რაში მოგვეხმარება ეს კურსი ?
ჩვენ ვეხმარებით ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მომუშავე პერსონალს სამუშაოს ანალიზისა და შეფასების თანამედროვე ობიექტური მეთოდების დაუფლებაში. ჩვენ გთავაზობთ სასწავლო პროგრამას, სადაც მსმენელბს საშუალება ეძლევათ ისწავლონ ინტერაქტიულ რეჟიმში და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. ასევე გეძლევათ საშუალება სასწავლო კურსის მსვლელობისას ყურადღება გაამახვილოთ თქვენი ორგანიზაციის სპეციფიკურ საკითხებზე. კურსები ასევე ფოკუსირებულია უნიკალური პრაქტიკული ცოდნის მიწოდებაზე უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისათვის, რომლებიც გეგმავენ კარიერას ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები შემუშავებულია და მსმენელებს მიეწოდებათ ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სპეციალისტების მიერ, რომლებსაც აქვთ ბრიტანეთის ფსიქოლოგთა ასოციაციის ლიცენზიები.
კურსი მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის შემდეგ მოდულებს:
• სამუშაოზე აყვანის ტესტირება;
• პიროვნული კითხვარები;
• სამუშაოს ანალიზის მეთოდები და კომპეტენტურობის განსაზღვრა;
• შესრულებული სამუშაოს შეფასება.
ამ კურსის მეშვეობით თქვენ მიიღებთ შემდეგ ცოდნას:
1. სამუშაოზე აყვანის ტესტირება
• ტესტირების ისტორია, ტესტის განსაზღვრება;
• ტესტების კლასიფიკაცია;
• სამუშაოზე დაქირავების ტესტების სახეები;
• ტესტების გამოყენების საფეხურები;
• ადმინისტრირება;
• შედეგების ათვლა (სტანდარტული გაბნევის კოეფიციენტის გამოთვლა,
• Z-ქულათა, T-ქულათა გამოთვლა);
• ათვლის სხვადასხვა სკალები;
• ნორმატიული ჯგუფები;
• კორელაცია;
• ტესტის ვალიდობა;
• ტესტის სანდოობა.
1. პიროვნული კითხვარები
• სამუშაოზე აყვანის პიროვნული კითხვარის გაცნობა;
• პიროვნული კითხვარის სახეები;
• პიროვნული კითხვარის შედეგების ინტერპრეტაცია და მართებულობა;
• სამუშაოზე აყვანის პიროვნულ კითხვარზე უკუკავშირის მიცემა.
სრული კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ:
• სამუშაოს ანალიზის ჩატარებას (საწყის ეტაპზე ზედამხედველობის ქვეშ);
• სამუშაოს უმთავრესი კომპეტენტურობების განსაზღვრას;
• სამუშაოთა აღწერილობების შედგენას;
• სამუშაო ქცევის დადებითი და უარყოფითი მაჩვენებლების განსაზღვარს და შეფასებას;
• ტექნიკური კომპეტენტურობების განსაზღვრას;
• უკვე არსებული კომპეტენტურობის მოდელის შეფასებას;
• სამუშაოს ანალიზის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სხვადასხვა ადამიანური რესურსების პროცესის დაგეგმვას;
• ვაკანსიების არსებობისას სელექციის პროცედურის სწორად წარმართვას:
• საკონკურსო განცხადების მომზადებას;
• აპლიკანტთა კომპეტენციების განსაზღვრისათვის შესაბამისი ტესტების შერჩევას;
• სხვადასხვა სატესტო მეთოდიკების ვარგისიანობის შეფასებას;
• გასაუბრების მომზადებას და წარმართვას;
• სამუშაოს შეფასების პროცესის დაგეგნვასა და სწორად წარმართვას.
სერტიფიკატებს მიიღებენ მხოლოდ მსმენელები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საბოლოო გამოცდას.
ყველა მონაწილეს მიეცემა საშუალება თავად შეავსოს პიროვნული კითხვარი და მიიღოს საკუთარი ფსიქოლოგიური პროფილი.