English Version
გამოიწერეთ სიახლეები

ვებ.ფოსტა

სახელი
პაროლი  

 
best tracker

 

 












  ადამიანური რესურსების მართვის ინფორმაციული სისტემები

კურსის ხანგრძლივობა ლექტორი – სერგო ცირამუა
კურსის ხანგრძლივობა 8 კვირა;
კვირაში 4 საათი,
სულ 32 საათი;
კურსის მიზანი
კურსის მიზანია ორგანიზაციებისა და საწარმოების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების თანამშრომლებს, პერსონალის (კადრების) მენეჯერებს, მცირე და საშუალო სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებს, აღნიშნულ სფეროში მუშაობის მსურველებს და დაინტერესებულ პირებს შეასწავლოს ორგანიზაციული დაპროექტების ეტაპები და ამოცანები, პერსონალის შეფასების, შერჩევისა და მართვის ამოცანების გადაწყვეტისას კომპიუტერის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, მაღალი საიმედოობის სამუშაო ჯგუფების ფორმირებისა და მართვის მეთოდები.
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. ორგანიზაციის სტრუქტურის, თანამშრომელთა CV-ების, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება საოფისე პროგრამის MS Word-ის გამოყენებით, დოკუმენტების სტანდარტიზაცია, სისტემატიზაცია და დაცვა.

2.
პერსონალის პიროვნული თვისებების, ზოგადი უნარ-ჩვევებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების შეფასების ტესტების მოძიება ინტერნეტში და მათი გამოყენება.

3
. პერსონალის პიროვნული თვისებების, ზოგადი უნარ-ჩვევებისა და პროფესიული ტესტების მომზადება საოფისე პროგრამების MS Excel-ისა და MS Access-ის გამოყენებით.

4
. პიროვნული თვისებებისა და ზოგადი უნარჩვევების კომპიუტერული ტესტირება.

5.
პერსონალის ფუნქციური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა, შეფასება, სამუშაო ჯგუფის ფუნქციური რესურსების მატრიცის შედგენა და შესაბამისი გრაფიკების აგება.

6.
ფუნქციური რესურსების მატრიცის ანალიზი პერსონალის მრავალფუნქციურობის კოეფიციენტის, სამუშაო ჯგუფის საიმედოობისა და მოქნილობის მაჩვენებლების საფუძველზე MS Excel-ის გამოყენებით.

7.
პერსონალის შეფასების (ტესტირების შედეგების) მონაცემთა ბაზების მომზადება MS Access-ის გამოყენებით, მონაცემთა ბაზის განახლება, მართვა, დაცვა.

8
. პერსონალის შერჩევა და ფუნქციების ოპტიმალურად განაწილება შეფასების მონაცემების საფუძველზე, სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირების გზების (ვარიანტების) მოდელირება, საუკეთესო ვარიანტის შერჩევა, მოქნილობისა და საიმედოობის მაჩვენებლების ამაღლება.

9.
სამუშაო ჯგუფებში პერსონალის ჩანაცვლების, ურთიერთშენაცვლების, ურთიერთკონტროლის, ურთიერთდახმარების პროცესების მართვა.
აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ორგანიზაციული დაპროექტების სხვადასხვა ეტაპზე ეცოდინება:
კომპიუტერული პროგრამების საშუალებით კადრების სტანდარტული დოკუმენტების მომზადება, შენახვა, განახლება, დაცვა.
პერსონალის პიროვნული თვისებებისა და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტების მოძიება ინტერნეტში და მათი ეფექტურად გამოყენება
პერსონალის პიროვნული თვისებების, ზოგადი უნარ-ჩვევების, ფუნქციური შესაძლებლობების ტესტების შედგენა საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, ტესტირების ჩატარება
პერსონალის მონაცემთა ბაზის შექმნა, განახლება, დაცვა
პერსონალის შეფასების მონაცემებით სამუშაო ჯგუფების ფუნქციური რესურსების მატრიცის შედგენა, ჯგუფის მოქნილობისა და საიმედობის შეფასება და ანალიზი
ობიექტურ შეფასებათა ბაზაზე მოქნილი, მაღალი საიმედოობის, ურთიერთშენაცვლებადი სამუშაო ჯგუფის ფორმირებისა და მისი ოპტიმალური მართვის მეთოდები
რას მივიღებთ შედეგად?
მიღებული ცოდნის ბაზაზე კადრების მენეჯერს ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს სრული წარმოდგენა ექმნება თითოეული თანამშრომლის პიროვნული თვისებების, ზოგადი უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების, ფუნქციური შესაძლებლობების შესახებ (არა მარტო რაოდენობრივად, არამედ ვიზუალურადაც, გრაფიკების სახით). მას გაუადვილდება ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ თუ რომელი სპეციალისტი უნდა ჩაანაცვლოს საჭიროების შემთხვევაში; ვისა და ვის შორის უნდა განახორციელოს ურთიერთშენაცვლება; ვინ საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას და რომელი ფუნქციის მიმართ; გაანალიზოს, თუ რომელია ჯგუფის სუსტი რგოლი, როგორ გააუმჯობესოს მდგომარეობა და ა.შ.
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სუ- სერთიფიკატი.

საქართველოს უნივერსიტეტიდაგვიკავშირდით