მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი
25.04.2012 | საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური სერვისები - განათლებიდან პრაქატიკამდე“.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ტემპუსის პროექტ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების სამაგისტრო პროგრამა“ ფარგლებში 27 ივნისს, 2012 წელს, ვერე პალასის დარბაზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური სერვისები - განათლებიდან პრაქატიკამდე“.  კონფერენცია არის უნიკალური შესაძლებლობა, სადაც ლიდერები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკის შემქმნელები და კლინიცისტები განიხილავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მიმართულებით არსებულ პრობლემებს, აქტუალურ საკითხებს და გაუზიარებენ გამოცდილებას.
დაწყებულია აბსტრაქტების წარმოდგენა კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტისათვის და გაგრძელდება 18 მაისი, 2012 წლის 12 საათამდე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://conference.ug.edu.ge
21 მაისიდან სამეცნიერო კომიტეტი, პროფ. ოთარ ვასაძის თავმჯდომარეობით შეაფასებს წარდგენილ აბსტრაქტებს. პოტენციური გამომსვლელებისათვის გადაწყვეტილება თემის მიღება/არმიღების შესახებ დაგზავნილ იქნება 2 ივნისამდე, 2012წ.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან:

  • საქართველოს უნივერსიტეტი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ტემპუსის ეროვნული ოფისი (საქართველო)
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 14.06.2013
best tracker