მთავარი
ვებმეილი

სკოლის მართვა

სკოლის მართვა ხორციელდება ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სკოლის მართვას ახორციელებენ:

დამფუძნებელთა/პატრნიორთა კრება

სკოლის დირექტორი: აღჭურვილია საზოგადოების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით საზოგადოების წესდების შესაბამისად. დირექტორი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სასკოლო დებულებით, საზოგადოების წესდებით, დამფუძნებელთა/პარტნიორთა კრებისა გადაწყვეტილებებით.

სკოლის  ადმინისტრაციის  უფროსი: უზრუნველყოფს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ზედამხედველობას;

თითოეული სამსახური მოქმედებს განსაზღვრული უფლებამოსულების ფარგლებში.

  • ფინანსური სამსახური კონტროლს უწევს სკოლის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციების მიზანშეწონილობასა და ასრულებს შესაბამის ფინანსურ ოპერაციებს.
  • იურიდიული სამსახური ადგენს სკოლის საქმიანობის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.
  • ხარისხის მართვის სამსახური კონტროლს უწევს სასკოლო სასწავლო გეგმის, სწავლების ხარისხის, სილაბუსების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მოთხოვნებთან.
  • სასწავლო პროცესის კოორდინატორი კონტროლს უწევს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, მოსწავლეთა პირად საქმეებს, ორგანიზებას უწევს საგაკვეთილო განრიგს.
  • სწავლების მენეჯერი კონტროლს უწევს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას, უზრუნველყოფს შუალედურ და ფინალურ გამოცდაზე გასატანი მასალის მომზადებას ტექნიკური კუთხით.
  • საქმისმწარმოებელი აღრიცხავს სკოლაში შემოსულ და გასულ კორესპოდენციებს, უზრუნველყოფს გამოცემული ინდივიდუალურ– ადმინისტრაციული აქტის გაცნობას დაინტერესებულ პირთათვის .
  • IT სამსახური კონტროლს უწევს სკოლის სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართულდ ფუნქციონირებისა და ნერგავს სკოლაში თანამედროვე IT ტექნოლოგიებს .
  • დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო გარემოს არსებობას.
"საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლა"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია


საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 14.06.2013