მოსწავლეთა სკოლაში მიღება-რეგისტრაცია
მოსწავლეთა სკოლაში მიღება
მოსწავლეების სკოლაში მიღების პროცედურას წარმართავს სასწავლო პროცესის კოორდინატორი;
მსურველები მიღებისას გადიან შემდეგ 4 ეტაპს:
- საბუთების შემოტანა;
- ტესტირება (12 კლასი);
- განცხადების შევსება ;
- სკოლასთან ხელშეკრულების/კონტრაქტის გაფორმება;
- სასწავლო წელზე რეგისტრაცია (თანხის გადახდა)
სკოლაში 12 კლასში სწავლის მსურველებმა წარმატებით უნდა გაიარონ სპეციალური სასკოლო ტესტური გამოცდა. ტესტური გამოცდა წარმოებს შემდეგ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- უცხო ენა;
- მათემატიკა;
სკოლაში სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის ) განცხადება დირექტორის სახელზე;
- 4 ფოტო სურათი (დისკთან ერთად)
- პირადი საქმე
- პირადობის მოწმობის ასლი;
- დაბადების მოწმობის დედანი;
- სკოლიდან ბრძანების ამონაწერი;
- მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
დოკუმენტების მიღების ვადას ადგენს სკოლის დირექცია
