English Version
გამოიწერეთ სიახლეები

ვებ.ფოსტა

სახელი
პაროლი  

 
best tracker

 

 












 
   სადოქტორო სწავლების მენეჯერი:  ჯონი მწარიაშვილი
სამსახ. ტელ.: (+995 32) 36 53 59 (36)
ელ-ფოსტა: j.mtsariashvili@ug.edu.ge
 
   
მოგესალმებით!
 
საქართველოს უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა გთავაზობთ ცოდნის გაღრმავების საუკეთესო საშუალებას თქვენს მიერ არჩეულ პროფესიაში, რათა  თქვენი სიტყვა თქვათ  მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში.
 
დოქტორანტებს ემსახურება საქართველოს უნივერსიტეტის  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე  ტექნიკით და ყველა აუცილებელი რესურსით, რაც  უზრუნველყოფს კვლევის მაღალ დონეზე ჩასატარებას. 
 
ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულია უახლესი, თანამედროვე ლიტერატურით,   ვიდეო  თეკითა და სამეცნიერო ლიტერატურის ელექტრონული ბიბლიოთეკებით:  
  • EBSCO     ბაზა წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობო გამოცემების უდიდეს კოლექციას,  რომელიც მოიცავს  700-ზე მეტი დასახელების ამერიკისა და რუსეთის წამყვანი სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთების  სტატიებს სრული ტექსტით.
  • Cambridge  Journals    ბაზა  მოიცავს  კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ  გამოცემულ 190 ჟურნალს მეცნიერებისა და  ბიზნესის  სფეროში.  
  •  JSTOR   ბაზა მოიცავს სამეცნიერო ჟურნალების ინტერნეტ არქივს.  JSTOR სთავაზობს მკვლევარებს ჟურნალის მაღალი ხარისხით დასკანირებულ ნომრებს და ცალკეულ გვერდებს. 
საქართველოს უნივერსიტეტი გამოსცემს კავკასიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჟურნალს, რომელსაც ჰყავს 14  წამყვანი  უცხოელი და ქართველი მეცნიერი (რედაქტორი) სარედაქციო საბჭოში.  უნივერსიტეტში ყოველწლიურად  ეწყობა  საერთაშორისო  კონფერენცია.
 
სადისერტაციო საბჭოები დაკომპლექტებულია ცნობილი მეცნიერებით,  უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეებით,  წამყვანი ფირმების, საწარმოების, ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების  ხელმძღვანელებით და საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი ექსპერტებით. მათ მიერ მინიჭებული დოქტორის ხარისხი თქვენ წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს სამეცნიერო და სამსახურეობრივ კარიერაში.
 
სადოქტორო  პროგრამის  მიზანს  წარმოადგენს  დოქტორანტისათვის  სპეციალური სასაწავლო  პროგრამის  შეთავაზება, რომელიც  შესაძლებლობას  მისცემს მას  გააღრმავოს  არჩეული  საკვლევი ობიექტის  შესწავლა. ერთიანობაში  შეკრას  როგორც  თეორიული და ემპირიული  ცოდნა,  აგრეთვე   სამეცნიერო-კვლევითი  უნარ-ჩვევები.
 
სასწავლო პროგრამები ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს. სადოქტორო პროგრამების თემატიკა სრულიად ითვალისწინებს  საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის და მეცნიერების წინსვლის ინტერესებს. ყოველივე  ამას  შედეგად მოსდევს, დოქტორანტის   სადოქტორო  ნაშრომის  სახით,  ახალი  ცოდნის შექმნა  და  მისი  მეცნიერ-მკვლევარად   ჩამოყალიბება.
     
საქართველოს უნივერსიტეტში საუკეთესო გარემოა შექმნილი დასავლური სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებისათვის.
  
გისურვებთ წარმატებებს !
 
 
სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
• მაგისტრის დიპლომის დედანი და ასლი,
• ორი სარეკომენდაციო წერილი დოქტორის ხარისხის მქონე მოქმედი მეცნერ-სპეციალისტისაგან;
• ორი ფოტოსურათი 3X4;
• სულ მცირე 1 სამეცნიერო პუბლიკაცია, გამოქვეყნებული საერთაშორისო ჟურნალებში, რომელთა ჩამონათვალს ცნობს სსმუ-ის ის სკოლა, სადაც აპირებს დოქტორანტი სადოქტორო პროგრამაზე მუშაობას. პუბლიკაციის წარმოდგენა შესაძლოა ქსეროასლის სახითაც.
აუცილებელია:
შეავსონ: სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია. განაცხადის ფორმა ინახება სადოქტორო სწავლების მენეჯერთან და განთავსებულია საუნივერსიტეტო ვებ-გვერდზე: www.ug.edu.ge
შენიშვნა: თუ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველს არა აქვს სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული არცერთი ნაშრომი, მას შეუძლია დაცვის საბჭოს წარმოუდგინოს სამაგისტრო ნაშრომი, ან სამაგისტრო ნაშრომის, მისი აზრით, ყველაზე ღირებული მონაკვეთი. დაცვის საბჭო გაეცნობა სამაგისტრო ნაშრომს, გაესაუბრება კანდიდატს და დაასკვნის შეიძლება, თუ არა მისი მიღება სადოქტორო პროგრამაზე.
 
პროგრამის მოთხოვნებიდან და დოქტორანტის პირადი გარემოებებიდან გამომდინარე, მას ეძლევა ორი შესაძლებლობა:
• პროგრამაში დარეგისტრირდეს სრული-განაკვეთით – 3 წელი,
• ნაწილობრივი-განაკვეთით – 6 წელი.
სრული-განაკვეთით სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაცია გულისხმობს, რომ სტუდენტმა:
• რეგისტრაციის დროს უნდა გადაიხადოს პროგრამის ღირებულების მესამედი – ანუ I სასწავლო წლის ღირებულება;
•I სასწავლო წლის (16 კვირა + 16 კვირა=32 კვირა) დასრულებიდან, ერთი თვის განმავლობაში დარეგისტრირდეს II სასწავლო წელზე და გადაიხადოს თანხის მეორე მესამედი, ანუ II სასწავლო წლის ღირებულება;
•II სასწავლო წლის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში დარეგისტრირდეს მესამე სასწავლო წელზე და გადაიხადოს თანხის დარჩენილი მესამედი, ანუ III სასწავლო წლის ღირებულება;
ნაწილობრივი-განაკვეთით სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაცია გულისხმობს, რომ სტუდენტმა: 6 წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს პროგრამის საფასური, შესაბამისად, გადანაწილდება მისი პროგრამით მოსაპოვებელი კრედიტები და მათ მოსაპოვებლად გამოყოფილი დრო.

დოქტორანტმა უნივერსიტეში რეგისტრაცია უნდა შეინარჩუნოს ხარისხის დაცვამდე. თუ დოქტორანტი დააკმაყოფილებს პროგრამის ყველა მოთხოვნას, მაგრამ ვერ მოასწრებს განსაზღვრულ ვადებში დისერტაციის დაცვას, პროგრამიდან არ ამორიცხვის მიზნით, უნდა გააგრძელოს რეგისტრაცია ყველა მომდევნო სემესტრზე. მსგავს შემთხვევებში დოქტორანტს შეუძლია ისარგებლოს ერთკრედიტიანი “მუდმივი რეგისტრაციით”, რომელიც მას საშუალებას მისცემს დარჩეს პროგრამაში და გამოიყენოს საუნივერსიტეტო რესურები. ერთკრედიტიანი რეგისტრაციის შემთხვევაში, დოქტორანტს ყოველწლიურად გადასახდელი ექნება თანხა, რომელიც გამოიანგარიშება უნივერსიტეტში შესაბამისი სარეგისტრაციო წლის თანხის გაყოფით სადოქტორო კრედიტების რაოდენობაზე (180 კრ/სთ .).

დარეგისტრირების ვადები
სადოქტორო პროგრამის მენეჯერთან განაცხადის შემოტანის შემდეგ, დოქტორანტი ორი კვირის განმავლობაში უნდა დარეგისტრირდეს პროგრამაზე და, შესაბამისად, გადაიხადოს პროგრამის ღირებულების მესამედი, ანუ ერთი წლის სწავლის საფასური. ოფიციალური განაცხადის შემოტანიდან ორი კვირის შემდეგ დაიწყება საჯარიმო სანქციების ათვლა.
ჯარიმები
დარეგისტრირების ვადის განმავლობაში გადასახადის გადახდის ერთი დღით გადაცილებასაც კი, დოქტორანტისათვის, მოსდევს ჯარიმა.: რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგი დღიდან ყოველ გადაცდენილ კვირაზე იმ თანხის ოდენობით, რომელიც მისი წლიური გადასახადის 10%-ს შეადგენს.
სარეგისტრაციო თანხის (ან ჯარიმების) გადაუხდელობის შემთხვევაში დოქტორანტის მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული სასჯელი: კონსულტაცია-სემინარებზე არდაშვება ... კონტრაქტის გაუქმება და სასწავლებლიდან გარიცხვა.
განსაკუთრებულ შემთხვევებს განიხილავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელსაც დოქტორანტმა უნდა მიმართოს განცხადებით.
 
დოქტორანტი საბუთებისა და განაცხადის შემოტანისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის შემდეგ, აფორმებს უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას (კონტრაქტს).
• ხელშეკრულება დოქტორანტსა და უნივერსიტეტს შორის იდება ერთხელ და მოქმედებს სადოქტორო პროგრამისათვის განკუთვნილი 3, ან 4-6 წლის განმავლობაში, თუ დოქტორანტი იმთავითვე რეგისტრირდება პროგრამაზე არასრული დატვირთვით. შესაბამისად, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი არ ექვემდებარება გადასინჯვას (უპირველეს ყოვლისა, პროგრამის ღირებულება).
• ყველა ის შემთხვევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული კონტრაქტით, მაგალითად, სხვადასხვა მიზეზით სადოქტორო პროგრამისათვის განკუთვნილი ვადების დარღვევა და. ა. შ. რეგულირდება საუნივერსიტეტო წესდების შესაბამისი მუხლებით.
• დოქტორანტის მიერ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება ხდება სადოქტორო სწავლების მენეჯერთან.
• ხელშეკრულებას ხელს აწერენ: დოქტორანტი, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან -სადოქტორო სწავლების მენეჯერი და უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის მენეჯერი.
დოქტურანტურაში სწავლის (რეგისტრაციის) შეწყვეტა, კონტრაქტის გაუქმება
• დოქტორანტი, რომელიც გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, რეგისტრაციიდან პირველი რვა კვირის განმავლობაში, ანუ მოსამზადებელ პერიოდში, უნაზღაურდება სწავლის საფასურის ნახევარი, იმ შემთხვევაში, თუ მას გადახდილი ჰქონდა I სასწავლო წლის სრული ღირებულება.
• დოქტორანტს, რომელიც გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, სასწავლო წლის დაწყებიდან პირველი რვა კვირის, ანუ მოსამზადებელი პერიოდის გასვლის შემდეგ, სწავლის საფასური აღარ უნაზღაურდება (იმ შემთხვევაში, თუ მას გადახდილი ჰქონდა მხოლოდ I სასწავლო წლის ღირებულება).
• სწავლის შეწყვეტის თარიღად ითვლება დღე, როდესაც დოქტორანტი სწავლის შეწყვეტის თაობაზე წერილობითი განცხადებით მიმართვს სადოქტორო სწავლების მენეჯერს სწავლის შეწყვეტის შესახებ.
• გადასახადი არ უბრუნდება იმ დოქტორანტს, რომელიც წყვეტს სწავლას დისციპლინური ნორმების დარღვევის გამო, ანუ ირიცხება უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის განკარგულებით.
• უნივერსიტეტი შეუწყვეტს დოქტორანტს რეგისტრაციას და გააუქმებს კონტრაქტს, თუ ის უნივერსიტეტის მხრიდან არაერთჯერადი გაფრთხილების მიუხედავად არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე დაგროვილ ფინანსურ დავალიანებას.
• უნივერსიტეტი შეუწყვეტს დოქტორანტს რეგისტრაციას და რეგისტრაციის შეწყვეტიდან ერთი სასწავლო წლის გასვლის შემდეგ გააუქმებს კონტრაქტს, თუ იგი არ ასრულებს სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნას: პროგრამაზე სწავლის პირველი წლის ბოლოს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სწავლების მენეჯერს არ წარმოუდგენს საერთაშორისო სერთიფიკატს GRE-ში, GMAT-ში, ან LSAT რომლის მისაღები ქულები სუ-ს მიერ წინასწარ იქნება დადგენილი.
 
საიდენტიფიკაციო ნომერი
დოქტორანტს პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ ეძლევა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც დაფიქსირებულია მის საიდენტიფიკაციო ბარათში. სტუდენტთან ზოგადად და, კერძოდ, დოქტორანტთან, დაკავშირებული ყველა ინფორმაცია (აკადემიური მოსწრება და ა. შ.) არის კონფიდენციალური და ამიტომ მათი საჯაროდ გამოცხადება ხდება მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომრით. სხვადასხვა გამოცხადებები, ხდება არა გვარების, არამედ საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.
საიდენტიფიკაციო ბარათი
• დოქტორანტს რეგისტრაციის შემდეგ ეძლევა საიდენტიფიკაციო ბარათი, რომლის მუდამ ტარება და უნივერსიტეტის თანამშრომლების (ძირითადად დაცვის თანამშრომლების) მოთხოვნისას წარმოდგენა სავალდებულოა.
• უნივერსიტეტში, ინფორმაციულ ცენტრსა და ბიბლიოთეკაში შესასვლელად საჭიროა საიდენტიფიკაციო ბარათის ჩვენება, ვინაიდან საიდენტიფიკაციო ბარათის აღებისას ფიქსირდება დოქტორანტის ბიბლიოთეკისა, თუ ცენტრის წევრობა.
• საიდენტიფიკაციო ბარათი ფასიანია. მისი აღებისას, ანუ I საწავლო წლის დასაწყისში, დოქტორანტი გარდა საკუთრივ საიდენტიფიკაციო ბარათის საფასურისა, იხდის შემდეგი საუნივერსიტეტო სამსახურებითა და ცენტრებით სარგებლობის ერთიან საფასურს: ბიბლიოთეკით, საინფორმაციო ცენტრით, დოქტორანტთა კვლევითი ცენტრითა და საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრით. თანხას ყოველი სასწავლო წლისათვის ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის გამგეობა.
•ყოველი მომდევნო სასწავლო წლის დასაწყისში დოქტორანტი იხდის მხოლოდ საინფორმაციო ცენტრით, საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრითა და დოქტორანტთა ცენტრით სარგებლობის საფასურს. გადასახადს ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის ადგენს ადმინისტრაცია (მაგ., საინფორმაციო ცენტრის წევრობის) და საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის გამგეობა. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში აღნიშნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დოქტორანტს ჩამოერთმევა საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც არ დაუბრუნდება თანხის გადახდამდე.
• გადასახადის გადაუხდელობის გამო საიდენტიფიკაციო ბარათის გარეშე დარჩენილ დოქტორანტს, უნივერსიტეტში შეუფერხებლად შემოსვლისათვის გამოეწერება სპეციალური «წითელი» დროებითი საშვი.
• «წითელი» დროებითი საშვი არ მოქმედებს ბიბლიოთეკაში, საინფორმაციო ცენტრში, დოქტორანტურის ცენტრში და სხვ. ამგვარად, გადასახადის დაფარვამდე სტუდენტი ვერ ისარგებლებს მათი მომსახურებით.
•საიდენტიფიკაციო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, ბარათის აღდგენამდე სტუდენტს გამოეწერება «მწვანე» დროებითი საშვი, რომელიც მას აძლევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა, თუ ცენტრებში შეუფერხებელი შესვლის უფლებას .
• დოქტორანტის მიერ სახელისა და მისამართის გამოცვლა
დოქტორანტმა აუცილებლად უნდა აცნობოს სადოქტორო სწავლების მენეჯერს, პირადობის მოწმობის, ბინის მისამართის და ტელეფონის ნომრის გამოცვლის შესახებ. დოქტორანტის აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია. უნივერსიტეტი დოქტორანტის შესახებ ინფორმაციას გასცემს მხოლოდ თვით დოქტორანტის თანხმობის შემთხვევაში. უნივერისიტეტს აქვს ინფორმაციის გამხელის უფლება იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი მენეჯერთან რეგისტრაციისას არ გამოთქვამს სურვილს მასზე არსებული მონაცემების კონფიდენციალურად შენახვის შესახებ.
 
სწავლის განახლების შემთხვევები 
•დოქტორანტს, რომელიც დაფარავს დავალიანებას და გადაიხდის ჯარიმას, მისი სურვილის შესაბამისად, შეუძლია აღდგეს უნივერსიტეტის სტუდენტად. ასეთ შემთხვევაში მასთან უნივერსიტეტი აფორმებს ახალ კონტრაქტს სწავლების იმ საფასურით, რომელიც არის კონტრაქტის აღდგენის პერიოდისათვის.
•სასწავლო წელზე აღდგენა და სწავლის განახლება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეწყვიტათ სწავლა უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის, სამსახურებრივი მივლინების გამო, თუ მათ ოფიციალური განცხადებით აცნობეს ამის თაობაზე დოქტურანტურის მენეჯერს და მოითხოვეს დროებით სწავლის შეწყვეტა - აკადემიური შვებულება.
• აკადემიური შვებულებით სარგებლობის მოსურნე სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტისათვის სწავლის საფასურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს მხოლოდ სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადის (3 წელი პროგრამის დაწყების თარიღიდან) განმავლობაში. აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში სტუდენტს სწავლის საფასური ასანაზღაურებელი ექნება იმ პერიოდისათვის მოქმედი ტარიფებით.
•თუ დოქტორანტი სასწავლო პროცესიდან გამოთიშვას არ გეგმავს განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით, მაგ., არა უმეტეს ერთი ან ორი წლისა, უპრიანია სემესტრულად შეინარჩუნოს 1კრ./სთ-იანი რეგისტაცია. ასეთ შემთხვევაში ის რჩება პროგრამაში, შესაბამისად, არ დასჭირდება პროგრამაზე აღდგენა და უნივერსიტეტთან ახალ პირობებზე კონტრაქტის გაფორმება.
• სტუდენტ-დოქტორანტს, თუ მას რეგისტრაცია და კონტრაქტი შეუწყდა GRE, GMAT ან LSAT (სამართლის მიმართულებით), საერთაშორისო სერთიფიკატის აუღებლობის გამო, კონტრაქტის შეწყვეტიდან 1 სასწავლო წლის განმავლობაში, აღნიშნული სერთიფიკატის წარმოდგენის შემდეგ, უფლება ეძლევა კვლავ აღდგეს პროგრამაზე, ძველ კონტრაქტში დასახელებული პროგრამის საფასურის შენარჩუნებით. ერთ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, პროგრამაზე აღდგენის შემდეგ უნივერსიტეტი აფორმებს სტუდენტთან ახალ კონტრაქტს. ახალ კონტრაქტში დაფიქსირდება სწავლის ის საფასური, რომელიც დადგენილია უნივერსიტეტში აღნიშნული პროგრამისათვის კონტრაქტის განახლების პერიოდში.
უნდა გვახსოვდეს, რომ: დოქტორანტს შეუძლია აღდგეს პროგრამაზე და დაასრულოს თავისი სადოქტორო დისერტაცია უნივერსიტეტიდან წასვლის შემდეგ 5 წლის განმავლობაში. 5 წლის გასვლის შემდეგ პროგრამაზე აღდგენის სურვილის შემთხვევაში, ყოველ გადაცდენილ წელზე დოქტორანტი კარგავს 15 კრედიტს, შესაბამისად, 12 წლის გასვლის შემდეგ პროგრამაზე აღდგენისა და სადოქტორო დისერტაციის დასრულების სურვილის შემთხვევაში, დოქტორანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას აღსადგენი ექნება უკვე 120 კრედიტი, ვინაიდან მის შრომას დასჭირდება ძალიან სერიოზული განახლება.
 
•სადოქტორო პროგრამებზე სხვა სასწავლებლებიდან სუ-ში დოქტორანტთა გადმოსვლის, პროცესს წარმართავს სადოქტორო სწავლების მენეჯერი.
•პირველი ეტაპი – თანხმობის მიღება სუ-ში გადმოსვლაზე
•დოქტორანტი წერს განცხადებას სწავლების მენეჯერის სახელზე, სადაც აღნიშნულია, თუ რომელი უნივერსიტეტიდან სურს დოქტორანტს გადმოსვლა სუ-ის სადოქტორო პროგრამაზე და რაა გადმოსვლის მოტივი.
• სადოქტორო სწავლების მენეჯერი დოქტორანტის განცხადებას გააცნობს კანცლერს და შესაბამისი სკოლის დირექტორს.
•ამის შემდეგ დაინიშნება დღე, რომელზედაც დოქტორანტმა შესაბამისი სკოლის სადოქტორო დისერტაციების დაცვის საბჭოს უნდა წარუდგინოს სადოქტორო ნაშრომის წინასწარი განაცხადი, რომელშიც დამსწრეთ გააცნობს, როგორც მის მიერ უკვე ჩატარებული, ისე ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობას. თუ დაცვის საბჭო დამაკმაყოფილებლად ჩათვლის დოქტორანტის წინასწარ განაცხადს და კრედიტების რაოდენობას, მას მიეცემა უნივერსიტეტში შესაბამის პროგრამაზე გადმოსვლის უფლება. უნდა იქნეს გათვალისწინებული შემდეგი: დოქტორანტის გადმოყვანა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მას სადოქტორო პროგრამის 180 კრედიტიდან ასაღები დარჩა მინიმუმ 60 კრედიტი, ანუ 1 სასწავლო წელი. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე სწავლისას დაგროვილი კრედიტებიდან დოქტორანტს ჩაეთვლება მაქსიმუმ 120 კრედიტი.
•იმის მიხედვით, თუ რა მოცულობის სამუშაო დარჩა დოქტორანტს ჩასატარებელი, დაცვის საბჭო განუსაზღვრავს მას სწავლის ვადას: 1 წელი (მინიმალური ვადა), წელიწად - ნახევარი, ორი წელი.
• მეორე ეტაპი - პროგრამაზე დარეგისტრირება და ხელშეკრულების გაფორმება
თანხმობის მიღების შემდეგ დოქტორანტი დარეგისტრირდება პროგრამაზე და გააფორმებს ხელშეკრულებას უნივერსიტეტთან.
• მესამე ეტაპი – მოსამზადებელი პერიოდი: კონსულტანტ-ხელმძღვანელის შერჩევა, დისერტაციის სათაურის დაზუსტება და სხვ. მოსამზადებელი პერიოდის გასვლის შემდეგ (2 თვე), იწყება პროგრამა.

2005 წლის მაისში, საქართველო შეუერთდა 45 წევრიან ბოლონიის პროცესს. აღნიშნული გაერთიანების მიზანია ევროპის ერთიან სივრცეში შექმნას ევროპული უმაღლესი განათლების სისტემა, რომელიც ჰარმონიზებული იქნება აკადემიური ხარისხის სტანდარტებთან. სამოქმედო გეგმის თანახმად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს უნივერსიტეტები აამუშავებდნენ ახალ სადოქტორო პროგრამებს 2006 - 2007 წლისათვის. ამ განცხადების შესაბამისად, სუ-მ შეიმუშავა სადოქტორო პროგრამები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებდნენ 2006 წლის სექტემბრიდან.
 
1. 1. საკრედიტო სისტემა სუ-ში
•საქართველოს უნივერსიტეტში კრედიტების დაანგარიშების საფუძვლად აღებულია კრედიტების ევროპული სისტემა (ECTS):
•1 კრედიტი = 25 კრ/სთ., რომელშიც შედის, როგორც საკონტაქტო (ლექცია, სემინარი, კონსულტაცია...), ასევე დამოუკიდებელი სამუშაო.
სადოქტორო პროგრამის დახასიათება
სუ-ში სადოქტორო პროგრამაზე სწავლის ვადაა:
3 წელი - სრული-განაკვეთით სწავლის შემთხვევაში
4-6 წელი – ნაწილობრივი განაკვეთით სწავლის შემთხვევაში
სადოქტორო პროგრამა დასრულებულად ითვლება, თუ სტუდენტი იცავს სადოქტორო დისერტაციას.
თუ სტუდენტი განსაზღვრულ დროში ვერ ჩაეტია, ანუ ვერ მოასწრო დისერტაციის დაცვა, პროგრამაში დარჩენისა (ანუ პროგრამიდან არ ამორიცხვის) და უნივერსიტეტის საკვლევი ცენტრების მომსახურებით სარგებლობის მიზნით, მუშაობა უნდა გააგრძელოს ერთკრედიტიანი რეგისტრაციის რეჟიმში.
სადოქტორო კურსი – 180 კრედიტი
აქედან:
სალექციო კურსები/კონსულტაცია-სემინარები - 30 კრედიტი;
სადოქტორო დისერტაცია - 108 კრედიტი
სალექციო კურსების წაკითხვა – პედაგოგიური პრაქტიკა – 18 კრედიტი,
კონფერენციები და სხვა სახის სამეცნიერო აქტიურობა - 12 კრედიტი
პუბლიკაციები - 12 კრედიტი
არდადეგები/დასვენების დღეები:
1/24 აგვისტო; 23 ნოემბერი; 31/12-7/01 შობა-ახალი წელი; აღდგომის – ხუთი დღე (ხუთშაბათი-ორშაბათი); 26 მაისი.
 
სადოქტორო პროგრამა შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
1. მოსამზადებელი პერიოდი,
2. ლექცია-სემინარები,
3. პედაგოგიური პრაქტიკა;
4. კონფერენციები,
5. პუბლიკაციები
6. კვლევა/დისერტაცია.
მოსამზადებელი პერიოდი. დოქტორანტის რეგისტრაციიდან პროგრამის დაწყებამდე ორ თვიან პერიოდს მოსამზადებელი პერიოდი ეწოდება. ამ შუალედში დგინდება სადოქტორო დისერტაციის თემა, კონსულტანტ-ხელმძღვანელის ვინაობა, კონსულტაცია-სემინარების გრაფიკი, დოქტორანტის მიერ სასწავლო პრაქტიკით დოქტორანტურის I სასწავლო წელს გათვალისწინებული სალექციო კურსის დასახელება და კურსის წაკითხვის დრო, მზადდება სადოქტორო ნაშრომის კონცეფცია და დგინდება მისი განხილვისა და, შესაბამისად, დაცვის საბჭოს I სხდომის თარიღი.
ლექცია-სემინარები. დოქტორანტს სისტემატურად უტარდება ინდივიდუალური ლექცია-სემინარები. ლექცია სემინარები ტარდება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით. სულ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში განსაზღვრულია 10 ლექცია-სემინარი (თვეში 1-3), რომელთა საერთო ხანგრძლივობაა - 30 საკონტაქტო საათი (1 ლექცია – 3 ასტრონომიული საათი -180 წთ., - თვეში ერთხელ შეხვედრის შემთხვევაში; 90-90 წთ. თვეში ორჯერ შეხვედრის შემთხვევაში; 60-60-60 წთ. თვეში სამჯერ შეხვედრის შემთხვევაში). შეხვედრების სიხშირე და ხანგრძლივობა, ჩამოთვლილი შესაძლებლობების ფარგლებში დგინდება საკუთრივ დოქტორანტსა და ხელმძღვანელს შორის მოლაპარაკების შედეგად, რაც ეცნობება სადოქტორო სწავლების მენეჯერს, სათანადო განაცხადით. სადოქტორო სწავლების მენეჯერი, აღნიშნული განაცხადის საფუძველზე შეადგენს ლექცია-სემინარების სათანადო გრაფიკს და დოქტორანტის და ხელმძღვანელის ხელმოწერის ჟურნალს.
პედაგოგიური პრაქტიკა. დოქტორანტი ვალდებულია, სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტში წაიკითხოს სამი ექვს კრედიტიანი (ან ექვსი სამკრედიტიანი) კურსი (ყოველ წელს - თითო კურსი, ექვსკრედიტიანი კურსის შემთხვევაში, ან ორ-ორი კურსი სამკრედიტიანი კურსის შემთხვევაში). ბუნებრივია, კურსი წინასწარ უნდა დაიგეგმოს სკოლის დირექტორთან და პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად.
კონფერენციები. დოქტორანტმა პროგრამაზე სწავლის პერიოდში, აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში, სემინარებსა და სიმპოზიუმებში. სავალდებულოა სულ მცირე სამ კონფერენციაში მონაწილეობა – თითო წელს თითო კონფერენცია, მაგრამ შესაძლოა, რომ დოქტორანტმა არ მიიღოს მონაწილეობა კონფერენციაში სწავლების პირველ წელს, სამაგიეროდ სწავლების მეორე წელს მიიღოს მონაწილეობა ორ სხვადსხვა კონფერენციაში. თუ დოქტორანტმა არ მიიღო მონაწილეობა მინიმუმ სამ კონფერენციაში, რომელთაგან ორი მაინც იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის, ის ვერ დააგროვებს შესაბამის კრედიტებს (4კრ/სთ.×3=12კრ./სთ.).
კონფერენციაზე გატანილი მოხსენება არ უნდა წარმოადგენდეს გამოცემული სტატიების გამეორებას.
პუბლიკაციები. დოქტორანტმა პროგრამაზე სწავლის პერიოდში, აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს სულ მცირე 6 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ დისერტაციის უმნიშვნელოვანესი მიღწევების პუბლიკაციას. ნაშრომი უნდა იყოს გამოქვეყნებული ჟურნალებში, რომელთა ჩამონათვალი შემუშავებული აქვს უნივერსიტეტის იმ სკოლის დაცვის საბჭოს, სადაც მიდის დოქტორანტის სასწავლო პროგრამა. დოქტორანტს შეუძლია 6 სტატიის გამოქვეყნების ნაცვლად გამოაქვეყნოს 2 სტატია და 1 მონოგრაფია; ასეთ შემთხვევაში, მონოგრაფია არ უნდა იყოს 100 გვერდზე ნაკლები (გვერდად იგულისხმება A 4 ფორმატი, ერთბწკარიანი შუალედით); პუბლიკაციები არ უნდა იყოს კონფერენციაზე გატანილი მოხსენების განმეორება.
 
 
სადოქტორო პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია კვლევა და სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობა. პროგრამის ყველა ზემოთჩამოთვლილი ნაწილი, გარდა სალექციო-პედაგოგიური პრაქტიკისა, დოქტორანტს, ან კვლევის წარმოებაში ეხმარება (მაგ., ლექცია-სემინარები), ან ამ კვლევის შედეგებს ეფუძნება (კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება, გამოქვეყნებული სტატია). კვლევის საბოლოო პროდუქტის - სადოქტორო ნაშრომის მომზადება-დაცვაში დოქტორანტს ენიჭება სადოქტორო პროგრამით განსაზღვრული კრედიტების უდიდესი ნაწილი 108 კრ/სთ. (180 კრ./სთ.-დან). სადისერტაციო ნაშრომის მომზადება რთული პროცესია, რომელიც ზოგადად მეცნიერული უნარ-ჩვევების განვითარების გარდა, საკვლევი სფეროსა და დარგის მიმართულებით პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას მოითხოვს. ყოველივე ამის გათვალისწინებით აღნიშნულ ნაწილში სუ-ის სადოქტორო პროგრამა სამ მოდულად იყოფა:
1. მეცნიერული სრულყოფის მოდული;
2 პროფესიული სრულყოფის მოდული;
3. დისერტაციის მოდული.
მოდულების მიხედვით კრედიტები შემდეგნაირად ნაწილდება:
მეცნიერული სრულყოფის მოდული. აღნიშნული მოდულით დოქტორანტმა მეცნიერულად უნდა შეისწავლოს საკითხები და დაწეროს მაღალკვალიფიციური ნარკვევები შემდეგ მიმართულებებში:
•კვლევის მეთოდები და ტექნოლოგიები,
•ადამიანთმცოდნეობა,
•საზოგადოებათმცოდნეობა,
•სოციალური ინსტიტუტები და სისტემები
კვლევის მეთოდები და ტექნოლოგიები
კვლევის აღნიშნული ეტაპი მოიცავს სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნოლოგიებს. პროფესიონალისათვის ამ ეტაპზე კვლევა არ არის სიახლე. როდესაც ადამიანს პრობლემა აქვს, სხვა სიტყვებით, როდესაც აქტუალური ხდება გადაწყვეტილების მიღების მომენტი პრიორიტეტი ინფორმაციულობაა. ინფორმაციის მოპოვების გზა კვლევაა. კვლევის ეს ეტაპი გულისხმობს შემდეგ კომპეტენციებს:
• თეორიული ცოდნა
•ემპირიული ცოდნა
• პრაქტიკული ცოდნა
თეორიული ცოდნა - კომპეტენცია, რომელიც ქმნის საფუძველს ფაქტებისა და არგუმენტების წარმოდგენისათვის და ზოგადად, სამყაროს ადექვატური აღქმისათვის.
არსებობს კვლევის კლასიფიცირების რამდენიმე გზა:
•ობიექტური და სუბიექტური
•რაოდენობრივი და თვისობრივი
•ისტორიული, ექსპერიმენტული, მიმართულებითი, დაკვირვებითი, მიმოხილვითი და საილუსტრაციო მოდელების შესწავლის.
კვლევის თეორიის ფარგლებში არსებობს შემდეგი შეკითხვები:
•როგორ შეიცვალა კვლევის თეორიები დროთა განმავლობაში და რამ გამოიწვია ეს ცვლილება?
•რატომ არ განიხილავენ რაოდენობრივი მეთოდის მომხრეები კვლევის მეთოდად თვისობრივ მეთოდს.
•რას გულისხმობს კვლევის ეთიკური ნორმები?
ემპირიული ცოდნა - ეს კომპეტენცია გულისხმობს კვლევამდე აღმოჩენილის განხილვას და შედეგების გაანალიზებას. ემპირიული კომპონენტის მიზანია დაეხმაროს მკვლევარს იმ მიმართების გაანალიზებასა და შეფასებაში, რომელიც არსებობს კვლევის მეთოდებსა და საკვლევ სფეროს შორის. ემპირიული კომპონენტის ფარგლებში ისმის შეკითხვები

•რამდენად შეიცვალა კვლევის პროცესში გამოყენებული ტექნოლოგიები დროთა განმავლობაში,

•რამდენადაა თავად ემპირიზმი იმპერიული კვლევის საგანი.

პრაქტიკული ცოდნა - ეს კომპეტენცია წარმოადგენს თეორიული და ემპირიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ეფექტურ კონტექსტს.
საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ისწავლო კვლევა, უნდა იკვლიო, ეს კი ნიშნავს, რომ უნდა ეძებო საკვლევი სფერო და მისთვის შესაბამისი საკვლევი მეთოდი.
ადამიანთმცოდნეობა
მაღალ-კვალიფიციური ნაშრომი ადამიანთმცოდნეობაში. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენენ სხვადასხვა ფაქტორები, ესენია: ბიოლოგიური, შემეცნებითი (კიგნიტური), ფსიქოლოგიური და ზნეობრივი განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორები. ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ იმ ფსიქოლოგიურ კონტექსტზე (გარემოზე), რომელშიც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ადამიანები არ იცვლებიან ისე სწრაფად, როგორც ტექნოლოგია და ინფორმაცია. ჩვენ უნდა შევეგუოთ ახალ ფსიქოლოგიურ და (კოგნიტიურ) შემეცნებით კონტექსტს, რომელიც მოგვცემს ახალი ტექნოლოგიების და ინსტრუმენტალების გამოყენების საშუალებას. კაცობრიობის განვითარება გულისხმობს, რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად კეთებას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები არსებულ რეალობასთან მიმართებაში, იმავდროულოად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანური რესურსები არ არის ამოუწურავი, მაგრამ ის პოტენციალი, რომელიც ყოველ ჩვენგანში არსებობს უნდა პასუხობდეს ახალ რეალობათა მოთხოვნებს, შედეგად კი კაცობრიობის განვითარებას.
სუ-ში განხორციელებული ყველა სადისერტაციო კვლევა, მნიშვნელოვანია სოციალური ტიპის ცვლილებათა თვალსაზრისით; ნებისმიერი კვლევის შედეგს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, შემეცნებითი, ემოციური, ზნეობრივი, სულიერი, თუ ქცევითი მოდელებისა და ასპექტების ერთობლივი სიღრმისეული კვლევა.
კაცობრიობის განვითარება დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა გენეტიკა ფსიქო-სოციოლოგია, ეთნიკური, რასობრივი, კულტურული მრავალფერივნება. ეს ფაქტორები ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთ განმსაზღვრელია.
კაცობრიობის განვითაების თეორია სვამს კონკრეტულ შეკითხვებს:
  • რა მიმართებაა ადამიანის ზნეობრივ განვითარებასა და ეთიკის საკითხებს შორის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე?
  • რა კავშირია კაცობრიობის განვითარებასთან ადამიანის უნარი, მოახდინოს მოვლენათა, საგანთა, თუ ინდივიდთა დიფერენცირება?
  • როგორია ფაქტორთა წილი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში?
  • რომელი კულტურული ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას ადამიანის განვითარებაზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდნად განმსაზღვრელია ადამიანის განვითარებისათვის მისი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, რასა, ეროვნება, სქესი, თუ სექსუალური ორიენტაცია?
  • რამდენად ეხმარება ადამიანს განვითარებაში იმ სკოლათა მოღვაწეობა, რომელთა ორიენტირს წარმოადგენს აზროვნება ?
  • როგორ აისახა ადამიანის განვითარების ორდინალური და ექსტრაორდინალური შემთხვევები ლიტერატურასა და ისტორიაში?
  • რა წვლილი მიუძღვის ადამიანის განვითარებაში იმ თეორიებს, რომელთა ორიენტირსაც წარმოადგენს ადამიანის ასაკობრივი სტატუსის კვლევა?
  • რამდენად განმსაზღვრელია ადამიანის განვითარებისთვის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპისათვის შესაბამისი მახასიათებლები?
  • როგორია ახალი რეალობის მოთხოვნა ადამიანის გონებრივი, ფიზიკური, სოციალური, თუ პროფესიული მდგომარეობის მიმართ?
  • რა ვიცით და რა უფრო მნიშველოვანია, რა არ ვიცით, რა აკლია ჩვენს ცოდნას, გარემოსა და ადამიანებს შორის არსებულ მიმართულებათა შესახებ?
  • როგორია მიმართებათა ტიპი ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და შემეცნებით განვითარებას შორის ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე?
  • კაცობრიობის განვითარების თეორიის, რომელი სახელმძღვანელო პრინციპები გამოიყენა ადამიანმა, როგორც პროფესიონალმა?
  • კაცობრიობის განვითარების თეორიის რომელი ფაქტორები აღმოჩნდა დომინანტური ადამიანის სრულქმნისათვის?
საზოგადოებათმცოდნეობა
საზოგადოების განვითარება და ცვლილება მოიცავს მთელ საზოგადოებას, ისტორიული, კულტურული, ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამეცნიერო და ტექნიკური ასპექტების ჩათვლით. როგორც ადამიანები და პროფესიონალები, ვალდებულნი ვართ გავაცნობიეროთ და აქტიურად აღვიქვათ ის კონტექსტი, რომლის ფარგლებშიც ხდება ცვლილება. როგორც ადამიანები და პროფესიონალები, პასუხისმგებელნი ვართ ყველა ცვლილებაზე, როგორც სოციალურ, ისე კულტურულ დონეზე. სუ ეხმიანება განათლების, კულტურის და საზოგადოებრივ სფეროებში მიმდინარე ცვლილებებს. სოციალური და კულტურული ცვლილებები ხშირად განპირობებულია, როგორც კონსესუსით, ისე ურთიერთ საწინააღმდეგო ინტერესებით. ეს ინტერესები, როგორც წესი, დაკავშირებულია ბუნებრივ რესურსებთან, ეკონომიკურ შესაძლებლობებთან, პოლიტიკურ ძალაუფლებასთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან, პროფესიონალურ ასპექტებთან, კულტურულ და იდეოლოგიურ საკითხებთან. ზოგჯერ ცვლილება შეიძლება დაიგეგმოს, რათა დაკმაყოფილდეს ახალი რეალობის კონკრეტული მოთხოვნები და მოთხოვნილებები, ზოგჯერ კი ცვლილება დაუგეგმავი და სპონტანურია. ცნობილია, რომ კაცობრიობის ისტორიაში ბევრი არასასურველი ცვლილება გამოიწვია ომმა, დაპყრობამ და ბუნებრივმა კატასტროფებმა. დღეს თანამედროვე საზოგადოება იცვლება ისე სწრაფად, როგორც არასდროს. ტექნოლოგიური ცვლილებები ხშირად რთულია გასაცნობიერებლად.
იმისათვის, რომ გაიგო საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების სწრაფი და რთული ბუნება, უნდა გაიგო თეორიები, მოდელები და იდეები, რომლებიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ფილოსოფია, ეთიკა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, ანთროპოლოგია და იატორია.
აღნიშნული მოდულის პრიორიტეტებს წარმოადგენს:
1. საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებათა ბუნების განსაზღვრა და განხილვა;
2. სამი კლასიკური და ერთი საზოგადოებრივი თეორიის შედარება-კონტრასტის იდენტიფიცირება;
3. საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური და კულტურული ცვლილებების მიმართების განსაზღვრა საკვლევ სფეროსთან;
4. პროფესიულ სფეროში საზოგადოებრივ ცვლილებათა ზეგავლენის დემონსტრირება.
სწავლების შედეგები:
მკვლევარმა უნდა გააცნობიეროს საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური და კულტურული პროცესების ცვლილებათა თავისებურებები. მკვლევარმა კრიტიკულად უნდა შეაფასოს საზოგადოებრივ ცვლილებათა თეორიის ლოკალური და გლობალური ზეგავლენა საზოგადოებაზე. თეორიული ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მიმდინარე სიღრმისეული კვლევისათვის. ამ ტიპის ცოდნა მოიცავს განსჯასა და კრიტიკულ შეფასებას, მაკრო და მიკრო პარადიგმებს, თეორიებს, ხედვასა და პერსპექტივას, საყრდენი ცნებების იდენტიფიცირებას.
სოციალური ინსტიტუტები და სისტემები:
სოციალური სისტემების თეორია გვთავაზობს პრობლემის მთლიანობაში ხედვის მოდელებს.
აზროვნების ეს ფორმა ახდენს პრობლემის სეგმენტაციას, შემდგომ კი ათავსებს ცალკეულ სეგმენტებს სისტემაში და შეისწავლის სეგმენტთა შორის არსებულ მიმართებათა ტიპებს. სისტემების თეორია წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების სწორედ იმ მოდელს, რომლის გამოყენებაც ევალება დოქტორანტს კვლევის პროცესში. სისტემათა თეორია აღრმავებს დოქტორანტის ცოდნას სამყაროს, ხალხის, ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების შესახებ. ეს თეორია გვთავაზობს იმ საფუძვლების შესწავლას, რომელიც ეხმარება მკვლევარს დაინახოს საზოგადოება, როგორც ურთიერთდამოკიდებულ ქვესისტემათა მთლიანობა.
მოცემული ეტაპის დასრულების შემდგომ დოქტორანტს უნდა შეეძლოს:
•სისტემაზე ორიენტირებული თეორიული ცოდნის გამოყენება სოციალურ საკითხებთან მიმართებაში და მათი შეფასება;
•თავისი პროფესიის, ორგანიზაციისა და მისი პრობლემების ანალიზი და სისტემური ხედვა;
•საკვლევი პრობლემის სისტემათა თეორიის პერსპექტივიდან შესწავლა;
•სისტემათა თეორიისათვის შესაბამისი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენება სპეციფიკური პრობლემატიკის სფეროში.
ყველა ტექნოლოგია და მეთოდი წარმოადგენს იმ მექანიზმს, რომელიც ემსახურება დოქტორანტის მიერ დაგროვილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უზრუნველყოფას.
აღნიშნული ოთხი ნარკვევიდან თითოეული უნდა იქნეს შედგენილი აფა-ის სახელმძღვანელოს სტილში, ორბწკარიანი შუალედით დაწერილი 30/40 გვერდისაგან.
ნაშრომებს კითხულობენ საბჭოს წევრები და აძლევენ (ან არ აძლევენ) დოქტორანტს ჩათვლას. ოთხი ნაშრომიდან თითოეული ანიჭებს სტუდენტს 12 კრედიტს, სულ აღნიშნული მოდულით დოქტორანტი იღებს 48 კრედიტს.
პროფესიული სრულყოფის მოდული.
დოქტორანტმა მისი საკვლევი სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა შეისწავლოს ოთხი ისეთი პროფესიულ-სფეციფიკური საკითხი (შესაძლებელია ეს იყოს უცხო ენა), რომელსაც დაცვის საბჭო გადაწყვეტს, რაც სავალდებულოა მისი კვლევის სრულყოფილად წარმართვისათვის.
თითოეული საკითხის მიმართულებით მან უნდა წარმოუდგინოს სკოლის დირექტორსა და დაცვი