საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სკოლებში:
- სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- აშშ-ის საგარეო პოლიტიკა (1 ვაკანსია);
- მათემატიკის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა
- სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით:
- ალგორითმიზაციის საფუძვლები, სტრუქტურული დაპროგრამება C++, ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++, ქსელური ვიზუალური დაპროგრამება (Visual Studio .NET) შესავალი, ქსელური ვიზუალური დაპროგრამება (Visual Studio .NET) II, საოფისე კომპიუტერული პროგრამები და ინტერნეტი (1 ვაკანსია);
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ ენაზე და ინგლისურ ენაზე;
- განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფაილი);
- ფოტოსურათი (ზომით 3X4);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში გაცემული (ან არაქართულენოვანი) დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. თარგმანი უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
- ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების შესახებ;
- სამოტივაციო წერილი;
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- საგნის სილაბუსი (იხილეთ დართული ფაილი);
- ლექციის გეგმა (იხილეთ დართული ფაილი);
- გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების დედნები ან ასლები);
- წარმოსადგენია საბუთების როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიები.
- ნაკლული დოკუმენტები არ მიიღება!
- წარმოდგენილი დოკუმენტები არ დაბრუნდება!
კრიტერიუმები:
ძირითადი კრიტერიუმები
- აკადემიური ხარისხი (სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,); *(სასურველია, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით,აპლიკანტს დოქტორის აკადემიური ხარისხი მინიჭებული ჰქონდეს უცხოეთის აღიერბულ უნივერსიტეტში);
- სამეცნიერო/პედაგოგიური საქმიანობა (6 წელი სრული პროფესორისათვის, 3 წელი ასოცირებული პროფესორისათვის);
- სამეცნიერო პუბლიკაციები;
- უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას);
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა.
დამატებითი კრიტერიუმები
- სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
- სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
- პროფესიული განვითარება;
- სილაბუსი საგანში, რომლის წასაკითხადაც კანდიდატს აქვს წარდგენილი განაცხადი;
- სამეცნიერო/პროფესიული ასოციაციების წევრობა.
¬საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატი ვალდებულია ჩაატაროს საჯარო ლექცია.
საბუთების მიღება:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიიღება 2011 წლის 28 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 1000 საათიდან 1800 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77ა, III კორპუსი, ოთახი №511.
კონკურსის შედეგები:
კონკურსი ჩატარდება 2012 წლის 12 და 13 იანვარს.
საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2012 წლის 16 იანვარი.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2012 წლის 17 იანვარს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: m.janjaria@ug.edu.ge, +(995 32) 2 24 11 44 (140).

