის ოფისში სამაგისტრო სწავლების მენეჯერთან.
  • სამაგისტრო საგნებზე მითითებულ ვადებში დარეგისტრირება სავალდებულოა, როგორც ახლად მოსული, ისე     უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის, მათ შორის სტუდენტებისათვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ფიქრობენ აკადემიური სემესტრის, ან წლის აღებას. რეგისტრაციის გარეშე სტუდენტი ამოირიცხება სასწავლებლიდან და, შესაბამისად, ვერც აკადემიურ შვებულებას ვერ აიღებს. სწავლის დაწყებამდე აკადემიურ შვებულებაში გასულ სტუდენტს რეგისტრაციაში გადახდილი თანხა ენახება. შესაბამისად, შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ სტუდენტი, იმ შემთხვევაში თუ საგნის და პროგრამის ღირებულება გაიზარდა,, გადაიხდის მხოლოდ განსხვავებას. 
 

დარეგისტრირების ვადები:


სემესტრის დასახელება

დარეგისტრირების ვადები

სემესტრის ხანგრძლივობა

შემოდგომის სემესტრი

1/06- ბოლო ვადა - 30 ივნისი

1 სექტ. – 30 დეკემბერი

საგაზაფხულო სემესტრი

1/12 - ბოლო ვადა - 30 დეკემბერი

1 თებერვალი– 31 მაისი

  • დარეგისტრირების ვადის ერთი დღით გადაცილებასაც კი, მოსდევს სტუდენტისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება (სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანების გამო): რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგი დღიდან პირველი 4 კვირის განმავლობაში პირგასამტეხლო შეადგენს: ყოველი გადაცდენილი კვირის განმავლობაში სტუდენტის წლიური გადასახადის 1%-ს. (წლიურ გადასახადად ითვლება სასწავლო წელზე რეგისტრაციის საფასური, რომელიც სტუდენტის კონტრაქტითაა განსაზღვრული).
  • სარეგისტრაციო თანხის (და შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს) გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი გაირიცხება უნივერსიტეტიდან.
  • განსაკუთრებულ შემთხვევებს განიხილავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელსაც უნდა მიმართოთ განცხადებით.

     
პირგასამტეხლოს დაკისრება არ ვრცელდება საზაფხულო სემესტრზე. სტუდენტს, რომელიც არ გადაიხდის თანხას 30 მაისის ჩათვლით, რეგისტრაცია უუქმდება და ის შესაბამის საგნებზე არ დაიშვება.

სემესტრში დარეგისტრირებული საგნების მინიმალური რაოდენობაა - 3 საგანი (18 კრედიტი).
მაგისტრანტის სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია მოითხოვოს სამაგისტრო სწავლებიდან ამორიცხვა და სწავლის თავისუფალი მსმენელის სტატუსით გაგრძელება. დარეგისტრირებული საგნების ოდენობის შეცვლა სტუდენტს უფლება აქვს სემესტრის დაწყებიდან მხოლოდ 2 (ორი) კვირის განმავლობაში.  მას  შეუძლია, შეცვალოს, გააუქმოს ან დაამატოს საგანი. ასეთ შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დააფიქსიროს აღნიშნული ცვლილება სამაგისტრო სწავლების მენეჯერთან  ცვლილების ფორმის ხელმოწერით, რაც რეგისტრაციის ფორმა-ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ტოლფასია. რეგისტრაციის ცვლილება არ ვრცელდება ანგარიშსწორების ვადაზე. 
სწავლის დაწყების პირველ კვირას (საგანში ჩატარებული პირველი ლექციის შემდეგ) სტუდენტს უფლება აქვს გააუქმოს, ან შეცვალოს მოცემული საგანი. თუ სტუდენტი დარეგისტრირებული იყო 3-ზე მეტ საგანზე (4, 5), მას შეუძლია გაუქმებული საგნისათვის გადახდილი თანხა, მისი სურვილისამებრ, გადაიტანოს კრედიტად შემდეგი სემესტრისთვის, ან უკან მიიღოს იგი სრულად, რეგისტრაციაში ცვლილების შეტანიდან 1 კვირის ვადაში.
თუ სტუდენტი დარეგისტრირებული იყო მხოლოდ 3 საგანზე, მას შეუძლია შეცვალოს საგანი და აიღოს სკოლის დირექტორთან, ან პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ნებისმიერი პროგრამული საგანი (ძირითადი, თუ არჩევითი კურსი), რომელიც იკითხება აღნიშნულ სემესტრში. სწავლის დაწყების მეორე კვირას (საგანში ჩატარებული მე-2 ლექციის შემდეგ) სტუდენტს უფლება აქვს, გააუქმოს მოცემული საგანი და გაუქმებული საგნისათვის გადახდილი თანხა გადაიტანოს კრედიტად შემდეგი სემესტრისათვის. თუ სტუდენტი სწავლის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში განიზრახავს აიღოს და დარეგისტრირდეს დამატებით საგანზე, მან აღნიშნული საგნის/საგნების  ღირებულება უნდა გადაიხადოს 5 საბანკო დღის განმავლობაში.  

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 25.02.2012
best tracker