მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი
ბაკალავრ-სტუდენტთა მობილობის წარმართვა
 
სასწავლო ნაწილი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წარმართავს სტუდენტთა მობილობას.
სხვა სასწავლებლებიდან სტუდენტთა გადმოსვლა
სხვა უმაღლეს სასწავლებლებიდან სტუდენტთა გადმოსვლა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროგრამის დაწყებამდე, შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში. ამისათვის სასწავლო ნაწილი სააკრედიტაციო სამსახურში განსაზღვრულ ვადებში აგზავნის ცნობას და მასალას საუნივერსიტეტო ვაკანსიების თაობაზე, განათავსებს ინფორმაციას საუნივერსიტეტო ვებ-გვერდზე.
 
პროცედურა:
გადმოსვლის მოსურნე სტუდენტი სარეგისტრაციო ვადებში წერილობითი განაცხადით მიმართვს ადმინისტრაციას. განცხადებას განიხილავს სასწავლო კურსების/კრედიტების აკადემიური ცნობის კომისია, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების გზით ადგენს საქართველოს უნივერსიტეტში გადმოსული/ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების/კრედიტების შესაბამისობას საქართველოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებთან. კომისიის შემადგენლობაში შედიან სასწავლო ნაწილის უფროსი, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი და იმ სკოლების დირექტორები / დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სადაც ხდება სტუდენტთა გადმოსვლა;
კომისია აჯერებს გადმოსვლის მსურველი სტუდენტების მიერ გავლილი პროგრამის, მოპოვებული კრედიტებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული საგნების შესაბამისობას;
სასწავლო ნაწილი აგზავნის განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას მობილობის პროცესში ჩართულ სტუდენტებზე; განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრის თანხმობის წერილის მიღების და სტუდენტთა მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ უზრუნველყოფს მათ უნივერსიტეტში ჩარიცხვას.
 
სტუდენტთა შიდა მოძრაობა (ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლა):
 
პროცედურა:
გადმოსვლის მოსურნე სტუდენტი სარეგისტრაციო ვადებში წერილობით განაცხადით მიმართვს ადმინისტრაციას. განცხადებას განიხილავს უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო კურსების/კრედიტების აკადემიური ცნობის კომისია. კომისია აჯერებს გადმოსვლის მსურველი სტუდენტების მიერ გავლილი პროგრამის, მოპოვებული კრედიტებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული საგნების შესაბამისობას;
სტუდენტთა შიდა გადასვლები უნდა განხორცილდეს მობილობის გამოცხადებულ ვადებში.
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 18.05.2012
best tracker