მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

რატომ ვირჩევთ საქართველოს უნივერსიტეტს?

თუ გსურთ ისწავლოთ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების დონის ქართულ უნივერსიტეტში, და მიიღოთ ცოდნა, რომელიც კონკურენტუნარიანს გაგხდით თქვენი თაობის ახალგაზრდებთან ქვეყნის შიგნით, თუ მის გარეთ – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!

თუ გსურთ, რომ სტუდენტური წლები გაატაროთ კომფორტულ და სუფთა გარემოში, ისარგებლოთ ყველა საჭირო წიგნით და პერიოდული გამოცემით აღჭურვილი კომპიუტერიზებული  ბიბლიოთეკით,  ელექტრონული ფონდებით  და  შეუზღუდავი საინტერნეტო  მომსახურებით, სპორტული მოედნებითა და დარბაზებით, ჩაერთოთ აქტიურად სხვადასხვა სტუდენტურ კლუბებში და განივითაროთ ლიდერული უნარ-ჩვევები -  აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!

თუ გსურთ, რომ ისწავლოთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიებში, მოისმინოთ ლექციები, რომლებსაც წაგიკითხავენ ქართველი და უცხოელი საუკეთესო სპეციალისტები – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!

თუ გსურთ საუნივერსიტეტო სწავლის პერიოდში შეხვდეთ, გაეცნოთ, მოუსმინოთ და ესაუბროთ მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილ ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, კინო თუ ხელოვნების სხვა დარგების მოღვაწეებს – აირჩიეთ სასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტი!

თუ გსურთ მონაწილეობა სხვადასხვა სახის სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში, როდესაც თქვენი მასპინძლები იქნებიან მსოფლიოში სახელგანთქმული ევროპული თუ ამერიკული უნივერსიტეები – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!

თუ გსურთ ცოდნის შეძენის რთული პროცესი დაცულ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში გაატაროთ, სადაც მთელი სტუდენტური პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებით უფასო სამედიცინო მომსახურებითა და საუკეთესო სამედიცინო დაზღვევით - აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი.

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 13.03.2010
best tracker