19.10.2009 | ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საუნივერსიტეტო წესდებაში ცვლილებების შეტანასა და წესდების კოდიფიცირებული რედაქციით გამოცემასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების თაობაზე მიღებული იქნება არაუგვიანეს 2009 წლის 10 დეკემბრისა.
საუნივერსიტეტო წესდების პროექტის გაცნობა, მასზე საკუთარი მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ პირს, 2009 წლის 10 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. 77ა, მე-3 სასწავლო კორპუსი, ოთახი № 511. პირი უფლებამოსილია საკუთრი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს საკუთარი ვინაობა.
