English Version
გამოიწერეთ სიახლეები

ვებ.ფოსტა

სახელი
პაროლი  

 
best tracker

 

 












  საჯარო მოხელე – ადგილობრივი თვითმმართველობა

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება თბილისის მერიისა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან ერთად. კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს სსმუ-ს, თბილისის მერიისა და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ერთობლივად გაცემულ სერტიფიკატს.
კურსის ხანგრძლივობა
კურსის ხანგრძლივობა-12 კვირა
კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი

საგნების ჩამონათვალი
საჯარო სამსახურის სისტემები საქართველოში;
ადმინისტრაციული, კონსტიტუციური, მუნიციპალური სამართალი;
ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის საფუძვლები;
რეგიონული ეკონომიკის განვითარება და ურბანული დაგეგმარება;
სტრატეგიული მენეჯმენტი
ლექტორები
1. მარინა ასათიანი
2. ქართლოს ყიფიანი
3. ბადრი მაღრაძე
4. ნოდარ ხადური
5. სანდრო სვანიშვილი
6. თამარ ომიაძე


ცხრილი
სამშაბათი:
საგანი: სტრატეგიული მენეჯმენტი
საათი-18:30
აუდიტორია-504
ხუთშაბათი:
ადმინისტრაციული, კონსტიტუციური, მუნიციპალური სამართალი
საათი-18:30
აუდიტორია-504
შაბათი:
საჯარო სამსახურის სისტემები საქართველოში
საათი-11:00
აუდიტორია-504

რას შეისწავლის ეს კურსი ?

ადგილობრივი თვითმმართველობის კურსი შეისწავლის საკითხებს ადგილობრივი დონის ხელისუფლების შესახებ. აწვდის ინფორმაციის დაინტერესებულ პირებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის _ საკრებულოსა და მისი აღმასრულებელი ორგანოს – მერიის უფლებამოსილებების, კომპეტენციების, სტრუქტურისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობების შესახებ.
კურსი ინტენსიური და იტერაქციული სწავლების მეთოდით აწვდის ინფორმაციას მსმენელებს ადგილობრივი ერთეულების ქონების და ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით.
პროგრამის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაციულ საკითხებს. გაშუქდება ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც არსებითად განსხვავდება ძველისაგან.
განიმარტება საარჩევნო სისტემის ცნება, სახეები.
რაში მოგვეხმარება ეს კურსი ?

დღევანდელ პირობებში, როდესაც საქართველოში ხდება მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განსაზღვრა, მიღება და განხორციელებისათვის მზადება, ერთ-ერთ უმნიშველოვანეს პრობლემას წარმოადგენს მაღალკვალიფიცირებული საჯარო მოხელეების მომზადება.
ევროპული სტანდარტების ადგილობრივი თვითმმართველობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ, ადგილობრივი დონის მოსამსახურეებმა შეიძინონ საჭირო უნარჩვევები, აქტუალური თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის საფუძველზე მათ და მიიღონ მონაწილეობა დეცენტრალიზაციის რეფორმის აქტიურ განხორციელებაში.
რას მივიღებთ შედეგად ?

მომზადდება კვალიფიცირებული ადგილობრივი დონის მოხელეები, რომელთაც გამოუმუშავდებათ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები. ისინი შეიძენენ დემოკრატიულ სისტემაში საქმიანობისათვის საჭირო კვალიფიციურ ცოდნას იმ საკვანძო საკითხებზე, რომელიც მათი ყოველდღიური საქმიანობის მიმართულებას წარმოადგენს. ასევე მიეცემათ საშუალება შეიძინონ სოციალური და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები


საქართველოს უნივერსიტეტიდაგვიკავშირდით