მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული განვითარების სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული განვითარების სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი ფუნქციებია:

  • უნივერსიტეტის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება;
  • უნივერსიტეტის იმიჯისა და ბრენდ-ცნობადობის გაძლიერება;
  • უნივერსიტეტის მარკეტინგული, სოციოლოგიური და სტატისტიკური კვლევების წარმოება;
  • უცხოელ და ლოკალურ პარტნიორებთან ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება
  • აკადემიურად მოსწრებული სტუდენტების რიცხვის ზრდა, მათი მართვა და მონიტორინგი;
  • ხელი შეუწყოს სუ–ს სტუდენტების აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას და მის წარმართვას მათი სურვილების შესაბამისად;
სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
  1. სტრატეგიული განვითარების განყოფილება;
  2. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
  3. კარიერული წინსვლისა და სტუდენტურ საქმეთა ცენტრი;
  4. მარკეტინგის სამსახური;

საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული განვითარების სამსახურს წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ხელმძღვანელობს სამსახურში შემავალ ერთ-ერთ განყოფილებასაც.

საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული განვითარების სამსახურს,ისევე როგორც მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს, შეგიძლიათ მიმართოთ ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 საათამდე, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. სამსახურის თანამშრომლები ეცდებიან უმოკლეს ვადაში ამომწურავად უპასუხონ თქვენს კითხვებს.

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 25.02.2012
best tracker