მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

   საფეხბურთო ჩემპიონატი 

საქართველოს უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი “ფეოლა” მონაწილეობას იღებს თბილისის უნივერსიტეტებს შორის გამართულ ფეხბურთის ჩემპიონატში.
 
სუ-ს საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრი აქტიურად ჩაება ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებში და დააარსა გუნდი “ფეოლას” ფან კლუბი, სადაც უნივერსიტეტის თითქმის ყველა სტუდენტი გაწევრიანდა. აღნიშნული ცენტრის დახმარებით შეიძინეს საფეხბურთო ფორმები და სხვა საჭირო აღჭურვილობა.
 
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს ქართულ – ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის, ი-ეს-ემის, სამედიცინო უნივერსიტეტის და ჰავაის უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდები.
 
2007 მიმდინარე წლის 20 მარტს პირველი შეხვედრა გაიმართა მინი ფეხბურთის სტადიონ “ირაოზე”, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ სუ-ს “ფეოლა” და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი. თამაში ფრედ – 2 : 2 დამთავრდა და “ფეოლამ” მეოთხედ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. 
 
22 მარტს კი, გაიმართა მეოთხედ ფინალში გასული  გუნდების, “ფეოლასა” და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის გუნდის შეხვედრა , სადაც გამარჯვება “ფეოლამ” მოიპოვა და მოწინააღმდეგე 5 : 4 დაამარცხა. ჩემპიონატის შემდეგი ეტაპის შეხვედრა, ნახევარფინალი, კვირის ბოლოს გაიმართება.         
 

 გოგონათა  ჩემპიონატი მინი ფეხბურთში 

 
2007  წლის 10-11 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში პირველად გაიმართა ქალთა ჩემპიონატი მინი ფეხბურთში. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს საბაკლავრო პროგრამების გოგონა სტუდენტებმა.
შეჯიბრი გაიმართა სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამების პირველ და მეორე კურსელებს შორის. გამარჯვება პირველი კურსის სტუდენტებმა მოიპოვეს.    
 
 
 
 
 
 
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 25.02.2012
best tracker