მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

სოციალური პროგრამები და სამედიცინო დაზღვევა

სოციალური პროგრამები

"საქართველოს უნივერსიტეტში" მოქმედებს სხვადასხვა სოციალური პროგრამა:

  • სწავლის საფასურის გადავადება;
  • შეღავათები სწავლის საფასურის გადახდაზე;
  • სწავლის პერიოდში უნივერსიტეტში დასაქმება;
  • კვებით უზრუნველყოფა;
  • სხვა პროგრამები.

როგორ ჩავერთოთ სოციალურ პროგრამაში?

"იუჯი ფონდის" სოციალურ საკითხთა კომისია იხილავს სტუდენტების აპლიკაციებს სწავლის საფასურის გადავადებასა ან შეღავათებთან დაკავშირებით.

სტუდენტმა უნდა მიმართოს "იუჯი ფონდის" სოციალურ საკითხთა კომისიას და წარადგინოს აპლიკაცია. კომისია უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ამიტომ აპლიკანტი სტუდენტი უნდა იყოს "იუჯი ფონდის" წევრი.

(აპლიკაცია ხელმისაწვდომი გახდება კომისიის მუშაობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.)


თუ არის განსაზღვრული ვადები აპლიკაციის წარსადგენად?

აპლიკაციის წარსადგენად არის მკაცრად განსაზღვრული ვადები, რომელიც ემთხვევა კომისიის მუშაობის პერიოდს:

  • 1-25 მაისამდე
  • 20 ივნისი- 5 ივლისი -ზაფხულის სემესტრის სტუდენტებისათვის
  • 25 აგვისტო–10 სექტემბერი

კომისია უფლებამოსილია საჭიროებისამებრ გამართოს რიგგარეშე შეხვედრაც, რის შესახებაც ეცნობება სტუდენტს.


როდის არ უწევს კომისია სტუდენს სოციალურ შეღავათს?

სწავლის პირველ სემესტრში კომისია სტუდენტს არ უწევს შეღავათს, მაგრამ სწავლის საფასურის გადავადება შესაძლებელია.


როდის ეცნობებათ აპლიკანტებს პასუხი?

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადიდან არაუგვიანეს 10 დღისა, აპლიკანტებს ეცნობებათ პასუხი.


რამდენმა სტუდენტმა ისარგებლა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური პროგრამით?

გთხოვთ, იხილოთ სტატისტიკური მაჩვენებლი.

სტუდენტების სწავლის საფასურზე გაწეული შეღავათი

წელი

სტუდენტების რაოდენობა

გაწეული შეღავათი (ლარებში)

2011-2012 წელი 81

90,370
2010-2011 წელი 102 161,592
2009-2010 წელი 82 140,260
ჯამი: 392,222


სტუდენტებზე გაცემული სტიპენდიები

წელი

სტუდენტების რაოდენობა

გაწეული შეღავათი (ლარებში)

2011 წელი 36 18,000
2010 წელი 27 13,500
2009 წელი 6 3,000
ჯამი: 34,500


სამედიცინო დაზღვევა

"საქართველოს უნივერსიტეტის" თანამშრომლებისა და სტუდენტების დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია "იმედი L". გთხოვთ, იხილოთ სადაზღვევო პაკეტი.

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 18.05.2012
best tracker