მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი
08.03.2010 | ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა ატარებს ტრადიციულ ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 2010 წლის 22-23 მაისს ატარებს ტრადიციულ ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. კონფერენციაზე იმუშავებს ისტორიისა და ხელოვნების ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის, ქართული და უცხოური ენების სექციები. მონაწილეობის ღირებულება 20 ლარი (იგულისხმება ლანჩიც).

განაცხადები მიიღება 25 მარტის ჩათვლით

განაცხადს უნდა ახლდეს:

  • მომხსენებლის გვარი, სამუშაო ადგილი, პოზიცია
  • მოხსენების სახელწოდება და თეზისები (აბსტრაქტი დაახლოებით 300 სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენებზე ან ქართულ და გერმანულ ენებზე, შრიფტი Sylfaen, 11, დაშორება 1/5).
  • მოთხოვნა აუდიო-ვიზუალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით (პროექტორი, ლეპტოპი და ა.შ.);
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი).

უცხოური ენების სექციის თემატიკა:

  • სხვადასხვა ენობრივი აქტივობების/სტრატეგიების განვითარების მეთოდურ-დიდაქტიკური საფუძვლები უცხოურ ენებში;
  • უცხოური ენების სწავლების პოლიტიკა საქართველოში,
  • სკოლა და მრავალენოვნება;
  • ენების არჩევა და სწავლის შედეგები ქართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში;
  • ოჯახი და მრავალენოვნება, ადრეული ბილინგვალიზმი;
  • ენის სწავლების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, კოგნიტური სწავლა, სხვადასხვა აქტივობების განმავითარებელი სავარჯიშოები;
  • უცხოური ენის სწავლების ახალი ტექნიკური საშუალებები;
  • ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები; ინტრალინგვისტური და ინტერლინგვისტური კომუნიკაციის ეფექტურობის განმსაზღვრელი ფაქტორები. ენისა და კულტურის ურთიერთმიმართების საკითხები.

მოხსენებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. მონაწილეობის ღირებულება 20 ლარი ა.წ. 15 აპრილამდე უნდა იყოს შემოტანილი საქართველოს უნივერსიტეტში, ან გადმორიცხული ანგარიშის ნომერზე: 22036069 ბაზისბანკის კოდი: 2201011856. (თანხის დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში). გამოქვეყნების მსურველები დამატებით იხდიან 30 ლარს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 24 11 44 (შიდა 175).
e-mail: n.abralava@ug.edu.ge

პატივისცემით,
საორგანიზაციო ჯგუფი

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker