ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მუშაობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიმართულებით. სამსახური აკონტროლებს სასწავლო პროცესის აკადემიური მხარის შესაბამისობას აკადემიური საბჭოს სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ესწრება ლექციებს, ამოწმებს სილაბუსებს და სხვ.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ასევე კოორდინირებას უწევს სასწავლო-სამეცნიერო პროცესის კონტროლის მუდმივმოქმედ საბჭოს, რომლის შემადგენლობაში, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის (საბჭოს თავმჯდომარე) გარდა, შედიან უნივერსიტეტის სრული პროფესორები.
სამსახურს ხელმძღვანელობს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი.

