ჩვენს შესახებ
საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლის დაფუძნებელია საქართველოს უნივერიტეტი. საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლა - წარმოადგენს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დაფუძნებულ არასახელმწიფო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას; სკოლა შექმნილია განუსაზღვრელი ვადით;
„საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლა“ ლიცენზირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 3 ოქტომბრის N 838 ბრძანებით, ლიცენზიის ნომერი 0831117.
სკოლა მდებარეობს თბილისში მისამართზე: მ. კოსტავას ქ. N 77ა, ტელ: 2 47 96 24
სკოლა განთავსებულია საკუთარ შენობაში, მისი ტერიტორია დაცულია.
დამფუძნებელთა საბჭო
- მანანა სანაძე
- ედუარდ რაუპი
- გიული ალასანია
- ნიკა ალასანია
