დირექტორისაგან
მოგესალმებით საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების სკოლის დირექტორი
ძვირფასო სტუდენტებო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ საქართველოში დღეს არსებული მრავალ უნივერსიტეტს შორის სწორედ საქართველოს უნივერსიტეტზე გააკეთეთ არჩევანი. პირობას გაძლევთ, რომ თქვენი არჩვენის გამო არასდროს ინანებთ, რადგან ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა მიმართულება და საგანი, რომელსაც თქვენ ეუფლებით, თანამედროვე განათლების სისტემაზე და საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ვიდრე ჟურნალისტიკისა და მასკოუნიკაციების სკოლა ჩამოყალიბდებოდა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ბევრი ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორი ტიპის სწავლება შემოგვეთავაზებინა თქვენთვის და არჩევანი დასავლურ მოდელზე შევაჩერეთ, რადგან სწორედ თანამედროვე მოთხოვნებზე დაყრდნობითა და მათი გათვალისწინებითაა შესაძლებელი კარგი მენეჯერბის და სპეციალისტების აღზრდა.
დღეს საქართველოს სჭირდება ახალი ტიპის სპეციალისტები, რომლებიც კარგად ადაპტირებულები იქნებიან საერთაშორისო მოთხოვნებთან. 21-ე საუკუნე ხომ კომუნიკაციის ათასწლეულია და აქედან გამომდინარე თქვენ ამ პერიოდის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ადამიანები ხართ. მხოლოდ თეორიისა და პრაქტიკის სინთეზის მეშვეობითაა შესაძლებელი ისეთი სპეციალისტების აღზრდა, რომლებიც საქართველოს მომავალს დააკმაყოფილებენ.
იმის დასტურად, რომ ჩვენი სკოლა მედიის ყველაზე მიშვნელოვან ღირებულებებს ეყრდნობა და თანამედროვე ქართულ მედიას ქმნის, რომლის პრიორიტეტი არის დაბალნსებული მუშაობა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა გაზეთი “ობზერვერი”, რომელიც ყოველ კვარტალში ერთხელ გამოდის და საზოგადოებისთვის საინტერესო ისტორიებს უყვება ადამიანებს, იმ ისტორიებს, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გავიანტერესებს და გვაწუხებს, იმ ისტორიებს, რომლებიც ღრმა კვლევას და ანალიზს საჭიროებენ. ჩვენ არ ვზრდით თაობას, რომლის პრიორიტეტიც სენსაციაა, ჩვენ ვზრდით თაობას, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას შეასრულებს და იქნება ორიენტირებული მხოლოდ საზოგადოების მოთხოვნასა და ინტერესზე.
თანამედროვე სპეციალობების შემოტანა ქართულ მედია სივრცეში, მაგალითად როგორიცაა მედია მენეჯმენტი, საზოგადოებრივ საქმეთა ჟურნალისტიკა, რომელსაც ანალოგი დსთ-ის სივრცეში არ გააჩნია, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ახალს ვნერგავთ და ახლებურად ვუყურებთ ქართული მედიის მომავალს.
|