თვითმმართველი კლუბები
სტუდენტური კლუბები და მათი სამოქმედო გეგმებები
![]() |
ტურიზმის კლუბი ტურიზმის კლუბი არის სტუდენტთა გართობაზე და სწავლისგან განტვირთვაზე ორიენტირებული კლუბი. ჩვენ ვგეგმავთ რამოდენიმე სახით წარვმართოთ ჩვენი კლუბის საქმიანობა: ექსკურსიები, ლაშქრობები, ჯომარდობა, ესქტრემალური სპორტი, ქემფინგი... |
![]() |
კინოსა და თეატრის კლუბი კინოსა და თეატრის კლუბის მიზანია მაყურებელს (ამშემთხვევაში სტუდენტებს) შესთავაზოს არა მხოლოდ გემოვნებიანი ფილმები, არამედ სხვადასხვა სახის აქტივობები, რომელიც კინემატოგრაფიასთან არის დაკავშირებული. კლუბმა ასევე ჩამოაყალიბა საუნივერსიტეტო თეატრალური დასი, სტუდენტების მონაწილეობით. დასს ხელმძღვანელობს პროფესიონალი რეჯისორი. ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის ლიტერატურული თუ შემოქმედებითი საღამოების მოწყობა. |
![]() |
მუსიკის კლუბი მუსიკის კლუბის მიზანია სტუდენტებისგან ჩამოაყალიბოს სხვადასხვა სახის მუსიკალური ჯგუფები, რომლებიც სტუდენტებს შესთავაზებენ სხვადსხვა სახის მუსიკალურ ღონისძიებებს. |
![]() |
ხელოვნების კლუბი კლუბის მიზანია სტუდენტებისთვის გახადოს მიმზიდველი ხელოვნება და ამისთვის გთავაზობთ ინტენსიურ გასვლებს სხვადასხვა შემეცნებით ადგილებში. ეს იქნება მუზეუმები, გამოფენები, ფესტივალები, კონკურსები, სახლმუზეუმები და ა.შ. ასევე მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა კულტურულ აქციებში. |
მაგიდის ჩოგბურთის კლუბი მაგიდის ჩოგბურთით საქართველოს უნივერსიტეტში არცთუ ცოტა სტუდენტია გატაცებული, ამიტომ კლუბის არსებობა ხელს უწყობს ჩვენს უნივერსიტეტში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას. დაგეგმილია საკმაოდ საინტერესო ფორმატის ტურნირების ჩატარება, რაც არაერთი სტუდენტის დაინტერესებას გამოიწვევს. |
|
კლუბი კანუდოსი კანუდოსის მიზანია სტუდენტების გააქტიურება სხვადასხვა მიმართულებით. კლუბი გეგმავს შექმნას სხვადასხვა დეპარტამენტები, როგორიცაა: ჯურნალისტების, იურისტების, სპორტის, პოლიტიკოსების, IT –სა და სხვა. ასევე კლუბი მიზნად ისახავს ჩაატაროს სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები. სპორტული შეჯიბრებები. ქალაქგარეთ გასვლები. ლაშქრობა. კინო ჩვენება. სხვადსხვა სახის კონკურსები. ტრეინინგები. მოაწყოს დებატები, შექმნას კანუდოსის გაზეთი და ა.შ. |
|
ფრენბურთის კლუბი ფრენბურთის კლუბის მიზანია სტუდენტების ჩართვა სპორტულ აქტივობებში და ამისთვის გეგმავს მათთვის ფრენბურთში ჩემპიონატებს, ამხანაგურ თამაშებს. ასევე იგეგმება ფრენბურთის მოყვარულთა გუნდის ჩამოყალიბება, სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის. |
|
სპორტის კლუბი სპორტის კლუბის მიზანია სტუდენტების ჩართვა სპორტულ აქტივობებში და მათვის კლუბი გეგმავს სპორტის სხვადასხვა მიმართულებებში ჩემპიონატების მოწყობას. ასევე იგეგმება გულშემატკივართა (ფან) კლუბის შექმნა რომელიც გაამხნევებს უნივერსიტეტის ყველა სპორტულ ნაკრებს. |
|
![]() |
ექსტრემალური სპორტის კლუბი (X-sport) "X - sports კლუბი"–ს მიზანია გაუწიოს ორგანიზება სხვადასხვა აქტივობებს და მოუწოდოს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ. მოახდინოს პოპულარიზაცია ექსტრემალური სპორტის, როგორიცაა: აირსოფტი, ბაიკინგი, სნოუბორდინგი, ექსტრემალური კამპინგი, კლდეზე ცოცვა, კარტინგი და სხვა. |
![]() |
დახმარების ხელი კლუბის მიზანია ქველმოქმედებით დაეხმაროს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და მოხუცებს. ასევე, შემწეობა გაუწიოს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს. კლუბი გეგმავს ორგანიზება გაუწიოს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და საშუალება მისცეს მათ შემოწირულობების სახით დაეხმარონ სოციალურად დაბალი ფენის წარმომადგენლებს. |
![]() |
თანასწორთა განათლების კლუბი – ფალკონები თანასწორთა განათლება არის მსოფლიოში გავრცელებული არაფორმალური განათლების ერთერთი სახე, რაც გულისხმობს ერთი სოციალური ჯგუფის წევრების მიერ ერთმანეთის განათლებას. ამ შემთხვევაში ერთ სოციალურ ჯგუფში იგულისხმება სტუდენტები. კლუბი გეგმავს სხვადასხვა სახის სემინარების, ტრეინინგების და სხვა შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას. |
დებატ კლუბი დებატ კლუბის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტში დებატების კულტურის ამაღლება სტუდენტებში. იგეგმება სხვადასხვა თემებზე დებატების, კონფერენციების გამართვა. მოწვეულები იქნებიან საზოგადოებისტვის ცნობილი პირები და გაიმართება სტუდენტებთან დისკუსია ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. |
|
ლიტერატურული კლუბი ლიტერატურული კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ფარგლებში სტუდენტების ლიტერატურით დაინტერესებას, ხელი შეუწყოს ლიტერატურის თანამედროვე ტენდეციების გაცნობასა და თანამედროვე ავტორების პოპულარიზაციას, ხელი შეუწყოს სტუდენტების ნაშრომების გამოქვეყნებას. |
|
პოლიტიკური კლუბი "პოლიტიკური კლუბი"–ს მიზანია სტუდენტების გააქტიურება, მათი გათვიცნობიერება და თვითშეგნების ამაღლება, სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებზე. დებატების, კონფერენციებისა და სხვა მსგავსი აქტივობების მოწყობა. |
|
თანამედროვე ხელოვნებისა და კინოს კლუბი კლუბის მიზანია თანამედროვე ხელოვნებისა და კინოს პოპულარიზაცია სტუდენტებში, განსაკუთრებით ყურადღება მიექცევა თანამედროვე ალტერნატიული საშუალებებით სტუდენტური ცხოვრების ასახვას და შემდეგ მათ გავრცელებას სტუდენტებში. მოეწყობა კონკურსები სტუდენტების მიერ გადაღებული ვიდეო რგოლების. |
|
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის კლუბი (EBM) კლუბის მიზანია სტუდენტებისთვის ეკონომიკაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე სემინარების მოწყობა. ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის სიმულაციების დაგეგმვა, დებატების მოწყობა. ყოველივე ეს დაეხმარება სტუდენტებს მუდმივად ეცნობოდნენ და აანალიზებდნენ როგორც ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორის, ასევე სხვა სფეროს განვითარების ტენდენციებს საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით. |
|
ბადმინტონის კლუბი "BM-UG" "BM-UG"–ს მიზანია სტუდენტების გააქტიურება, გაუწიოს ორგანიზება სხვადასხვა აქტივობებს და მოუწოდოს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ, შეიქმნას ჯგუფი, გავიდნენ შეჯიბრებებზე და რაც მთავარია გახდეს პოპულარული სპორტის ეს სახეობა - ბადმინტონი. |
|








