მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

უმაღლესი პროფესიულ პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვება არ ნიშნავს აბიტურიენტთა ავტომატურად სტუდენტად აღიარებას. აბიტურიენტებმა ამისთვის უნდა გააფორმონ ხელშეკრულება უნივერსიტეტთან და გადაიხადონ სწავლის დადგენილი გადასახადი, რის სარეგისტრაციო ვადებში არ შესრულების შემთხვევაში კონტრაქტი ანულირდება და აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს.

სასწავლო წელზე დარეგისტრირება უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის გულისხმობს:

  • სწავლის საფასურის გადახდას სრულად მთელი წლისათვის (უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისი ტიპის მიხედვით სტუდენტმა შეიძლება საფასური გადაიხადოს სემესტრულად - I სემესტრის საფასური რექტორის ადმინისტრაციული აქტით დადგენილ ვადებში, II სემესტრის საფასური - სასწავლო წლის 10 დეკემბრამდე);
  • საგნებზე დარეგისტრირებას.

დარეგისტრირება წარმოებს სასწავლო ნაწილის ოფისში ან სტუდენტის პერსონალური ვებ-გვერდიდან, რუბრიკაში - ჩემი UG.

სასწავლო წელზე დარეგისტრირება უნდა მოხდეს მითითებულ ვადებში:

  • პირველი კურსის უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტთა (ანუ ახლადჩარიცხულებისათვის)  დარეგისტრირების ვადები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით
  • უნივერსიტეტის II, III და IV კურსის სტუდენტებისთვის მომდევნო სასწავლო წელზე დარეგისტრირების ვადებია: 25. 05 – 15. 06. ბოლო ვადაა –15 ივნისი.
  • სტუდენტები, რომლებიც იღებენ საზაფხულო სემესტრს (ივნის/ივლისი), ზაფხულის სემესტრისათვის რეგისტრირდებიან: 15. 05 – 30. 05 ბოლო ვადაა – 30 მაისი;
  • ზაფხულის სემესტრის ამღები სტუდენტები ახალ სასწავლო წელზე (შემოდგომა-გაზაფხულის სემესტრი) რეგისტრირდებიან არა უგვიანეს 20 ივლისისა.
  • დარეგისტრირების ვადის ერთი დღით გადაცილებასაც კი, მოსდევს სტუდენტისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება (სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანების გამო): რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგი დღიდან პირველი 4 კვირის განმავლობაში პირგასამტეხლო შეადგენს: ყოველ გადაცდენილი კვირის განმავლობაში სტუდენტის წლიური გადასახადის 1%-ს. (წლიურ გადასახადად ითვლება სასწავლო წელზე რეგისტრაციის საფასური, რომელიც სტუდენტის კონტრაქტითაა განსაზღვრული).
  • სარეგისტრაციო თანხის (და შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს) გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი გაირიცხება უნივერსიტეტიდან.
  • განსაკუთრებულ შემთხვევებს განიხილავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელსაც უნდა მიმართოთ განცხადებით.
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 18.05.2012
best tracker