![]() ნათია მაჩურიშვილი |
საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, სწავლასთან ერთად ვმუშაობ თავად უნივერსიტეტში. ვფიქრობ, საქართველოს უნივერსიტეტმა ამ 3 წლის მანძილზე მომცა დიდი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც აუცილებლად გამომადგება მომავალში. |
![]() ნანუკა გიორგაძე |
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების წყალობით, ვმუშაობ ტელეკომპანია "იმედში". ვფიქრობ, საქართველოს უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს საჭირო განათლება, იგრძნოს, თუ რა არის ნამდვილი სტუდენტობა და გამოიყენოს ცოდნა, თავისი მომავალი კარიერისთვის. |
![]() ქეთი აბაზაშვილი |
საქართველოს უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვარ, სწავლასთან ერთად ვმუშაობ ტელევიზიაში და მიხარია, რომ საქართველოს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში მნიშვნელოვან დახმარებას მიწევს.ოთხი წლის მანძილზე საქართველოს უნივერსიტეტმა ცოდნასთან ერთად ის უნარ-ჩვევებიც შემძინა, რაც ჩემს პროფესიულ გზაზე წარმატების მისაღწევად ნამდვილად დამეხმარება. |
![]() ხატია ქობალია |
ჩემთვის საქართველოს უნივერსიტეტი, უმაღლესი განათლების წყაროა. მაღალკვალიფიციური ლექტორებით და დახვეწილი საგანმანათლებლო რეფორმებით. საქართველოს უნივერსიტეტმა ხელი შეუწყო ჩემს მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას, დამეხმარა მიზნის ჩამოყალიბებასა და მომავლის დაგეგმვაში. ასევე ხელი შეუწყო ჩემს კარიერულ წინსვლას და დღეს მე დასაქმებული ვარ ამავე უნივერსიტეტში. საქართველოს უნივერსიტეტი წარმატებული მომავლის და კარიერის საწინდარია. |
![]() ბოიკო ქეთევანი |
საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ საშუალება მომეცა მიმეღო მაღალი ხარისხის განათლება, რომელიც ჩემთვის მომავალი წარმატებული ცხოვრების საწინდარი გახდა. შესაძლებლობა მაქვს მოვახდინო საკუთარი ცოდნის რეალიზაცია, როგორც სამეცნიერო თვალსაზრისით, ასევე სამსახურის მხრივაც. უნივერსიტეტში სწორად შეფასდა სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა და მოხდა ჩემი დასაქმება, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარი არჩევანის სიზუსტეს. საქართველოს უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც შემიძლია მივიღო უფრო მეტი, ვიდრე განათლება. |
![]() გორჯოლაძე გვანცა |
მე ვარ გვანცა გორჯოლაძე ,საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. საქართველოს უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა შემეძინა ხარისხიანი ცოდნა და გამოცდილება ჯურნალისტიკის სფეროში. საქართველოს უნივერსიტეტში შექმნილია სწავლის პროცესისთვის საჭირო ყველა პირობა.და ამასთანავე მაქვს იმის შესაძლებლობა , რომ სწავლასთან ერთად ვიმუშაო კიდეც. |
![]() ბენდელიანი სოფო |
საქართველოს უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა მიმეღო სრულყოფილი განათლება და ამასთანავე, მემუშავა კიდეც. ჩემი აზრით, სწავლისთვის აქ ყველა საჭირო პირობაა. საქართველოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში არსებულ სასწავლებლებს შორის. |
![]() ხერხეულიძე სოფიკო |
ჟურნალისტიკა - ჩემი აზით, საქართველოს უნივერსიტეტი ის ადგილია სადაც შეგიძლია მიიღო ცოდნა, გამოიმუშავო უნარ-ჩვევები და ჩამოყალიბდე როგორც პროფესიონალი. |
![]() აიდან იუსუბოვა |
უკვე ოთხი წელია, რაც საქართველოს უნივერსიტეტში ვსწავლობ. თამამად შემიძლია ვთქვა რომ, ეს უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებს, საზოგადოებაში საკუთარი თავის რეალიზებისათვის ყველა საშუალებას აძლევს. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ასევე მაღალი კურსის სტუდენტები დღეს თავისუფლად სხვადასხვა საქმიანობას ეწვიან საზოგადოებაში. მე როგორც მეოთხეკურსის სტუდენტი უკვე ორი წელია ვმუშაობ და მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ჯერ არ დამიმთავრებია აქ მიღებული ცოდნა ყოველთვის დამეხმარება ჩემს სამუშაო პროცესში. |










