უნივერსიტეტის ლოგო
სამყარო, როგორც საპირისპირო ძალების, ტენდენციების ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მხოლოდ თანხმობით და ურთიერთანამშრომლობით მიიღწევა - სიმბოლურად ორი ხელის მტევნითაა გამოსახული.ამ თანხმობის, ურთიერთკავშირის საფუძველი ცოდნის გზაა, რომელიც სჭვალავს სამყაროს, როგორც ირმის ნახტომი (რძიანი გზა), განათებული ქართული შვიდქიმიანი შვიდი ვარსკვლავით.
ლოგო წრეშია ჩასმული, ცენტრის მიმართ სიმეტრიულად განლაგებულია 2, სტილიზებული ხელის მტევანი- წითელი და ვერცხლისფერი, რომლებიც იჭერენ სფეროს ზემოდან და ქვემოდან. მათ შორის დარჩენილია ლათინური ასოს - S-ის მსგავსი თეთრი სერპანტინი, სადაც ქართული შვიდქიმიანი, წითელი შვიდი ვარსკვლავია განლაგებული -ზემოდან ქვემოთ, ასევე ცენტრის მიმართ სიმეტრიულად.
მისი ფერებია : წითელი და ვერცხლისფერი

