I მოდული - ძირითადი საგნები:
EURS 5100 ევროპის ისტორია I (1914 წლამდე)
კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს ევროპის ისტორია, ევროპელთა ურთიერთობები ერთმანეთთან და კავშირი დანარჩენ მსოფლიოსთან უძველესი ხანიდან 1914 წლამდე. კურსის ბოლოს სტუდენტებს ეცოდინებათ ევროპის ისტორიის ძირითადი და მნიშვნელოვანი მომენტები; იმ იდეების, სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების, ინდივიდების მნიშვნელობა, რომლებმაც შეცვალეს სამყარო; ჩამოუყალიბდებათ ის ძირითადი უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია დამოუკიდებელი ისტორიული აზროვნებისათვის.
EURS 5200 ევროპული სამართალი
სამაგისტრო კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ სასამართლო სისტემის ისტორიას და თანამედროვე მდგომარეობას ევროპაში. Kკურსის მოსმენის შემდეგ მათ ეცოდინებათ როგორ მიმდინარეობდა ევროპული სამართლის ჩამოყალიბებისა და დახვეწს პროცესი, რა როლი ითამაშა სამართლებრივი აზროვნების ევროპულმა გამოცდილებამ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შემუშავების პროცესში. მათთვის ცნობილი გახდება ძირითადი ევროპული სამართლებრივი ნორმები.
EURS 5300 ევროკავშირის ეკონომიკა
კურსი მოიცავს ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის დეტალურ ანალიზს 1950 წლიდან დღემდე. განიხილება ეკონომიკური ინტეგრაციის ისეთი ეტაპები, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, საბაჟო კავშირი, საერთო ბაზარი, ერთიანი ბაზარი, ეკონომიკური და მონეტარული კავშირი და ერთიანი ვალუტა. ევროკავშირის გაფართოებამ აღმოსავლეთის მიმართულებით დღის წესრიგში დააყენა კოპენჰაგენის კრიტერიუმების შემუშავება, კანდიდატი სახელმწიფოებისა თვის. კურსი მიმოიხილავს კოპენჰაგენის კრიტერიუმების ეკონომიკური ნაწილის შესრულების ანალიზს კანდიდატი სახელმწიფოების მიერ. განიხილება ასევე ამ სახელმწიფოებში ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისა და კონკურენტუნარიანობის დონის ასამაღლებლად გატარებული რეფორმები. მსმენელები გაეცნობიან ერთიანი ვალუტის, ევროს შემოღების ეტაპებს და ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების ევროპის ცენტრალური ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ფონდის საქმიანობასა და სტრუქტურას. კურსი მოიცავს ასევე, სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, როგორც პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ასევე, ევროკავშირის ახალი სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში
EURS 5400 გეოგრაფია, გეოპოლიტიკა და რეგიონული კვლევები
კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს აშშ-ის, კანადისა და ევროპის გეოგრაფიის ფიზიკური, ჰუმანური, ეკონომ-გეოგრაფიული, პოლიტიკური გეოგრაფიის ასპექტები. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ ღრმა ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: აშშ-ის, კანადის, ევროპისა და კავკასიის ტერიტორიები და საზღვრები, კლიმატი და კლიმატური ზონები, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა, სამრეწველო რეგიონები, სავაჭრო მარშრუტები, დემოგრაფია, მსოფლიო ეკონომიკური ორგანიზაციები და მათი როლი. გაეკვევიან თუ რა როლს თამაშობს კასპიისპირეთში ენერგეტიკული რესურსების არსებობა და მათი ტრანსპორტირების გზები პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე (ინტეგრაციულ და დეზინტეგრაციულ პროცესები). კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ ღრმა ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კასპისპირეთის ენერგეტიკული რესურსების მოცულობა და მათი პოტენციური ადგილი საერთაშორისო ბაზრის მომარაგების საქმეში; პირველი და მეორე მსოფლიო ომების ენერგეტიკული ასპექტები ბაქოს და კავკასიის ნავთობის რაკურსში, აშშ-ის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნავთობის კრიზისები და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია - თანამედროვე როლი და პოტენციალი.
EURS 5500 ევროპის ქვეყნების კულტურა და ლიტერატურა
კურსის მიზანია, გააცნოს მსმენელებს ევროპული ლიტერატურის ისტორია, ლიტერატურული ჟანრებისა და მიმართულებების ძირითადი ასპექტები. კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან სხვადასხვა ეპოქისა და ხასიათის ლიტერატურულ ნაწარმოებებს.
EURS 5600 ევროპის ისტორია II (1914 -1945)
კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს ევროპის ისტორია, საზოგადოება 1914 -1945 წლებში. კურსის ბოლოს სტუდენტებს ეცოდინებათ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების ისტორიის ძირითადი და მნიშვნელოვანი მომენტები; საერთაშორისო ურთიერთობების თავისებურაბანი ორ მსოფლიო ომს შუა პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიები.
AMS 5700 მასმედია აშშ-სა და ევროპაში
სასწავლო კურსი დაფუძნებულია ჟურნალისტური უნარ–ჩვევებისა და მისი მნიშვნელობის შესწავლაზე. კურსის მსვლელობისას სტუდენტები გაეცნობიან ტრადიციული ჟურნალისტიკის საფუძვლებს - დამახსიათებელს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ასევე, ევროპის ქვეყნებში გავრცელებული პრინციპებისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტიკის საფუძველშივე დევს დემოკრატიულობისა და თავისუფლების პრინციპები, კურსის ძირითადი ნაწილი აგებულია მასმედიის როლზე, როგორც დემოკრატიაში, ასევე, სოციალურ სფეროში და ეთნიკურ საკითხებთან არსებული პრობლემებში.
კურსის დასრულებისას სტუდენტები შეიძენენ ღრმა ცოდნას იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს ჟურნალისტიკა საზოგადოებრივი ყოფის ნებისმიერი მიმართულების განვითარებასა და სრულყოფაში.
EURS 5800 ევროპის ინტეგრაციის ისტორია
კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს ევროპული ინტეგრაციის ძირითადი ეტაპები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. კურსი კონცენტრირებულია შემდეგ საკითხებზე:
ინსტიტუციური განვითარება, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, დინამიკა და პოლიტიკის ფორმირება ევროკავშირში; სამთავრობათაშორისო კონფერენციები და სახელშეკრულებო რეფორმა; ეროვნული, ინსტიტუციური და არასახელმწიფოებრივი სუბიექტების როლი; ეკონომიკური და სავალუტო კავშირისა და გაფართოების პერსპექტივები; პასუხისმგებლობისა და ლეგიტიმურობის პრობლემა; ევროპული პოლიტიკა სუბნაციონალურ, ნაციონალურ და ზენაციონალურ დონეზე.
EURS 5900 ევროკავშირის სტრუქტურა, კონსტიტუცია, სასამართლო სისტემა
კურსი მოიცავს ევროკავშირის შეთანხმებების (როგორც ძირითადი, ასევე დამფუძნებელი) ევოლუციის პროცესის ანალიზს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ევროკავშირის საკონსტიტუციო შეთანხმებაზე, რომელიც ოთხი ნაწილისაგან შედგება. აღნიშნული ტექსტი შემუშავდა ევროპის კონვენტის მიერ და წარდგენილ იქნა თესალონიკის ევროპული საბჭოს სამიტზე. სტუდენტები გაეცნობიან ევროკავშირის ინსტიტუტების სტრუქტურას, როგორც არსებულ, ასევე, ევროპის საკონსტიტუციო შეთანხმებაში შემოთავაზებულ ვერსიაში. გათვალისწინებულია ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების საკონსტიტუციო მოდელების განხილვა და მათი შედარებითი ანალიზი. კურსი ითვალისწინებს ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების კომპეტენციების, თანამეგობრობის აქტების, პრეცენდენტული სამართალის და aquis Communaitre–ის მიმოხილვას. განიხილება ასევე, თანამეგობრობის სახელით დადებული შეთანხმებები (ასოცირებული შეთანხმებები, სტაბილიზაციისა და ასოციაციის შეთანხმება, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება და ა.შ.) და მათგან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები.
EURS 6200 ადამიანის და უმცირესობათა უფლებები ევროპაში
კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანის და ეთნიკურ, რელიგიურ ან სექსუალურ უმცირესობათა უფლებრივ მდგომარეობას ევროპაში, იმ თავისებურებებს, რომელიც ევროპის ქვეყნების ისტორიას ახასიათებდა ამ უფლებათა მოპოვების გზაზე. ბრძოლას თანაბარი უფლებების მოსაპოვებლად და თანამედროვე სამართლებრივ ნორმებს ამ სფეროში.
ოთხი კურსი შემდეგი ჩამონათვალიდან:
AMS 6500 აშშ და ევროპა გლობალურ არენაზე;
EURS 6400 ევროპის ინტეგრაცია, აღმოსავლეთ ევროპა და საქართველო;
EURS 6200 ადამიანის და უმცირესობათა უფლებები ევროპაში;
EURS 6200 სტრატეგიული მენეჯმენტი;
IREL 5100 საერთაშორისო ურთიერთობების თეორია.
LAWB 1110 სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია;
განათლებისა და კულტურის მენეჯმენტი
ძირითადი საგნები:
LACM/EM 5100 კვლევის მეთოდები განათლებასა და კულტურაში
კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მთელი რიგი იმ კვლევითი ტრადიციებისა, რომლებიც ჩამოყალიბდა განათლებასა და კულტურაში. განსაკუთრებით კი საკითხები, რომლებიც ამ სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. კურსში განსაზღვრულია კვლევის ის ხარისხობრივი და თვისობრივი მეთოდოლოგიები, რომლებიც კვლევის ზოგად ტრადიციებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული კურსი დაეხმარება სტუდენტებს გამოიყენონ. მიღებული ცოდნა სხვადასხვა ტიპის ნაშრომების შესრულებისას.
LACM/EM 5200 განათლებისა და კულტურის შედარებითი სისტემები
კურსი ფოკუსირებულია განათლებისა და კულტურის სისტემების შედარებით ანალიზზე და უზრუნველყოფს მართვის ისეთი ასპექტების თეორიულ და პრაქტიკულ გაცნობიერებას, როგორიცაა ორგანიზაციის ტიპები, ლიდერობა,
გადაწყვეტილების მიღება, მოტივაცია, ცვლილებები ორგანიზაციაში და სხვა.
LACM/EM 5300 განათლებისა და კულტურის პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა კურსის შესავალში მიმოიხილება საგანმანათლებლო და კულტურულ
პოლიტიკას შორის არსებული კავშირები. კურსის ფარგლებში ახალგაზრდებს ჩამოუყალიბდებათ გააზრება კულტურული და საგანმანათლებლო პოლიტიკის დ იმ მნიშნელოვან პოლიტიკური თეორიებს, რომელბსაც ეფუძნება ამ მიმართულებით მიღებული პოლიტიკური გადაწყვვეტილებები. შეისწავლება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პოლიტიკური გადაწყვეტილების შემუშავება, მიღება და იმპლემენტაცია; რელევანტური საკანონმდებლო და ეთიკური საკითხები. ასევე მოხდება კულტურისა და განათლების პოლიტიკაში ცვლილებების გამომწვევი ფაქტორების მიმოხილვა, ამ ცვლილებების ევოლუცია და საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის საშუალებები.
ANTH 5400 სემინარი კულტურული ანთროპოლოგიაში. კულტურული ანთროპოლოგია არის შედარებითი მეცნიერება, რომლის მიზანია დაადგინოს კულტურის დეფინიციები, კულტურული სხვაობები ხალხთა შორის და ახსნას ეს სხვაობები მათი განვითარების ისტორიის რეკონსტრუქციით, მიგრაციითა და ურთიერთქმედებით. დაასაბუთოს, რომ კულტურა არის ის სტრუქტურა, რომელიც კრავს ეთნოსს და იცავს მას დანაწევრებისგან; შეისწავლოს კულტურათაშორისი კავშირები და კულტურის დინამიკა; შიდაკულტურული პარადიგმები და ღირებულებათა სისტემები, ზოგადად კულტურა, როგორც ადამიანის არსებობის ფორმა. სტუდენტები გაეცნობიან ძირითად ანთროპოლოგიურ თეორიებს და თანამედროვე მიდგომას ადამიანის, როგორც კულტურული ფენომენის და მის მიერ შექმნილი საზოგადოების მახასიათებლების შესახებ, რომლის მეშვეობითაც იქმნება ცვლილებებთან ადაპტაციის მექანიზმი.
LACM/EM 5500 განათლებისა და კულტურის ეკონომიკა და ფინანსები
ეს კურსი განათლებისა და კულტურის დარგებში მომავალი მმართველებისთვის არის გათვლილი. იგი მოიცავს განათლებისა და კულტურის ეკონომიკის ძირითად პრინციპებსა და დებულებებს, ეკონომიკის რელევენტურობას და მისი პრინციპების ზეგავლენას საზოგადოების განვითარებაზე. კურსი მოიცავს ფინანსური სისტემების ნიმუშს განათლებასა და კულტურაში, შემოსავლის წყაროებს, განათლებასა და კულტურას, როგორც სახელმწიფოს ფუნქციას და
მასში ადგილობრივი მმართველობის ინტერესს. შკოლის მართვა, აუდიტი, საბუღალტრო აღრიცხვა., რისკის მართვა და დაზღვევა განათლებისა და კულტურის სფეროებში - კურსის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.
LACM/EM 5600 ლიდერობა ორგანიზაციებსა და ჯგუფებში
კურსისი მიზანია ლიდერობისა და ადამიანური ყოფაქცევის ძირითადი კონცეფციების კრიტიკული გააზრების უნარების განვითარება. სტუდენტები გაანალიზებენ საკუთარ ორგანიზაციებსა და მოქმედებებს. იმსჯელებენ და ჩამოაყალიბებენ მართვისა და ლიდერობისათვის არგუმენტებს. გარდა ამისა, კურსის მიზანი არის ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარება; ორგანიზაციის ხედვის ჩამოყალიბება და დადებითი ორგანიზაციული კულტურის შექმნა და შენარჩუნება. სტუდენტები მიიღებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ ჩვევებს ლიდერის ხედვის განვითარებასა და მისიისა და მიზნების გრძელვადიანი, საშუალო და მოკლევადიანი მიზნების სიბრტყეში გადატანაში. ლიდერეობის შესახებ ცონდა მოიცავს როგორც ლიდერობის ფორმებსა და სტილს, ასევე ჯგუფის დინამიკას, გუნდის შექმნას, თანამშრომლობას, კომუნიკაციას და კონფლიქტის გადაწყვვტას.
LACM/EM 5700 რესურსების მენეჯმენტი განათლებასა და კულტურაში
კურსი შემუშავებულა საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებში ადამიანური და მატერიალური რესურსების მართვის საკითხების შესწავლის მიზნით. ძირითადი აქცენტი მაინც კეთდება ადამიანური რესურსების მართვის ეფექტურობის პროცესებზე. კურსში განხილულია ადამიანური რესურსების მართვის რვა ძირითადი განზომილება. ადამიანური რესურსების დაგეგმვა, დასაქმება, შერჩევა, სწორი გგანთავსება, კადრების განვითარება, შეფასება, დაჯილდოება, კოლექტიური მოლაპარაკებები. სტუდენტები ასევე მიმოიხილავენ იმ კონტექტ, რომელშიც ხდება ადამიანური რესურსების მართვა და განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საკანონმდებლო, ეთიკური დაპოლიტიკური საკითხები ადამიანური რესურსების მარვის სფეროში.
აღნიშნული კურსი არის ინტერდისციპლინარული და მოიცავს ეროვნული კულტრის და მემკვიდრეობის მართვის სხადასხვა ასპექტს, რომლებიც იძლევა ქცვეყნის მრავლაფეროვნების გაცნობის, დაცვის და განვითარების საშუალებას. შტუდენტები დაუკავშირეენ თანამედროვე გამოცდილებას ისტორიულ ფესვებს და გადმონაშებს და შეისწავლიან კავშირებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ცნებას შორის. ასეთებია, მაგალითად, ინდენტურობა, ეთნოსი, კულტურა და ერი. ურსის ფარგლებში ასევე მიმოიხილება სხვადასხვვა ხელოვნებასთან ასოცირებული რესურსი: მუზეუები, გალარეები, თეატრები, და ისტორიული მნიშვნელობის მქონე რესურსები. ყოველივე ზემოთხსენებული განიხილება კულტურულ მოვლენებთან, ღონისძიებებთან და მართვასთანკავშირში. კურსი იწყება კულტურის პოზიციიდან და მიმართულია ბინზნეს-ორიენტაციის მქონე ლიდერების ჩამოყალიბებაზე.
LACM/EM 5800 აკადემიური კვლევა და წერა
კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან აკადემიური მიზნებით და აუდიტორიისათვის წერას; კრიტიკული აზროვნებისა და კითხვის უნარ-ჩვევებს. ასევე მოემზადებიან უფრო მაღალი დონის აკადემიური დავალებებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფორმაციის ამოღებას და კვლევითი ნაშრომის შექმნას. სტუდენტები განივითარებენ აღნიშნულ უნარ-ჩვევებს არსებული წერილობითი ნიმუშების შესწავლითა და საკუთარი ინტელექტუალური პროდუქტის შექმნით ბეჭდვითი და ინტერნეტ მასალების გამოყენებით. კურსის ფარგლებში შეისწავლება წერის მნიშვნელობა და პროცესი, ესეს და პარაგრაფის განვითარების რიტორიკული პრინციპები; კვლევითი ნაშრომების წერა; კრიტიკული და ანალიტიკური წერა; არგუმენტაცია და სხვა. სწავლება დაფუძნებული სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაზე, რომელშიც მოიაზრება სტუდენტზე ფოკუსირებული მიდგომა, აქტიური და თანამშრომლობაზე დამყარებული სწავლა. საბოლოო მიზანია ისეთი სტუდენტების ჩამოაყალიბება, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე კურიკულუმის მაღალ მოთხოვნებსა და გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას.
LACM/EM 5900 ორგანიზაციული განვითარება და სტრატეგიული მენეჯმენტი აღნიშნული კურსის დფრგლებში სტუდენტები გაეცნობიან სტრატეგიული მენეჯემეტის ცნებას თანამედროვე ოგანიზაციებში და ასევე იმ პრობლემატიკას, რომელიც ზეოქმედებას ახდენს კულტურისა და განათლების სექტორებზე.; ორგანიზაციის განვითარებისა და მართვისას სათანადო სტრატეგიულ ხერხებსა და მეთოდებს. სტუდენტები შეისწავლიან უფრო ფართო საკითხებსაც, როგორებიცაა, მაგალითად ორგანიზაციული თეორია და დიზაინი, ორგანიზაციული სტრუქტურა და თეორია. კურსის ფარგლებში სტუდენტები გაიღრმავებენ და გაიფართოვებენ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, რომელბიც უფრო ადრე ჰქონდათ მიღებული. მათ ასევე შეექმნებათ უფრო კომპეტენტური და ფართო წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როგორ ვითარდება ორგანიზაცია. საბოლოო ჯამში, ორგანიზაციული განვითარებისა და სტრატეგიული მართვის კურსი დაეხმარებათ მომავალ მმართველებს ორგანიზაციული განვითარების პროცესის უკეთესად გაცნობიერებაში, სტრატეგიულ მართვასა და პროცესის ეფექტურ კონტროლში.
LACM/EM 6000 ხარისხის მართვა განათლებისა და კულტურის ორგანიზაციებში
კურსი ფოკუსირებულია განათლებასა და კულტურაში ხარისხის ცნების სხვადასხვა ასპექტზე. მასში მიმოიხილება განათლებისა და კულტურის ხარისხის ყველა განზომილება საკუთრივ ხარისხის ცნების განსაზღვრიდან და ხარისხის უზრუნველსაყოფად სტრატეგიების შემუშავებიდან – მონიტორინგისა და შეფასების სისტემების შემუშავებამდე. კურსი ხარისხის მართვში დაეხმარება პოტენციურ მმართველებს ეფექტური ცვლილებების შეტანაში მათ მომავალ ორგანიზაციებში.
LACM/EM 6100 ფონდების მოძიება და პროექტების მართვა
კურსის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან, თუ როგორ შეიტანონ წვლილი ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში სახსრების მოზიდვის სათანადოდ შემუშავებული მეთოდების გამოყენებით. სტუდენტები გაეცნობიან იმ ცნებებსა და საშუალებებს, რომლის წყალობითაც შემდგომში მათ ორგანიზაციებს ექნებათ სახსრების მოზიდვის გაფართოების შესაძლებლობა. კურსისი სწავლებისას დიდი ყურადღება მიექცევა მიღებული ცოდნის გამოყენებას, სტუდენტებს მოუწევთ ფინანსების მოზიდვის გეგმის შესრულება. Pპროგრამა ასევე ითვალისწინებს პრეოქტების დაგეგმვისა და კონტროლისათვის საჭირო უნარ_ჩვევების დახვეწას, ადამიანური ფაქტორის გაცნობიერებას მისი პროექტის საბოლოო შედეგზე ზემოქმედების მხრივ. Lლექციებზე ასევე განიხილება პროექტის მართვის ციკლი, მისი პარამეტრების განსაზღვრა და პროექტის მენეჯერის როლი.
LACM/EM 6200 ორგანიზაციული დაგეგმვა და განვითარება
კურსის მიზანი არის ორგანიზაციებისათვის და ცალკეული ადამიანებისათვის საქიანობის ეფეტურობისა და დასახული მიზნების სტრუქტურის შემუშავება. მენეჯმენტისადმი არსებულ სხვადასხვა მიდგომას შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტის ციკლურ მენეჯმენტს, რომელიც განსაზღვრავს პროექტს, როგორც ურთიერთდამოკიდებული ციკლებისგან შემდგარ პროცესს: პროექტის დაგეგმარების მატრიცის დიზაინი, ლოგიკური ჩარჩო--მიდგომა; პროექტის კონცეფციისა და ლოგიკის შემუშავება, სამოქმედო გეგმების შემუშავება; პროექტისთვის ეფექტური ბიუჯეტის და რესურსების ეფექტური გადანაწილების განსაზღვრა; პროექტის მონიტორინგი და უკეთესი ანგარიშების მომზადება.
LACM/EM 6300 გამოყენებითი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებასა და კულტურაში
აღნიშნული კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სათანადო გამოყენება კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულელებსში და ღონისძიებებზე. კურსი მოიცავს ინფორმაციის მოძიებისა და მართვის ძირითად უნარ-ჩვევებს; ასევე განათლებასა და კულტურაში მონაცემთა ბაზების შექმნას. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ გეოინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რომლებიც დაეხმარებათ მათ მონაცემთა ბაზების ვირტუალური სახის შემუშავებაში. აღნიშნული კურსის ფარგლებში სტუდენტები ასევე გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ცოდნის მართვის სიტემების სპეციფიკა, ტელეკომუნიკაცილური სისტემები და დისტანციური სწავლება განათლებასა და კულტურაში. Kკურსის ფარგლებში ყურადღება მიექცევა სასწავლო კურიკულუმებში ტექნოლოგიის ინტეგრირებას, რათა შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები საგრძნობლად აამაღლებენ სწავლის პროცესის ხარისხს და განაპირობებენ რეალურ ცვლილებებს.
LACM/EM 6400 ახალი პედაგოგიკა და ლიდერობა განათლებაში
კურსი მოიცავს განათლების თეორიებს და ფოკუსირებას ახდენს განათლების დარგში ლიდერობისათვის საჭირო მოთხოვნებზე. Kმის ფარგლებში განხილულ თემათა შორის, აქცენტი კეთდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ეფექტური სწავლებისა და სწავლის თეორია და პრაქტიკა; მოტივაციისა და ლიდერობის თეორიები. სტუდენტები შეიძენენ ცოდნას და უნარებს ინტრუქციულ ლიდერობაში, კურიკულუმში, სტუდენტის სწავლის დონის შემოწმებაში, შეფასებასა და ადამიანური რესურსების მართვაში. აღნიშული კურსი ასევე ყურადღებას უთმობს სკოლის დონეზე განათლების სფეროს მმრთველის როლსა და ფუნქციებს; სკოლის ხედვის შემუშავებიდან, გადაწყვეტილების მიღებიდან საზოგადოებასთან ურთიერთობებამდე, სკოლის დაფინანდებასა და რესურსების მართვამდე.
LACM/EM 6500 უწყვეტი განათლება
კურსი აგებულია ზრდასრულ ადამიანთა განათლების სხვადასხვა ასპექტზე და მუდმივი სწავლის ცნებაზე. სტუდენტებს შესაძელებლობა მიეცემათ გაეცნონ ზრდასრულთა განათლებას, საგანგებო სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგიებს, კურიკულუმის შემუშავებას და მსგავს საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მუდმივი განათლების სისტემის შემუშავებასა და მართვას საქართველოში და სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, ამ მხრივ არსებულ გამოწვევებსა და გადაწყვეტის გზებს, იურიდიულ საკითხებს, პოლიტიკას და პროექტების განვითარებას.
LACM/EM 6600 არტმენეჯმენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობები
კურსის მიზანია აღზარდოს მობილური, კომუნიკაბელური და ორგანიზებული მმართველები, რომლებც შეძლებენ იმუშავონ კულტურული ინდუტრიის სხვადასხვა სფროში. სტუდენტები გაეცნობიან კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას, პროექტების მომზადებას, მას-მედიასთან მუშაობას, თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კულტურის მართვის სფეროში. ყურადღება დაეთმობა მართივის მეთოდებს, რომლებიც წარმატებული საზოგადაებასთან ურთიერტობის პროექტებისათფის და ფუნქციებისათვის. შტუდენტები განიხილავან ცალკეულ შემთხვევებს და მონაწილეობას მიიღებან ნამდვილ საზოგადოებასთან ურთიერთობების კამპანიებში.
LACM/EM 6700 არქივებისა და ბიბლიოთეკების მართვა
აღნიშნული კურსის მიზანი არის სტუდენტების ყურადღების მიპყრობა საჯარო ბიბლიოთეკებისადი, როგორც ინფორმაციის სააგენტოებისადმი ცვალებადდი სოციო-კულტურული, ეკონომიკური და ტექნოლოგიური გარემოს პირობებში. კურსი ეფუძნება გლობალურ და ადგილობრივ გამოცდილება და პერსპექტივებს. Aასევე გნიხილეა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ბიბლიოტეკებში, შესაბამისი გამოწვევები და შესაძლებლობები. სტუდენტები გაეცნობიან ადამინაური რესურსებისა და ტექნოლოგიების როლს საჯარო ბიბლიოთეკების, მათი რესურსების და სერვისებისთანამედროვე სტანდარტებთან შესატყვისობაში მოყვანაში. ურსისი ფარგლებში სტუდენტები ასევე გაეცნობიან შედარებით ტრადიციულ თემებს, ისეთებს, როგორიცაა, კოლექციების განვითარება, პოლიტიკა და დაგეგმარება, ბიბლიოთეკების ავტომატიზაცია, ბიბლიოთეკების მართვა და არქივების მართვა
LACM/EM 6800 კულტურული ტურიზმი
კულტურული ტურიზმი
უკანასკნელი წლების ტურისტული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ინგრედიენტი იყო ქვეყნების პოპულარიზაცია კულტურია პროპაგანდირების გზით. აღნიშნულ კურსში მოცემულია კულტურული ტურიზმის ფართო ხედვა: მაღალი დონის კულტურიდან და შესაბამისი დღესასაწაულებიდან დაწყებული, პოპულარულ კულტრამდე, ადგილობრივ ჩვეულებებამდე და მემკვიდრეობამდე. კურსი ახდენს ორი პერსპეტივის კომბინირებას: ხელოვნებისა და მემკვიდრეობის ცულტურალ ტურიზმთან ასოცირებას და კულტურული ტურიზიმის მართვას ადგილობრივ, რეგიონალური და საერთაშორისო დონეზე.სტუდენტები. სტუდენტეგბი განივითარებენ და გაეცნობიან კულტურული ტურიზმის ანალიზის თეორიულ მხარეებს, შეფასებენ კულტურული ტურიზმის მნიშვნელობის ზრდას ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე და ახლოს გაეცნობიან კულუტრული ტურიზმის პოლიტიკას, სტრატეგიებსა და გამოცდიელბას.