კრედიტი აღნიშნავს, თუ რა სიღრმით გაიარა სტუდენტმა ესა თუ ის კურსი, რა დრო დაიხარჯა სალექციო, სასემინარო, თუ დამოუკიდებელ მუშაობაზე.
საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს თანამედროვე საკრედიტო სისტემა, იგი ეფუძნება ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას.
კრედიტების გამოთვლების საფუძვლად აღებულია ევროპული სისტემა (ECTS):
25 საათი (სალექციო, სასემინარო და ინდივიდუალური მუშაობის) = 1 კრედიტს.
საბაკალავრო კურსი-240 კრედიტი
ხანგრძლივობა: 4 წელი, ანუ 8 სემესტრი;
მოცულობა: ზოგადი კურსები: 120 კრედიტი; ძირითადად - I_IV სემესტრები;
სპეციალური კურსები: 120 კრედიტი. ძირითადად - IV-VIII სემესტრები
სამაგისტრო კურსი-120 კრედიტი
ხანგრძლივობა: 2 წელი, ანუ 4 სემესტრი
მოცულობა: ზოგადი კურსები 40 კრედიტი;
სპეციალური კურსები 80 კრედიტი
|