მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი
23.04.2010 | რესპუბლიკური ტური *ბილინგვა* ტური ინგლისურ და გერმანულ ენებში

2010 წლის 25 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტში მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასელებისთვის ჩატარდება ტური ინგლისურ და გერმანულ ენებში.
მოსწავლეები,რომლებიც კარგ შედეგებს გამოავლენენ, დაჯილდოვდებიან სიგელებითა და საჩუქრებით.  უცხო ენების პედაგოგებს შეუძლიათ დაესწრონ როგორც ტურის მიმდინარეობას, ასევე ტესტების გასწორებას.
სკოლის მოსწავლები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა სახის ფასიანი საჩუქრით. I ადგილი  - ლეპტოპ- ი, II ადგილი  - მობილური, III ადგილი - მობილური.  პირველ მეათე ადგილზე გასული სკოლის მოსწავლეები ( მე-10, მე-11, მე- 12 კლასი) საქართველოს უნივერსიტეტში გაივლიან უფასო ენის კურსებს ინგლისურ და გერმანულ ენებში.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 აპრილი. სარეგისტრაციო თანხა 10 ლარი. რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის  ენების ცენტრში.

კურსებზე დასარეგისტრირებლად წარსადგენი საბუთები:

  • 2 ფოტოსურათი 3X4.
  • ცნობა სკოლიდან.
  • განაცხადი–აპლიკაცია/ივსება ადგილზე.

გერმანულ და ინგლისურ ენებში ჩასატარებელი ტესტების ნიმუშები შეგიძლიათ დაათვალიეროთ შემდეგ ლინკებზე (მოცემული ტესტები განკუთვნილია მხოლოდ მაღალკლასელებისთვის):


კონკურსი გერმანულ ენაში ჩატარდება 25 აპრილს 12:00 სთ
კონკურსი ინგლისურ ენაში ჩატარდება 25 აპრილს 14:00 სთ

მისამართი: კოსტავას ქ. 77ა
ოთახი: I კორპუსი, II სართული, 202
სამუშაო საათები: 10.00-16.00
ტელ: 24 11 44 (175); 899401425 

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი:
best tracker