მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

შეფასების სისტემა

შეფასება ხდება ქულათა სისტემით. მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას / 100%. საგანში დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარია მაქსიმალური შეფასების 51% - 51 ქულა; 
ფინალური გამოცდა სარგებლობს უპირატესი მნიშვნელობით. საბოლოო გამოცდაზე ჩაჭრილი სტუდენტი, მიუხედავად მისი მიღწევებისა, შეფასების სხვა კომპონენტებში ითვლება ჩაჭრილად.

დაუშვებელია სტუდენტის სემესტრული მიღწევის შეფასება მხოლოდ სემესტრის ბოლოს ჩატარებული გამოცდის მიხედვით.
 
სტუდენტ-მაგისტრანტს საგანი ჩავარდნილად ეთვლება და, შესაბამისად, საგანი უპირობოდ ხელახლა აქვს ასაღები, თუ ფინალურ გამოცდაზე მან ვერ გადალახა 70% (ამ შემთხვევაში ფინალური გამოცდის 35 ქულა მიჩნეულია 100%-ად, 35-ის 70% = 24,5 დამრგვალებულად – 24 ქულა). 
 
ბაკალავრს და პროფესიული სწავლების სტუდენტს საგანი ჩავარდნილად ეთვლება და, შესაბამისად, საგანი უპირობოდ ხელახლა აქვს ასაღები, თუ ფინალურ გამოცდაზე მან ვერ გადალახა 60% (ამ შემთხვევაში ფინალური გამოცდის 30 ქულა მიჩნეულია 100%-ად. 30-ის 60% = 18 ქულას).
 
სტუდენტის შეფასებისათვის სუ-ში გამოიყენება ერთიანი საუნივერსიტეტო მოდელი. კურსის შეფასების განსხვავებული მოდელის არსებობის შემთხვევაში, ის შესაბამისი სკოლის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული უნდა იყოს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე.
 
სუ-ს შეფასების მოდელი მაგისტრანტებისათვის:
  • კვირეული შეფასება (წერითი ჩათვლები, საშინაო დავალება, ზეპირი გამოკითხვა ან პედაგოგის მიერ დადგენილი სხვა აქტივობა, რომელიც მას სტუდენტის კვირეული
  • მოსწრების შეფასების შესაძლებობას აძლევს 15 ქულა / 15%
  • შუალედური გამოცდა (შერეული, ან წერითი) 25 ქულა / 25%
  • წერითი/ზეპირი რეფერატი, პრეზენტაცია, ან სხვა კურსის ხელმძღვანელის მიერ წინასწარ დადგენილი პროფესიული აქტივობა - 25 ქულა / 25%
  • დამამთავრებელი (ფინალური) გამოცდა 35 ქულა / 35%
     
 
სუ-ს შეფასების მოდელი პროფესიულებისა და ბაკალავრებისათვის:
  • კვირეული შეფასება (წერითი ჩათვლები, საშინაო დავალება, ზეპირი გამოკითხვა ან პედაგოგის მიერ დადგენილი სხვა  აქტივობა,  რომელიც  მას სტუდენტის ყოველკვირეული მოსწრების შეფასების შესაძლებობას აძლევს                                                                                                                                      18  ქულა / 18%
  • შუალედური გამოცდა                                                                                                        20 ქულა / 20%
  • შუალედური გამოცდა                                                                                                        20  ქულა / 20%
  • დამამთავრებელი გამოცდა                                                                                              30  ქულა / 30%
  • წერითი რეფერატი – პრეზენტაცია                                                                                 6  ქულა / 6%
  • დასწრება                                                                                                                                   6  ქულა / 6%
 
GPA      კოეფიციენტი
შეფასება
ქულა
4,00
A
95%-100%
3,50
A-
91%-94%
3,25
B+
87%-90%
3,00
B
84%-86%
2,75
B-
81%-83%
2,50
C+
77%-80%
2,25
C
74%-76%
2,00
C-
71%-73%
1,50
D
66%-70%
1,25
D-
61%-65%
1,00
E
51%-60%
 
FX
41%-50%
 
F
<40%
 
დადებითი:
A,  A-  =  ფრიადს;
B+ , B,   B-  = ძალიან კარგი;
C+, C,   C-  =  კარგი;
D,D-  = დამაკმაყოფილებელი
E = საკმარისი;
 
უარყოფითი
FX = ვერ ჩააბარა;
F = ჩაიჭრა;
 
ლექტორისა და სტუდენტის საყურადღებოდ. საგნის შეფასებაში ქულები მრგვალდება შემდეგი პრინციპით: ოთხი და ოთხს ქვევით სიმცირისაკენ, ხუთი და ზევით მეტობით, მაგ.: 65.(4,3,2,1,) იქნება 65;              65.(5,6,7,8,9) – 66.
 
შეფასების მიღების შემთხვევაში: სტუდენტი ხელახლა იღებს საგანს. საგნის ხელახლა აღების შემთხვევაში, სტუდენტი იხდის საგნის კრედიტების კონტრაქტით გათვალისწინებულ საფასურს (ერთი კრედიტის საფასური დაიანგარიშება მისი კონტრაქტით გათვალისწინებული პროგრამის წლიური საფასურის გაყოფით 60-ზე).
 
თუ «F»FXშეფასება, ლექტორის აზრით, გამოწვეულია სტუდენტი-მაგისტრანტის მიერ ინგლისური ენის არასათანადო ცოდნით, ანუ ლექტორი დარწმუნებულია, რომ სტუდენტისათვის საგნის სათანადო დონეზე ათვისებაში ხელის შემშლელი იყო სწორედ გარკვეული ენობრივი ბარიერი, ასეთი სტუდენტი დროებით გამოეთიშება სამაგისტრო სასწავლო პროგრამას და ერთი სემეტრით გადაყვანილ იქნება ინგლისური ენის გასაძლიერებელ ჯგუფში. ბუნებრივია, სტუდენტი იხდის ენის კურსის იმ გადასახადს, რომელიც დადგენილია მსგავსი შემთხვევებისათვის. ერთი სემესტრის გავლისა და ინგლისურ ენაში ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სტუდენტი-მაგისტრანტი უბრუნდება სასწავლო პროგრამას.
 
სტუდენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ მას საგანში არა აქვს მიღებული შეფასება FX ან F, ხოლო სასწავლო წელი დახურულად ეთვლება, თუ  GPA არ არის ნაკლები:
  • I სასწავლო წლის ბაკალავრების და პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის 1.25-ზე;
  • II სასწავლო წლის სტუდენტებისთვის - 1.5-ზე;
  • ხოლო მაგისტრანტებისა და III და IV სასწავლო წლის ბაკალავრების კი - 2-ზე.
 
 
მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტს შესაძლოა არც ერთ საგანში არ ჰქონდეს მიღებული F ან/და FX, ანუ უარყოფითი,  ის შესაძლოა მაინც აღმოჩნდეს უნივერსიტეტიდან გარიცხვის საფრთხის ქვეშ. უნივერსიტეტში მოქმედებს შეფასების კოეფიციენტის გამოთვლის თანამედროვე სისტემა GPA. რაც ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი პროფესიული ან საბაკალავრო სწავლების სტუდენტის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში (ზაფხულის სემესტრის გამოკლებით) გადალახულ საგნებში მიღებული ქულების ჯამი გაყოფილი გავლილი საგნების რაოდენობაზე -
  • პირველკურსელთათვის არ უნდა იყოს ნაკლები 61-ზე;
  • II კურსელთათვის - 66-ზე;
  • III-IV კურსელთათვის - 71-ზე;
  • ხოლო მაგისტრანტებისათვის - 71-ზე
(მაგ. თუ სწავლების პირველი წლის განმავლობაში სტუდენტმა გაიარა 10 საგანი, ქულების ჯამი არ უნდა იყოს 610-ზე ნაკლები (610 : 10 = 61). ასეთი სტუდენტის  GPA = 1.25-ს და ის აგრძელებს სწავლას უნივერსიტეტში მომდევნო სასწავლო წელს).
 
თუ სტუდენტმა მაქსიმალური ქულათა რაოდენობიდან დააგროვა 41-50 ქულა, მას ერთჯერადად ეძლევა ფინალურ გამოცდაზე ხელმეორედ გასვლის უფლება. გამოცდაზე განმეორებით გასვლა ფასიანია და მისი ოდენობა ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში დგინდება რექტორის აქტით. განმეორებითი გამოცდების ორგანიზება ხდება ფინალური გამოცდების დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში. განმეორებით გამოცდაზე გასვლის მსურველმა სტუდენტმა განცხადება უნდა შეიტანოს კანცელარიაში არაუგვიანეს  გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღისა.
 
თუ სტუდენტს ფინალურ გამოცდამდე მოპოვებული ჰქონდა 50 ქულა ან მეტი, მაგრამ ვერ გადალახა ფინალური გამოცდის ზღვარი მას ეძლევა ფინალურ გამოცდაზე ხელმეორედ გასვლის უფლება უფასოდ.
 
გასათვალისწინებელია, რომ FX და F შეფასება = 0 და ის ანგარიშში არ მიიღება, ანუ თუ სტუდენტს მიღებული აქვს საგანში 50, 49 ან ნაკლები GPA-ის გამოანგარიშებისას ეს ქულები უტოლდება 0-ს. თუ სტუდენტის GPA ნაკლებია ამ წესდებით განსაზღვრულ ოდენობაზე, მას ერთჯერადად ეძლევა ზაფხულის სემესტრზე დარეგისტრირების და ჩაგდებული (უარყოფითი შეფასების - FX, F) საგნების ხელახლა გავლის შესაძლებლობა.
თუ სტუდენტი, საზაფხული სემესტრის ჩათვლით ვერ აგროვებს GPA-ს ის გაირიცხება უნივერსიტეტიდან აკადემიური მოუსწრებლობის გამო.
 
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker