მთავარი
ვებმეილი
საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლა
 
საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლა აცხადებს მე-10, 11, 12 კლასების მოსწავლეთა მიღებას.
 
საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლის მიზანია, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით აღზარდოს განათლებული, წარმატებული და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა. ჩვენს სკოლაში მიღებული ცოდნით, მოსწავლეებს ექნებათ კულტურული ღირებულებების შეფასების და კრიტიკული აზროვენბის უნარ-ჩვევები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათ წარმატებას და წარმოჩინებას პროფესიული მოღვაწეობის სფეროში. სწორი განათლებისა და პრაქტიკული მეცადინეობის საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ სწავლა გააგრძელონ საქართველოსა და უცხოეთის ნებისმიერ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში.
 
  
საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლა გთავაზობთ:
 
 
•     ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები (ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით).
•     დამატებით არჩევითი საგნები (უცხო ენები, ეკონომიკა, ავტოკადი/ხაზვა და სხვა.).
•     სააბიტურიენტო პროგრამები ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად.
•     საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა (მაგ. FLEX-ის პროგრამა აშშ-ში და სხვა).
•     კეთილმოწყობილი თანამერდროვე ბიბლიოთეკა.
•     სპორტულ მოედნები და დარბაზი (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ქართული ცეკვა).
•     კომფორტული კაფე.
•     ჯანმრთელობის დაზღვევა.
•     უნივერსიტეტში არსებულ გასართობ, შემეცნებით…კლუბებში გაწევრიანება და თავისუფალ დროს სტუდენტებთან  ერთად უნივერსიტეტის სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა.
 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.
ღია კარის დღე 20 სექტემბერს, 12 საათზე.
 
მისამართი:
საქართველო, თბილისი,
მ. კოსტავას 77ა.
ტელ: (+995 32) 36 46 65; 36 53 80; 
"საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლა"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია


საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 24.01.2012