მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი
27.02.2010 | საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიურ თანამდებობაზე

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის (ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად შემდეგ სკოლებში:

  • ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა (ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე (2 ვაკანსია), შემდეგი საგნების მიმართულებით- სოციალური მარკეტინგი, სოციალური პოლიტიკა)
    ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის სკოლა (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (1 ვაკანსია), შემდეგი საგნების წასაკითხად: ქსელური ვიზუალური დაპროგრამება Visual Studio.NET, დაპროგრამების ენა Java I საფუძვლები);
  • სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე (1 ვაკანსია),  შემდეგი საგნების მიმართულებით: ჟურნალისტური ოსტატობა VI/ პოლიტიკის და არჩევნების გაშუქება, მედია და პოლიტიკა);
  • სამართლის სკოლა (ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე (5 ვაკანსია), შემდეგი საგნების წასაკითხად: სამოქალაქო სამართლის საფუძვლები (სანივთო), ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტაციული საპროცესო სამართალი, საფინანსო სამართალი, საკორპორაციო სამართალი);
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (1 ვაკანსია), შემდეგი საგნის წასაკითხად: შესავალი არქეოლოგიაში);
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა (ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე (1 ვაკანსია), შემდეგი საგნების მიმართულებით: საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა, ადამიანური რესურსების მართვა ჯანდაცვაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სათემო სერვისები, ავადმყოფის მოვლა).

საჭირო კვალიფიკიაცია:

  • განათლება: ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად, დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად- დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან ცნობა საქართველოს უნივერისტეტის დოქტორანტურაში სწავლის შესახებ;
  • პროფესიული გამოცდილება: მინიმუმ სამწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება (ასოცირებული პროფესორის თანამდებობისთვის);
  • ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • უნარები და შესაძლებლობები: კომპიუტერთან და პროექტორთან მუშაობის უნარი, ორგანიზაციული, ანალიტიკური და კომუნიკაციური შესაძლებლობების დემონსტრირება;
  • პირადი თვისებები: აქტიური, მეგობრული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

საჭირო დოკუმენტაცია:

  • ფოტოსურათი (3X4);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ბიოგრაფია (CV) (ქართულად და ინგლისურად, კონფერენციების, ტრენინგების, მიღებული ჯილდოების და მიღწეული წარმატებების ჩათვლით);
  • სილაბუსი (ქართულად და ინლისურად. სილაბუსში უნდა იყოს ასახული სასწავლო კურსის მიზნები, სწავლის შედეგები, შინაარსი, სწავლებისა და სწავლის მეთოდები, შეფასების კრიტერიუმები);
  • ლექციის გეგმა  (ქართულად და ინლისურად. ლექციის გეგმაში ასახული უნდა იყოს: დროის გადანაწილება, ლექციის მიმდინარეობისას გამოყენებული ახალი ცნებები და საკითხები, ბიბლიოგრაფია დამხმარე მასალა, მეცადინეობის მიზანი, ამოცანები და შედეგი, კითხვები თვითშემოწმებისთვის);
  • აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში გაცემული დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. თარგმანი უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ);
  • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოადგინეთ გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული შრომების ასლები);
  • ორი სარეკომენდაციო წერილი;


ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ (აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი განაცხადს აკეთებს ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის შევსებული ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილი, აპლიკაციის ფორმა ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე საწერი შრიფტით sylfaen).
წარმოადგინეთ ყველა დოკუმენტის ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია.
არასრული ხასიათის დოკუმენტაცია არ მიიღება!

საბუთების მიღება დაიწყება 2010 წლის 26 მარტს და დასრულდეს 2010 წლის 15 აპრილს. კონკურსი ჩატარდება 2010 წლის 17 მაისიდან 21 მაისამდე. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2010 წლის 25 მაისს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, 0171, კოსტავას 77ა, III კ. ოთახი №511.
ტელ.: 24 11 44 (140);

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker