|
|
| კულტურა |
 |
კულტურული ღონისძიებები 2006/2007 სასწავლო წლისათვის
2006 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ე.წ. ”ჰელოვინ ფართი” გაიმართა. საბაკალავრო და სამაგსიტრო პროგრამების სტუდენტები საკარნავალო კოსტიუმებში ჩაცმულები მოვიდნენ ჰელოვინის აღსანიშნავად.
2006 წლის 9 ოქტომბერი - ექსკურსიის დღე
ექსკურსია შიო მღვიმეში
2006 წლის 29 ნოემბერი ფოტო გამოფენა
,,შეაჩერე წამი”
 საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სისტემატიურად აწყობს მსვლელობას თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში. 2006 -2007 სასწავლო წელს სტუდენტები უკვე სამჯერ ესტუმრნენ აღნიშნულ თეატრს და დაესწრნენ თეატრში გამართულ სპექტაკლებს.
24 სექტემბერი - ”წამი გარდასახვამდე”, ”აპოლონ მუსაგეტი” , ”სიზმრები იაპონიაზე”.
3 ნოემბერი - ბალეტი ”კონსერვატორია და ორი მტრედი”.
10 ნოემბერი - ბალეტი ”გედების ტბა”.
ტერენტი გრანელის საღამო | 2006 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, მერაბ კოსტავას სახელობის სახელმწიფო ლიტერატურულ-დრამატულმა თეატრმა ტერენტი გრანელის პოეზიაზე შექმნილი სპექტაკლი “მე რაღაც სხვა მსურდა” გამართა. სპექტაკლის შექმნის მიზანი იყო ტერენტი გრანელის პოეზიის გაცოცხლება სცენაზე და მისი ტანჯული სულისთვის პატივის მიგება. დამდგმელი რეჟისორი – იგორ საბო, მონაწილეობდნენ – მამუკა პავლიაშვილი, ლელა მახნიაშვილი – სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ანა საბო - პანტომიმის თეატრის სტუდიელი.
|