მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი

 
საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს სწავლების შემდეგი საფეხურები:
  • უმაღლესიპროფესიული;
  • საბაკალავრო;
  • სამაგისტრო;
  • სადოქტორო;
  •  
 
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის მიზანია ისეთი პროგრამებისა და აქტივობების შემოთავაზება-უზრუნველყოფა, რომელიც მიმართულია სტუდენტთა პროფესიულ, სოციალურ და ინდივიდუალური განვითარებისათვის.
 

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა  მიმართულია უნივერსიტეტში  ჯანსაღი სტუდენტური გარემოს შექმნისკენ. თვითმმართველობის მიზანია, დაეხმაროს და შესაძლებლობა მისცეს თითოეულ სტუდენტს, გამოავლინოს საკუთარი თავი და უნივერსიტეტის  სახელით მონაწილეობა მიიღოს  ნებისმიერ სტუდენტურ საქმიანობაში, რომელიც უნივერსიტეტის ფარგლებში ან მის ფარგლებს გარეთ ჩატარდება.


სტუდენტთა სოციალურ დაცვასა და სამედიცინო დაზღვევას უძღვება სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი. უნივერსიტეტში ყველა სტუდენტი დაზღვეულია.


სტუდენტური კლუბების ჩამოყალიბება უნივერსიტეტში სტუდენტების სურვილით და აქტიურობით ხორციელდება. სტუდენტურ საქმეთა ცენტრი ეხმარება სტუდენტებს კლუბების ჩამოყალიბებაში და მათი მიზნებისა და სურვილების განხორციელებაში.
 
ჩვენი სტუდენტები, წარმატებები და მიღწევები

ჩვენი სიამაყე ჩვენი წარმატებული სტუდენტებია. ჩვენ  სტუდენტებს აქტიური სტუდენტური ცხოვრება აქვთ და უამრავ წარმატებას აღწევენ საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში.

უნივერსიტეტის ყველაზე დიდი განძი - მისი სტუდენტებია! 

სტუდენტებისთვის მუშაობს, იღწვის და ცხოვრობს უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტს სჯერა, რომ მის კედლებში გატარებული ცხოვრების წლები მუდამ დაუვიწარი იქნება სტუდენტებისთვის. უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები მის სტუდენტებს აქცევს პატივცემულ და წარმატებულ ადამიანებად.
 

 

 

 

  

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 24.01.2012
best tracker